ამ მოცურავემ 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში ოქროს მედალი მსოფლიოს რეკორდით მოიპოვა

ცურვაში მწვრთნელთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ამერიკელმა ჯონ ლეონარდმა ეჭვი შეიტანა 16 წლის ჩინელი იე შივენის პატიოსნებაში, - ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian.

ამ მოცურავემ 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში ოქროს მედალი მსოფლიოს რეკორდით მოიპოვა. ლეონარდის სიტყვებით, შივენის შედეგი "დაუჯერებელი" და "საგანგაშოა".

ამერიკელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩინელის გამოსვლა "ცუდ მოგონებებს" იწვევს ირლანდიელ მოცურავე მიშელ სმიტზე, რომელმაც 1996 წლის თამაშებზე სამი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიგო, 1998 წელს კი ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო სტეროიდების გამოყენებისთვის.

თავისი ტრიუმფალური გამოსვლის დროს ჩინელმა გოგონამ დისტანციის ბოლო 50 მეტრი უფრო სწრაფად გაცურა, ვიდრე ამერიკელმა რაიან ლოხტემ, რომელმაც იმავე დღეს ასევე 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში მიიღო ოქროს მედალი, თანაც, ისტორიაში მეორე დრო აჩვენა.

"ჩვენი სპორტის ისტორია გვიჩვენებს, რომ ყოველ ჯერზე, როცა "დაუჯერებელ" შედეგებს ვხედავთ, მოგვიანებით ირკვევა, რომ საქმეში დოპინგი იყო ჩარეული". ლეონარდმა ისიც დაამატა, რომ იე შივენი "სუპერქალივით" გამოიყურება. მწვრთნელის თქმით, როცა რომელიმე მოცურავე "სუპერქალს" მოგაგონებთ, მოგვიანებით ეს დოპინგის მიღებით აიხსნება.

ლეონარდმა ისიც შეგვახსენა, რომ ადრე ჩინურ სპორტში არაერთხელ გვინახავს დოპინგ-სკანდალები. მწვრთნელმა უარი თქვა იე შივენის და მაიკლ ფელპსის შედარებაზე, რომელმაც თავისი პირველი რეკორდი 15 წლის ასაკში დაამყარა. ფელპსი, ჩინელისგან განსხვავებით, ყოველ წელს უფრო მაღალ შედეგებს აჩვენებდა.

თავად იე შივენმა გამარჯვების შემდეგ რეპორტიორებს განუცხადა, რომ ჩინეთის ნაკრები მკაცრ ანტისადოპინგო პოლიტიკას მისდევს და დოპინგს იქ არავინ იღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა