ის, ვინც აქტიურად ადევნებს თვალს წყალში ხტომაში ტურნირს, ყოველდღიურად უფრო მეტად რწმუნდება იმაში, რომ სპორტის ამ სახეობაში ჩინელებთან ბრძოლას აზრი არ აქვს
ის, ვინც აქტიურად ადევნებს თვალს წყალში ხტომაში ტურნირს, ყოველდღიურად უფრო მეტად რწმუნდება იმაში, რომ სპორტის ამ სახეობაში ჩინელებთან ბრძოლას აზრი არ აქვს. "აკვატიკ-ცენტრში" მედლების მესამე კომპლექტი გათამაშდა და ჩინეთმა მესამე ოქრო აიღო.

აზიელები არ იმჩნევენ კონკურენტებს და ყოველგვარი გართულების გარეშე იგებენ პირველობას. ამჯერად ქალებს შორის 10-მეტრიანი კოშკურიდან სინქრონულ ხტომებში ჩემპიონები ჰაო ვანი და რუოლინ ჩენი გახდნენ. ამ უკანასკნელს 10 მეტრიდან ხტომებში, პრაქტიკულად, ყველაფერი მოგებული აქვს: ორი ოქრო პეკინში, ოთხი ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატებზე. არადა, მისი ასაკი 19 წელია!

ჩინელი მხტომელების კლასი მეოთხე ცდიდან მოყოლებული მტკიცდება, როცა იწყება თავისუფალი ხტომები. მანამდე სავალდებულო ხტომებს ყველა უშეცდომოდ ასრულებს, შემდეგ კი ყველას ექმნება პრობლემა, ჩინელების გარდა.

გუშინდელი სტარტიც ამგვარი სცენარით ვითარდებოდა. პირველი ცდის შემდეგ ლიდერობა მოიპოვეს ბრიტანელებმა - სარა ბაროუმ და ტონია კუჩმა, რაშიც ოდნავ მსაჯებიც დაეხმარნენ. ერთმა არბიტრმა მასპინძლებს 9.5 დაუწერა.

მაგრამ მესამე ცდიდან საშუალედო ტაბლომ ჩვეული სახე მიიღო: სათავეში ჩინეთი მოექცა, ბრიტანელებმა კი მედლების შანსი მესამე ნახტომის შემდეგ დაკარგეს, როცა ერთბაშად მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდნენ.

ზედიზედ მეორე დღეა, ვერცხლის მედლებს ეუფლებიან მექსიკელი მხტომელები.

ერთი დღით ადრე ამავე დისციპლინაში მამაკაცებმა მოიპოვეს ვერცხლი. გუშინ კი იგივე გააკეთეს ესპინოსა სანჩესმა და ოროსკო ლოსამ. სხვათა შორის, ესპინოსა პეკინის ოლიმპიადაზე მესამე იყო, ახლა კი ერთი ნაბიჯით წაიწია წინ.

ქალები

სინქრონული ხტომები. 10 მ

1. რუოლინ ჩენი/ჰაო ვანი (ჩინ) 368.40

2. ესპინოსა სანჩესი/ ოროსკო ლოსა (მექ) 343.32

3. მეგან ბენფეიტო/როსელინ ფილიონი (კან) 337.62

4. ლოუდი უიგინსი/რაკელ ბუგი (ავსტრა) 323.55

5. სარა ბაროუ/ტონია კოუჩი (ბრიტ) 321.72

6. ნორა სუბჩინსკი/კრისტინ შტოიერი (გერ) 312.78

7. მუნ იე ლეონი/პანდელელა რინონ პამი (მალაიზ) 308.52

8. იულია პროკოპჩუკი/ვიქტორია პოტიეხინა (უკრ) 299.64

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა