სამგზის ოლიმპიური ჩემპიონების კლუბს 31 ივლისს კიდევ ერთი სპორტსმენი შეემატა
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონების კლუბს 31 ივლისს კიდევ ერთი სპორტსმენი შეემატა. 44 წლის ფრანგმა ტონი ესტანგემ სიდნეისა (2000 წელი) და ათენის (2004) შედეგი გაიმეორა და ერთადგილიანი კანოეთი კარიერაში მესამე ოქრო მოიპოვა.

ამ ტიტულების მიუხედავად, ეტანგე არ განიხილებოდა გუშინდელი სტარტის ფავორიტად. უპირატესობას 33 წლის სლოვაკ მიხალ მარტიკანს ანიჭებდნენ, რომელიც მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი იყო და ჯამში ოთხი ოლიმპიური მედლით იწონებდა თავს.

მაგრამ მარტიკანმა აშკარად ჩააგდო თავისი ცდა. მართალია, მან უშეცდომოდ გაიარა მთელი დისტანცია და ჯარიმა თავიდან აიცილა, მაგრამ ამისთვის დრო საკმარისად ბევრი დახარჯა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სლოვაკს ვერცხლიც სანატრელი გაუხდა, რადგან მას ახალგაზრდა გერმანელმა, 22 წლის სიდერის ტასიადისმა გაუსწრო.

ფრანგის გამარჯვება კი მართლაც გმირობის ტოლფასი იყო. ეტანგემ პეკინში მეცხრე ადგილი დაიკავა და არავის ეგონა, რომ ის გააგრძელებდა კარიერას, მაგრამ ფრანგი დარჩა დიდ სპორტში, ამ ოთხი წლის განმავლობაში დიდი სამუშაო გასწია და დაიბრუნა ოპტიმალური ფორმა, რამაც მას ოლიმპიადის მესამე ოქრო მოუტანა.

რაც შეეხება 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე გამგზავრებას, ეტანგემ ამგვარი პერსპექტივისგან თავი შორს დაიჭირა და სპორტიდან წასვლა დაადასტურა.

კაცები

ერთადგილიანი კანოე

1. ტონი ესტანგე (საფ) 97.06

2. სიდერის ტაისადისი (გერ) +1.03

3. მიხალ მარტიკანი (სლოვაკ) +1.25

4. ანდერ ელოსეგი (ესპ) +5.55

5. სტანისლავ იეჟეკი (ჩეხ) +8.67

6. კინანი მალეი (ავსტრა) +10.02

7. ტაკუია ჰანედა (იაპ) +13.56

8. ბენჯამინ შავშეკი (სლოვენ) +122.89

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია გაბედავა 23 წლამდე კანოეისტთა ევროპის ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა
ზაზა ნადირაძემ მესამე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ბადრი ყაველაშვილმა ნიჩბოსნობაში მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა