მრგვალ სტენდზე სროლაში მამაკაცების ტურნირი, გარკვეულწილად, ავტოსპორტის მოყვარულებსაც აინტერესებდათ
მრგვალ სტენდზე სროლაში მამაკაცების ტურნირი, გარკვეულწილად, ავტოსპორტის მოყვარულებსაც აინტერესებდათ.

აქ გამოდიოდა "დაკარის" რალის ლეგენდარული მონაწილე, ამ ავტომარათონის შარშანდელი გამარჯვებული ნასერ ალ-ატიია. აქამდე ყატარელს გაცილებით წარმატებული კარიერა ავტოსპორტში ჰქონდა, მაგრამ გუშინ თავის მეორე "სამსახურშიც" გამოიჩინა თავი.

ალ-ატიიას ოქროს შანსი არ ჰქონდა, რადგან აქ დომინირებდა 23 წლის ამერიკელი უნიკუმი ვინსენტ ჰენკოკი. ამ სპორტსმენმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი პირველი ოქრო 16 წლის ასაკში მოიგო, 2008 წელს პეკინში კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. თუმცა მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე მან მხოლოდ 67-ე ადგილი დაიკავა.

როგორც აღმოჩნდა, ეს ჰენკოკის დროებითი ჩავარდნა ყოფილა. ამერიკელმა ფინალში ყველა სამიზნეს მოარტყა და კვალიფიკაციაში მოპოვებული უპირატესობა გაიმყარა. მან გუშინ საკუთარი ოლიმპიური რეკორდი გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ ოლიმპიადაზე ჰენკოკმა 300 სროლიდან მხოლოდ შვიდი ააცილა.

ასევე იოლად მოიგო მეორე ადგილი დანიელმა ანდერს გოლდინგმა. სამაგიეროდ, დიდი ბრძოლა გაიმართა ბრინჯაოსთვის. ფინალი ერთნაირი მაჩვენებლით დაასრულეს ალ-ატიიამ და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონმა, რუსმა ვალერი შომინმა, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა.

დაინიშნა დამატებითი სროლები პირველ აცილებამდე და აქ ყატარელს გაუმართლა. მან პირველი ცდიდან ორივე თეფში დაამსხვრია, იმ დროს, როცა რუსმა ერთი ტყვია ააცილა და ასე მოიპოვა ატ-ატიიამ თავის კარიერაში პირველი ოლიმპიური მედალი.

კაცები

მრგვალი სტენდი (სკიტი)

1. ვინსენტ ჰენკოკი (აშშ) 148

2. ანდერს გოლდინგი (დან) 146

3. ნასერ ალ-ატიია (ყატ) 144

4. ვალერი შომინი (რუს) 144

5. ლუიჯი ლოდე (იტა) 143

6. იან სიხრა (ჩეხ) 143

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა