ბრიტანეთის პოლიციამ და სპეცსამსახურებმა, როგორც იქნა, გაარკვიეს, ვინ არის "ქალი წითლებში", რომელმაც ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ძალიან ააფორიაქა ლონდონის მოსახლეობა
ბრიტანეთის პოლიციამ და სპეცსამსახურებმა, როგორც იქნა, გაარკვიეს, ვინ არის "ქალი წითლებში", რომელმაც ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ძალიან ააფორიაქა ლონდონის მოსახლეობა.

შეგახსენებთ, რომ მონაწილე ქვეყნების ტრადიციული აღლუმის დროს ინდოეთის დელეგაციას სათავეში ედგა უცნობი ქალბატონი, რომლის ჩაცმულობაც სრულიად არ შეესაბამებოდა ამ საზეიმო მოვლენას.

გაოგნებული ინდოელები უცნობს კვალში ჩაუდგნენ, რადგან ის ინდოეთის დელეგაციის წევრად მიიჩნიეს, მაგრამ ცერემონიის შემდეგ ინდური გუნდის წარმომადგენლებმა საკუთარი პრეტენზიები წაუყენეს უსაფრთხოების სამსახურს და ისინი უმოქმედობასა და უყურადღებობაში დაადანაშაულეს.

სპეცსამსახურებს, თავის მხრივ, რამდენიმე დღე დასჭირდათ უცნობი ქალის ვინაობის დასადგენად. გაირკვა, რომ მას მადჰურა ნაგენდრა ჰქვია. ის ინდოეთიდანაა, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია, ლონდონში ცხოვრობს.

მაგრამ ერთია, გაარკვიო უცნობის ვინაობა და მეორე - გააცნობიერო ის, თუ როგორ შეაღწია მან გახსნის ცერემონიის დროს ოლიმპიური სტადიონის სარბენ ბილიკზე. როგორც ორგანიზატორები ამტკიცებენ, ამის გაკეთება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

არავინ იცის, რა მოხდებოდა, ეს ინდოელი რომ არ ყოფილიყო მშვიდობიანი ასპირანტი, რომელმაც, უბრალოდ, გადაწყვიტა, სახელგანთქმული გამხდარიყო და საქმე გვქონოდა კამიკაძე-ტერორისტთან? სწორედ ასეთ კითხვას სვამს დღეს ნებისმიერი ბრიტანელი.

ასეა თუ ისე, ამ სიტუაციიდან ოლიმპიადის მასპინძლებმა სათანადო დასკვნები უნდა გამოიტანონ და შეეცადონ, მომავალში ასეთი გაუგებრობები თავიდან აიცილონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა