მიშელ მორგანელამ სამხრეთ კორეასთან წაგების შემდეგ "ტვიტერზე" დაახლოებით ასეთი რამ დაწერა: "უნდა დაიწვას ეს მონღოლოიდების ხროვა"
მიმდინარე ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი მოტივია რასიზმთან და სხვა ეროვნებების მიმართ არატოლერანტული დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლა.

ამ მიზეზით უკვე მეორე სპორტსმენს დაატოვებინეს ოლიმპიური თამაშები. ეს გახლავთ შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელი მიშელ მორგანელა. მან ისე განიცადა სამხრეთ კორეასთან წაგება, რომ მატჩის შემდეგ საკუთარ "ტვიტერზე" დაახლოებით ასეთი რამ დაწერა: "უნდა დაიწვას ეს მონღოლოიდების ხროვა". ბუნებრივია, ასეთ რამეს მას არავინ აპატიებდა.

მართალია, მოგვიანებით მორგანელამ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ნანობს თავის საქციელს, მაგრამ შვეიცარიის საფეხბურთო ჩინოვნიკებმა გადაწყვიტეს - სხვა ალტერნატივა არ არსებობს და ფეხბურთელმა უნდა დატოვოს ლონდონიო.

შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სპორტსმენს საკუთარი გუნდიდან უღირსი საქციელის გამო აგდებენ.

ოლიმპიადის დაწყებამდე ორი დღით ადრე "ტვიტერის" გამო ბერძენი მძლეოსანი პარასკევა პაპახრისტუც დაისაჯა. აფრიკელების შესახებ მისი უადგილო და უდროო ხუმრობა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური სხდომის საბაბი გახდა, სადაც ბერძენს აუკრძალეს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს