ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მორიგი უნიათო მარცხი: ავთანდილ ჭრიკიშვილის წაგება მხოლოდ ტრავმის ბრალია?

მორიგი უნიათო მარცხი: ავთანდილ ჭრიკიშვილის წაგება მხოლოდ ტრავმის ბრალია?

ძიუდოს ევროპულ სკოლას ნამუსს ქართველები და ჩრდილოკავკასიელები ვწმენდთ
ავთანდილ ჭრიკიშვილმაც (81) ნაადრევად შეწყვიტა გამოსვლა ოლიმპიადაზე - მეორე წრეში ამერიკელ ტრევის სტევენსთან დამარცხდა (იხილეთ ვიდეო).

ჩვენებური მასთან საჭიდაოდ მერვედფინალში ტრავმირებული - ნატკენი ტუჩით გავიდა და შეხვედრის მიმდინარეობისას რამდენჯერმე დასჭირდა ექიმის დახმარება - სამედიცინო ლენტის დაწებება. ბოლოს კი გუნდის ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა თავიც გადაუხვია, რაკი სხვა გზა აღარ რჩებოდა, მაგრამ წაგებას ამ ტრავმას ვერ დავაბრალებთ.

ჭრიკიშვილი პირველივე შეხვედრაშიც ძალიან მოდუნებული, მოშვებული იყო და ხორვატ ტომისლავ მარიჯანოვიჩთანაც უღიმღამოდ ირჯებოდა.

მართალია, მას ვაზარით მოუგო, მაგრამ ანგარიში ნუ შეგვაცდენს - 31 წლის ხორვატს ცოტა მაღალი კლასი რომ ჰქონოდა, იქნებ სულ სხვა ანგარიში მიგვეღო, ხოლო ჩვენებურმა სუფთად და მოხდენილად ვერც ის გდება გააკეთა, მეტოქის ბეჭზე გადაგორებით მოიპოვა ქულა (იხილეთ ვიდეო).

სტევენსთან საწყისი ორი წუთის მერე ფიზიკურად ძალიან გაუჭირდა - ძირითადი დროის უმეტესი ნაწილი და დამატებითი დროც ამერიკელის უპირატესობით წარიმართა, რაც ლოგიკური იპონით დასრულდა.

სამწუხაროა, რომ ჭრიკიშვილს ეროვნულ ნაკრებში ადაპტაცია ასე გაუგრძელდა. ახალგაზრდულ ნაკრებში ის ბევრად სწრაფად და შემართებით ჭიდაობდა...

რევანში ოთხი წლის შემდეგ

როგორც იქნა, ძიუდოისტ ვაჟთა ტურნირში ოქროს მედალი კავკასიას გასცდა, აზიამ კი პირველად იზეიმა ჩემპიონობა. აქამდე გათამაშებული სამივე ოქრო კავკასიელებმა - ქართველმა ლაშა შავდათუაშვილმა (66), რუსთა სომეხმა არსენ გალსტიანმა (60) და რუსთა ავარელმა ფალავანმა დაღესტანიდან მანსურ ისაევმა (73) მოიპოვეს; 31 აგვისტოს კი მას 81 კილოგრამში სამხრეთკორეელი ჯაე-ბუმ კიმიც დაეუფლა.

ამ წონაში პეკინური ფინალი განმეორდა, ოღონდ ამჯერად რევანშით - კიმმა ფინალში გერმანელი ოლე ბიშოფი დაამარცხა და ოთხწლიანი ჯავრი იყარა. კიმი შესანიშნავ კარიერას იკეთებს - 2008-ში ოლიმპიადის ფინალი იჭიდავა, 2009-ში მსოფლიოზე ბრინჯაო მოიპოვა, 2010-11 წლებში კი ზედიზედ მოიგო პლანეტის პირველობა, რასაც ახლა ოლიმპიური ჩემპიონობა დაუმატა.

თან გაიმარჯვა ამავე პერიოდში გამართულ აზიის უკლებლივ ყველა ჩემპიონატსა თუ თამაშებში - ჯამში ორივე ამ პრესტიჟულ ტურნირში 5-ჯერ იზეიმა ჩემპიონობა.

ამას საერთაშორისო ტურნირებიც უნდა დავუმატოთ და ეს კაცი აგერ, მეხუთე სეზონია, იგებს ყველა მნიშვნელოვან შეჯიბრებას, სადაც კი გამოდის. ალბათ, საცოდაობაც იქნებოდა, ასეთ სპორტსმენს კარიერა ოლიმპიური მწვერვალის გარეშე დაესრულებინა.

ეს ფინალი ძიუდოს აზიურ-ევროპული სკოლების დაპირისპირების თვალსაზრისითაც საინტერესო იყო, სადაც ამჯერად გამარჯვება აზიას დარჩა, თუმცა ევროპას ნამუსს ქართველები და ჩრდილოკავკასიელები ვწმენდთ.

ცოტა მოულოდნელი იყო ჭრიკიშვილის მომგები ამერიკელის ნახევარფინალში გასვლა, რომელმაც მეოთხედფინალში ბრაზილიელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ოლიმპიური ბრინჯაოს ორგზის მფლობელი ლეანდრო გილეირო დაამარცხა. ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ტიტულების მიუხედავად, ბრაზილიელი არაა ვარსკვლავი - აკი ვერც დამამშვიდებელში ივარგა.

დაახლოებით იგივე ითქმის სტევენსზეც - ბრინჯაოსთვის შეხვედრა აქამდე ლამის უცნობ კანადელ ანტოინ ვალოის-ფორტიერთან დათმო.

წონის აღმოჩენად სწორედ ეს 22 წლის კანადელი იქცა - უფროსებში გადმოსვლის შემდეგ მას მეორეხარისხოვანი შეჯიბრებების გარდა არაფერი მოუგია; ლონდონში კი ისეთი ფალავნები დაამარცხა, ნებისმიერი ტიტულოვანი ძიუდოისტი ინატრებდა - ქვედა წონიდან ამონაცვლებული აზერბაიჯანელი ოლიმპიური ჩემპიონი ელნურ მამადლი, ბრიტანელი მსოფლიოს ორგზის მესამე პრიზიორი ეუან ბურტონი და სერბი მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი სრდიან მრვალიევიჩი...

ევროპისა და მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ივან ნიფონტოვი ნახევარფინალში კორეელთან დამარცხდა და ბრინჯაოს დასჯერდა, თუმცა ბოლო წლების ჩავარდნის ფონზე ამითაც კმაყოფილი უნდა იყოს.

ევროპა ქალებმა იხსნეს

ევროპამ რაც ვაჟთა ტურნირში დაკარგა, ქალებში მოიპოვა - 63 კილოგრამში ათენის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანმა სლოვენიელმა ურსკა ზოლნირმა გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს ორგზის მედალოსანიცაა. აქაც აზიურ-ევროპული ჭიდილი იყო - ზოლნირმა ფინალში ჩინელი ლილი ჰუ დაამარცხა ვაზარით.

მსოფლიოს ორგზის იაპონელი ჩემპიონი იოშიე უენო ბრინჯაოს დასჯერდა, როგორც მსოფლიოს კიდევ ერთი ორგზის ჩემპიონი, ევროპის ოთხგზის გამარჯვებული, ფრანგი ჟევრის ემანე.

სპეციალისტის კომენტარი

გია თენაძე (მწვრთნელი):

"ვფიქრობ, ჭრიკიშვილის მარცხის მიზეზი მოუმზადებლობა ან ტრავმა იყო. მისი მზადების ეტაპებს არ დავსწრებივარ და ვერ გეტყვით, როგორ ფორმაშია.

მე უფრო ვფიქრობ, რომ ამერიკელთან ტრავმის გამო ვერ იჭიდავა - მისი მთელი ყურადღება მიმართული იყო არა მეტოქის დამარცხების, არამედ იმისკენ, ტრავმა რომ არ გამიზეზებოდა. ეს რომ არა, ამერიკელის ბარიერი უნდა გაევლო".

კვარცხლბეკი

ვაჟები

81 კგ. 1. ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა); 2. ოლე ბიშოფი (გერმანია); 3. ანტოინ ვალოის-ფორტიერი (კანადა), ივან ნიფონტოვი (რუსეთი).

ქალები

63 კგ. 1. ურსკა ზოლნირი (სლოვენია); 2. ლილი ჰუ (ჩინეთი); 3. ჟევრის ემანე (საფრანგეთი), იოშიე უენო (იაპონია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Natia

ხალხო უნამუსოები ხართ,არ იცით ზუსტი მიზეზი და ჭორაობათ,ავთოს ჩემი დაცვა არ სჭირდება, ეხლაც ევროპის ჩემპიონი გახდა და თქვენ ილანძღებით,ბოლოს დაბოლოს ქართველი და არ გეკუთნით,და მანდ მარტო ტუჩის ტრამვა არ იყო,ოლიმპიადამდე ერთი თვით ადრე ავარიაში მოყვა და მთლიანდად დაკერილი ჰქონდა პირის ღრუ და დამტვრეული კბილები და ნორმალურად ვერ იკვებებოდა და დასუსტებული იყო,თქვნ ხო ნამუსი არ გაქვთ,მარტო აკრიტიკებთ,ფუუუ რა ხალხი არ ხართ რა

• Natia

ხალხო უნამუსოები ხართ,არ იცით ზუსტი მიზეზი და ჭორაობათ,ავთოს ჩემი დაცვა არ სჭირდება, ეხლაც ევროპის ჩემპიონი გახდა და თქვენ ილანძღებით,ბოლოს დაბოლოს ქართველი და არ გეკუთნით,და მანდ მარტო ტუჩის ტრამვა არ იყო,ოლიმპიადამდე ერთი თვით ადრე ავარიაში მოყვა და მთლიანდად დაკერილი ჰქონდა პირის ღრუ და დამტვრეული კბილები და ნორმალურად ვერ იკვებებოდა და დასუსტებული იყო,თქვნ ხო ნამუსი არ გაქვთ,მარტო აკრიტიკებთ,ფუუუ რა ხალხი არ ხართ რა

• qomagi

ავსტრალიელი, ამერიკელი.... მალე ალბათ ავღანელებიც მოგვიგებენ.

• giorgipirweli

რა ტრამვაზეა ლაპარაკი, ქართველი ძიუდოისტი 13 წუთის განმავლობაში ერთ ილეთს რომ ვერ გააკეთებს. სირცხვილია!

• messi

სამარცხვინოდ იჭიდავა, ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას რომ ტუჩის ტრამვის გამო ვერ იჭიდავა, ეს დედა არღნიანი ტუჩით ჭიდაობენ? კაცი ოლიმპიადაზე მოხვდე და ესე უჯიგროდ იჭიდავო რავიცი რაა

• beqa

სირცხვილია და ბევრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს როცა ასე უნიათოდ გამოდის ძიუდოისტი ეს საშინელება იყო სირცხვილი რამის იყო ტრაკზე ეკოცნა ოღონდ მალე მორჩენილიყო ორთაბრძოლა დაბრალებენ ეხლა ტრამვას ! ტრამვა კი არა ტრაკი არ ჰქონდა ბრძოლის გაგრძელების ფიზიკურად ნოლი იყო ფუ საქართველოს სირცხვილია როცა ერთ ბრძოლაში ასე კვდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა