ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლეგიონერები: რაგბი და პეტანკი მეგობრობის სამსახურში

ლეგიონერები: რაგბი და პეტანკი მეგობრობის სამსახურში

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის დაწყებამდე ორ კვირაზე ოდნავ მეტი დარჩა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის დაწყებამდე ორ კვირაზე ოდნავ მეტი დარჩა. ქართველ მორაგბეთა გუნდები დიდი ხანია, მომავალი ბატალიებისთვის გამალებით ემზადებიან და უკვე საწვრთნელი შეკრებების გამართვა დაიწყეს.

ცხადია, არაოფიციალური მატჩების შედეგებით კონკრეტული დასკვნების გაკეთება ძნელია, თუმცა გარკვეული წარმოდგენის შექმნა, თუ რა პერსპექტივა აქვს გუნდს, რა მიზნებისთვის იბრძოლებს, ადვილად შესაძლებელია.

ისევე, როგორც შარშანდელ სეზონში, ამჯერადაც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი". საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონმა ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე" დამაჯერებლად დაამარცხა - 40:12.

პარიზელთაგან ასეთი უსუსური თამაში მოულოდნელი იყო, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არაფერს ნიშნავს. ჩემპიონატში "სტად ფრანსე" ბევრად უფრო მობილური და ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება.

ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, ჟვანია თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო, ჩილაჩავა და მიქაუტაძე მოედანზე არ გამოჩენილან.

მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიემ" მინიმალური სხვაობით წააგო შეხვედრა ბასკურ "ბაიონთან" - 25:26. ჩვენებურთა გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა, თუმცა მეტოქემ თამაშის მიწურულს გარდატეხის შეტანა შეძლო და გამარჯვებას მიაღწია.

მონპელიელები წლეულსაც პირველობისთვის იბრძოლებენ. გუნდს დაემატნენ ინგლისელი შონთაი ჰეპი და შოტლანდიელი ჯინი ბითი.

მთავარმა მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ შერკინების მწვრთნელად მიიწვია ლეგენდარული არგენტინელი პირველხაზელი მარიო ლედესმა, რომელსაც თავისი ხანგრძლივი, წარმატებული კარიერის განმავლობაში უდიდესი გამოცდილება დაუგროვდა.

სეზონისთვის ემზადებიან ელიტური, მეორე დივიზიონის გუნდებიც. ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასიეშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკმა" მატჩში, რომელიც სამი 30-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა, მინიმალური სხვაობით, 24:23 მოუგო გიორგი კობერიძის, ვახტანგ მაისურაძისა და ალექსანდრე თოდუას "ალბის".

დათუნაშვილმა და ასეიშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშეს, ნაცარაშვილი მატჩში მეორე ტაიმიდან ჩაერთო. კობერიძემ და მაისურაძემ მხოლოდ მეორე 30-წუთიან ტაიმში იასპარეზეს, თოდუა კი მეორე და მესამე ტაიმებში გაისარჯა.

საკმაოდ საინტერესო მზადების მეთოდიკა აღმოაჩნდა "ალბის" მთავარ მწვრთნელ ანრი ბრონკანს, რომელიც 2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებისას საქართველოს ნაკრების კონსულტანტი იყო. "ორიაკთან" მატჩის შემდეგ მან გუნდი ალბის პეტანკის (ფრანგული თამაშია) კლუბში წაიყვანა, სადაც მორაგბეები ქალთა გუნდს გაეჯიბრნენ.

ასპარეზობაში სამივე ქართველმა მიიღო მონაწილეობა და როგორც სარაგბო კლუბ "ალბის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, თავი ყველაზე მეტად გიორგი კობერიძეს გამოუჩენია.

"ძალიან მინდა, რომ ჩვენი მორაგბეთა კლუბი ალბიში არსებულ სხვადასხვა სპორტის სახეობის კლუბებს დაუმეგობრდეს, ერთმანეთს ხშირად შეხვდნენ, ითამაშონ. ვფიქრობთ, ჩვენ ძალიან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია თითოეული მათგანისგან, ისევე, როგორც მათ ჩვენგან.

თავად განსაჯეთ, ჩვენს მორაგბეებს კარგი ურთიერთობა აქვთ მოკრივეებთან, ძიუდოისტებთან, ფრენბურთელებთან და ფეხბურთელებთან, რომლებიც სულაც ჩვენი მეზობლები არიან. ღრმად მწამს, რომ ასეთი ურთიერთობა ყველასთვის სასარგებლოა. ასე ერთმანეთის პატივისცემას ვსწავლობთ" - თქვა "ალბის" მთავარმა მწვრთნელმა ანრი ბრონკანმა.

თედო ზიბზიბაძის "პერიგომ" პირველი საწვრთნელი შეხვედრა "რომანთან" გამართა - 20:7 მოიგო.

საკონტროლო მატჩები

ტულონი-სტად ფრანსე 40:12, ლა როშელი-გრენობლი 21:24, ბაიონი-მონპელიე 26:25, მონ დე მარსანი-ოში 26:21, ორიაკი-კოლომიე 15:12, ნარბონი-ბეზიე 26:23, პერიგო-რომანი 20:7, კარკასონი-სენ ნაზერი 16:31, ბურგუენი-ოიონაქსი 26:16, მონტობანი-ალბი 15:31, ექსი-გრენობლი 17:37, სტად ფრანსე-ლა როშელი 35:14, ბორდო-დაქსი 33:10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• moragbe

ჟვანიამ ითამაშა პირველი ტაიმიდან და 65 წუთზე შეცვალეს.ითამაშა 1 ნომრით და როგორც ვიცი 1 ნომერი მეორე ტაიმში არ შემოდის ცვლილებით.http://www.facebook.com/media/set/?set=a.415439541825220.79227.352230241479484&type=3

• zangura

კობერიძე რა პოზიციაზე თამაშობს?

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს

ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის

ქართველები ევროტურნირების ფინალში

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა