ჩვენმა გუნდმა ესტონელ თანატოლებთან მატჩი 61:87 დათმო
საქართველოს ჭაბუკთა (U18) ნაკრებმა 31 ივლისს ტალინში, "საკუ სუურხალეს" არენაზე მეორე სპარინგ-მატჩი ჩაატარა. პირველში ჩვენებმა ანგარიშით 99:89 დაამარცხეს ბელარუსის ძლიერი გუნდი და ამიტომ იყო გარკვეული იმედი, რომ ესტონელებთანაც მოვიგებდით.

31 ივლისს ჩვენმა იუნიორებმა გამარჯვება ვერ მოახერხეს, თუმცა საკმაოდ მოინდომეს და ღირებული წინააღმდეგობა გაუწიეს მასპინძლებს. პირველ პერიოდში თანაბარი ბრძოლა ვიხილეთ - ესტონელებმა მეოთხედი 21:18 მოიგეს. მეორეში სხვაობა უფრო გაიზარდა და დიდ შესვენებაზე მასპინძლები 13-ქულიანი უპირატესობით (42:29) გავიდნენ.

მოედანზე დაბრუნების შემდეგ ქართველები სიტუაციის გამოსწორებას შეეცადნენ, მაგრამ ესტონელები უკეთესად გამოიყურებოდნენ; უფრო სწორად, თამაშობდნენ და შეთამაშებულებიც ჩანდნენ. ეს გასაკვირი არ არის - დიდი ხანია, ერთად ვარჯიშობენ და მეტი სათამაშო პრაქტიკა აქვთ. შეხვედრა ესტონეთმა მოიგო 87:61.

ქართველებისგან გოგოძემ 12 ქულა, ტომარაძემ 9 ქულა, მიქელაძემ 8 ქულა მიითვალეს. ესტონელების რიგებში საუკეთესო იყო კენტ ვენემანი, რომელმაც 17 ქულა შესძინა თავის ნაკრებს და ესტონელთა მხრიდან საუკეთესო მოთამაშის პრიზიც დაიმსახურა.

საქართველოს ნაკრებში ასეთივე ჯილდო მიიღო გიორგი ცირეკიძემ. გუნდის კაპიტან ირაკლი მიქელაძეს კი გადასცეს თასი შეჯიბრებაში მეორე ადგილის დაუფლებისათვის. ქართველმა იუნიორებმა საინტერესო და ლამაზი თამაშით სპეციალისტებისა და მაყურებელთა სიმპათია დაიმსახურეს.

პირველი ადგილი დაიკავეს ესტონელმა ჭაბუკებმა, რომლებმაც მანამდე ბელარუსს სძლიეს.

თენგიზ პაჭკორია ტალინიდან, სპეციალურად "ლელოსთვის"

ხათუნა გაბიტაშვილის ფოტოები

მეორე და მაყურებელთა სიმპათია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა სპარინგ-მატჩში ბელარუსი თანატოლები დაამარცხა

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა