"ინტერი"-ვერდერის" სალიგო პაექრობის წინ იტალიურ პრესაში მეტად საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც მილანური გრანდის მესვეურები ბრემენელთა შემტევი ნახევარმცველით, მარკო მარინით არიან დაინტერესებუილნი.

"ინტერი"-ვერდერის" სალიგო პაექრობის წინ იტალიურ პრესაში მეტად საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც მილანური გრანდის მესვეურები ბრემენელთა შემტევი ნახევარმცველით, მარკო მარინით არიან დაინტერესებუილნი. აპენინელთა ვარაუდით, მასიმო მორატი მარინის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება. ამასთან დაკავშირებით კითხვებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც გაიჟღერა. ჯერ რაფაელ ბენიტესის სიტყვას გაგანჯობთ, შემდეგ კი თომას შააფსაც მოვუსმინოთ:

"მარინი ძალიან კარგი ფეხბურთელია და სიამოვნებით ვიხილავდი ჩემს გუნდში, მაგრამ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ნამდვილად არაფერი მსმენია. მარკოს პოზიციაზე ჩვენთან ვესლი სნეიდერი ირჯება და სიმართლე გითხრათ, მისი თამაშით აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ. ასე რომ, მიუხედავად მარინისადმი ჩემი დიდი პატივისცემისა, მისი გადაბირება აზრადაც არ მოგვსვლია".

თომას შააფის თქმით, მარინთან განშორების სურვილი არ აქვს, თუმცა შესაძლოა ასეთი რეალობის წინაშე დადგეს: "მარინი შესანიშნავად ასპარეზობს და არ მიკვირს, რომ მისი გადაბირება არაერთ გუნდს სურს. სიმართლე გითხრათ, "ინტერის" შესახებ არაფერი მსმენია, მაგრამ ვერც ვერაფერს უარვყოფ. მარკო შესანიშნავი ფეხბურთელია, ბუნდესლიგაში და გერმანიის ეროვნულ გუნდში წარმატებით ასპარეზობს და საქმე საქმეზე თუ მიდგა, დარწმუნებული ვარ, თავს არც იტალიაში შეირცხვენს. თუმცა, რა დასამალია და მასთან განშორების სურვილი არ მაქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა