ქართველ გულშემატკივარს გული უსკდება, აზერბაიჯანელთა ფული კი თავისას შვრება
კახა ცხადაძის ბაქოს "ინტერმა" წლევანდელ ევროპის ლიგის პირველ წრეში ჩინებული შედეგი აჩვენა - ესტონური "ტრანსი" ორჯერ ტრანსში ჩააგდო - 5:0 გასვლაზე მოუგო, 2:0 სახლში და შემდეგ ეტაპზე ტრიპოლისის "ასტერასს" შეხვდა.

ბერძნულ კლუბთან ბაქოში დამთავრებული 1:1-ის შემდეგ ცხადაძის გაწვრთნილებმა ტრიპოლისშიც 1:1 ითამაშეს და მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

აზერბაიჯანული ფეხბურთისთვის, რომელსაც აქამდე მეორე ეტაპზე გასვლაც სანატრელი ჰქონდა, ეს უდიდესი შედეგი იყო.

მიუხედავად ამისა, ინტერნეტგამოცემა "აზერისპორტი", რომელიც ცხადაძეს ლამის აზერბაიჯანში ჩასვლის დღიდან ვერ იტანს, ასეთ წერილს აქვეყნებს:

რომ არ ყოფილიყო ესტონური ფეხბურთი?

"სრული იმედგაცრუება იყო "ხაზარისა" და "ინტერის" გამოსვლა. არადა, სავსებით დასაძლევი მეტოქეები ჰყავდათ: ლენქორანელებს - პოლონური "ლეხი", ბაქოელებს კი - ევროთასების შემთხვევითი სტუმარი "ასტერასი".

"ინტერი" სეზონის დაწყებამდე სერიოზულად გაძლიერდა, მაგრამ კარგი თამაში ვერ აჩვენა. "ტრანსთან" მოგების წარმატებად ჩათვლა სისულელეა, რადგან აზერბაიჯანულ კლუბებს ასეთი სუსტი მეტოქე არასოდეს შეხვედრიათ.

ბერძნებთან პენალტების სერიაში დამარცხებაშიც საამაყო არაფერია. სად არის ცხადაძის ნაქები გენიალური ტაქტიკა? როგორც ჩანს, ის ჯერჯერობით მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის არსებობს. ცხადაძემ, ტელეეთერში მოხვედრილი არაერთი ჩხუბის გარდა, ჯერ თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა.

რას შეძლებდნენ ეს კლუბები, რომ არ ყოფილიყო ესტონური ფეხბურთი?"

ცხადია, მეორე ეტაპზე გამოვარდნა წარუმატებლობაა, მაგრამ რომ არ ყოფილიყო ესტონური, ქართული და კიდევ 202 ქვეყნის ფეხბურთი, აზერბაიჯანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდებოდა; რომ არ ყოფილიყო კლუბების გაჭირვება, ქართველი მოთამაშეების 95 პროცენტი სამშობლოში ითამაშებდა და ისევე იშვიათად წავაგებდით, როგორც საბჭოთა კავშირის ისტორიის პერიოდში.

მაგრამ სანამ ბებო ბაბუ გახდებოდა, გავიხსენოთ: აზერბაიჯანული კლუბი (ბაქოს "ნეფთჩი") მხოლოდ ერთხელ გახდა (1966 წელს) საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი. ამ დროს თბილისის "დინამო" იყო თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981), სსრკ-ის ჩემპიონი (1964, 1978), ვერცხლისა (1939, 1940, 1951, 1953, 1977) და ბრინჯაოს პრიზიორი (1936 წ. შემოდგომა), 1946, 1947, 1950, 1959, 1962, 1967, 1969, 1971, 1972, 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა), 1981), სსრკ თასის მფლობელი (1976, 1979) და ფინალისტი (1936, 1937, 1946, 1960, 1970, 1980).

საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ხუთ ქართულ კლუბს უთამაშია ("დინამო", ქუთაისის "ტორპედო", ლანჩხუთის "გურია", თბილისის "სპარტაკი", თბილისის "ლოკომოტივი") და მხოლოდ ერთს აზერბაიჯანიდან (ბაქოს "ნეფთჩის").

ამ ორი ქვეყნის ტიტულებისა და სტატისტიკური მაჩვენებლების ერთმანეთთან შედარება შეუძლებელია და ჩვენი ორი ქვეყნის საფეხბურთო რესურსზე რეალურ წარმოდგენას გვიქმნის.

მაგრამ დრონი მეფობენ, დღევანდელ საკლუბო ფეხბურთში კი ფული ლამის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. აზერბაიჯანული კლუბები გამდიდრდნენ, ცნობილი ლეგიონერები მიიწვიეს და გაუჩნდათ ილუზია, რომ ქართულ ფეხბურთზე მეტი პოტენციალი აქვთ. ჩვენ ვინ ვართ, ევროპის ჩემპიონი საბერძნეთისა და მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი პოლონეთის გუნდებთან მოგებაც იოლი ეჩვენებათ.

მაგრამ ჩვენ საკუთარ პრობლემას მივხედოთ: ამჟამად აზერბაიჯანში ბევრი ქართველია. "სიმურგის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძეა, ბაქოს "ინტერის" - კახა ცხადაძე, რომლის ასისტენტიც ზაურ სვანაძეა და მათი ხელმძღვანელობით თამაშობენ მეკარეები გიორგი ლომაია და რევაზ თევდორაძე, ვალერი აბრამიძე, ილია კანდელაკი, გიორგი ადამია, ბაჩანა ცხადაძე; "ბაქიში" - გიორგი ფოფხაძე, "ქიაფაზში" - გიორგი სეფიაშვილი, "რავანში" - გიორგი გულორდავა, "თურანში" - ალეკო გოგობერიშვილი და გიორგი ზოიძე.

ეს ის კონტინგენტია, რომლის ბაზაზეც ძლიერი ქართული გუნდის ჩამოყალიბება შეიძლება. მათი სამშობლოში დაბრუნება არარეალური არ უნდა იყოს. ადრე თუ გვიან ცხადაძისა თუ სხვათა გაწვრთნილი გუნდები ევროსარბიელზე მეზობლებს ხომ წააწყდებიან და თუ ჩვენი რესურსი შემოვიკრიბეთ, ვნახოთ, ვინ ვის.

მაგრამ ამას თავის მობმა და კლუბების გაძლიერება ესაჭიროება. რაც უნდა დიდი ფული ჰქონდეს აზერბაიჯანს, საქართველო გაცილებით მეტი საფეხბურთო პოტენციალის ქვეყანაა - სხვათა შორის, ცხადაძე ამას ხშირად იმეორებს და "აზერისპორტს" ამითაც აღიზიანებს.

სამწუხარო ისაა, რომ ან ნიჭსა და პოტენციალს ქარს ვატანთ, თითზე კბენანი კი საქმეს ვერ შველის - გულშემატკივარს გული უსკდება, ფული კი თავისას შვრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"აზერბაიჯანულ ფეხბურთს კახა ცხადაძისნაირი ადამიანები სჭირდება!"

კახა ცხადაძე: "ღირს კი ასეთ ვითარებაში აზერბაიჯანში ჩემი დარჩენა?"

"კახა ცხადაძემ აზერბაიჯანში მოქცევა უნდა ისწავლოს!"

azerisport.com: კახაბერ ცხადაძის "საქმენი საგმირონი" აზერბაიჯანში

dudu
სად ჩამოვიდნენ? გორის დილაში არ ეტევა ამდენი ფეხბურთელი.:) იმათ კი არ უნდა უთხრათ, ჩამოდიო (პროფესიონალმა სხვაზე უკეთ იცის, სად ურჩევნია), არამედ უნდა თქვათ, რო იქ არის გაცილებით უკეთესი პირობები და ის უნდა თქვათ, აქ როგორ შეიქმნება მსგავსი პირობები. და რო მარტო ფულში არაა საქმე. ლაყბობთ უაზროდ.
ramo
შეიძლება ავტორთან რაღაცაში დათანხმება, ოღონდ მოდი ემოციებს ნუ ავყვებით, ნუჩავიკეტებით ჩვენ ნაჭუჭში. დაე ითამაშონ ჩვენებმა სხვა ქვეყნებში, ამით ჩენ არ წავაგებთ, პირიქით გავმდიდრდებით. თუ სხვებსაც მოვიწვევთ ხომ მთლად უკეთესი. და კიდევ ეღტი რადგან ნეფტჩიმ მოუგო ზესტას, ეს არ ნიშნავს რომ აზერების ფეხბურთი ჩვენსას ჯობია. მასე ჩვენმა მე-5 გუნდმა დანიის მე-5 გუნდს მოუგო, გამოდის ჩვენ დანიაზე უკეთესი ჩემპი გვქონია. ეს აბსურდია, არსებობს უეფას ცხრილი სადაც ჩვენი კლუბები აზერულს ჯობია, ხოლო ნაკრები არ მახსოვს, აი სომხების რომ გვჯობია მახსოვს.
kaka
დამიჯერეთ აზერები ჩვენს დასუსტებას ელიან და სრულიად გადაგვივლიან კატოკივით ისინი საერთოდ მუსურმნები \ნაციონალისტები არიან ვერ გვიტანენ იმ დღეზე ფიქრობენროდის მოგვიღებენ ბოლოს როგორც ჩანს მალე მიაღწევენ ამას.ვიცი როგორ დაგვცინიან როგორ გვლანძღავენ ჩვენ კი ყველაფერს ვუკეთებთ.საინგილოში ქართველები დაჩმორებული ყავთ საQართველო კი ხმას არ იღებს, მალე საქართველოსაც იგივე ელით საქართველოშიც დამიჯერეთ და ფხიზლად იყავით და სააკიანი მოაცილეთ რაც არ უნდა დაგიჯდეთ
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა