ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ლევან ყენია სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" - ნაბიჯი უკან

ლევან ყენია სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" - ნაბიჯი უკან

ლევან კობიაშვილმა ამასწინდელ ინტერვიუში თქვა, "ჰერტას" დირექტორმა ჩემს თვალწინ შესთავაზა ყენიას ბერლინურ კლუბში გადმოსვლაო...
ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა სწორი გადაწყვეტილებების მიღების ხელოვნება. ამის შესახებ ყველას გაუგია, მაგრამ ყველასთვის რთულია სწორი გადაწყვეტილების მიღება.

ლევან ყენიას ზენიტური ამბავი ძალიან გაიწელა. როგორი საქმეა, ორწელიწადნახევარი ტრავმის გამო უთამაშებელი იყო, მერე სხვა გუნდში გადახვიდე, მაგრამ იქ თან ხარ და თან არ ხარ.

ყენიას სხვა არჩევანიც ჰქონდა, მაგრამ მაინც "ზენიტი" არჩია. თქმა რად უნდა, "ზენიტის" ვარიანტი ძალიან მაცდური იყო - რუსეთის ჩემპიონი, ოთხი წლის წინ უეფას თასისა და სუპერთასის ამწევი, მდიდარი, ელიტური რუსული კლუბი.

ცდუნებას დიდი ძალა აქვს. ოღონდაც ეს არ იყო მხოლოდ ცდუნება - ყენია ამბიციური ფეხბურთელია და ასეთივე კლუბში მივიდა. გელზენკირხენის "შალკეში" უიღბლო წლების მერე, ალბათ, აფეთქებას იყო დაშურებული.

უაილდის გამონათქვამიც ხომ გახსოვთ: საუკეთესო საშუალება მოერიო ცდუნებას, არის ის, რომ დანებდე მას. შესაძლოა, ეს გამონათქვამი ლამაზი პარადოქსი უფროა, ვიდრე სიბრძნე, მაგრამ ადამიანის დაუცხრომელ ბუნებას მაინც უფრო ის ინტერპრეტაცია ურჩევნია, ცდუნებისთვის ქედის მოხრას რომ გულისხმობს.

ყენიაც "ზენიტში" წავიდა. პეტერბურგელთა იტალიელი თავკაცი ლუჩანო სპალეტი კი მხრებს იჩეჩავს, რუს ჟურნალისტებს არ ეუბნება, ქართველი ჩვენი ფეხბურთელიაო; ოდენ განმარტავს, ყენია კლუბის პრეზიდენტის რჩევით მოვიდა "ზენიტშიო".

რუსეთი სპეციფიკური ქვეყანაა, სადაც მწვრთნელებიც სხვანაირად უწევენ ანგარიშს კლუბის პრეზიდენტებს. ყველა ლუის ვან გაალი ვერ იქნება, რომელიც ცხვირს არ აყოფინებდა თავის საქმეში ული ჰიონესსა და კალე რუმენიგეს. სპალეტი კი სულ სხვა კაცი ჩანს, ცდილობს, იქაური ქუდი დაიხუროს, სადაც არის.

პრეზიდენტის რჩევით ფეხბურთელის აყვანა, ცოტა არ იყოს, მაზალო რამეა. წესით, პირიქით უნდა ხდებოდეს, მწვრთნელი უნდა ურჩევდეს პრეზიდენტს, ეს ფეხბურთელი ავიყვანოთო. მაგრამ ეს რუსეთია, სადაც თავიანთი წესები აქვთ.

ყენიას ზენიტურმა პერიპეტიებმა მისი ყოფილი თანაგუნდელის, ლევან კობიაშვილის ძველი ამბავი გამახსენა. კობიაშვილი ვლადიკავკაზის "ალანიას" ფეხბურთელი რომ იყო, მაცდური წინადადებები ჰქონდა რაგინდარა რუსული კლუბებიდან, მაგრამ როცა მის ტრანსფერზე მიდგა საქმე, ტრავმა მიიღო.

კობი ასეთიც უნდოდათ მაძღარ რუსულ გუნდებს, მაგრამ ჩვენებური "ალანიადან" მეორე ბუნდესლიგის "ფრაიბურგში" გადავიდა. ანუ ნაბიჯი უკან გადადგა, რათა მერე რამდენიმე ნაბიჯი გადაედგა წინ.

არ ვიცი, ჰკითხა თუ არა რჩევა ყენიამ კობიაშვილს, მაგრამ რომ ეკითხა, გამოცდილი კაცისგან ცუდ რჩევას ნამდვილად არ მიიღებდა. კობიაშვილმა ამასწინდელ ინტერვიუში გვითხრა კიდეც, "ჰერტას" დირექტორმა ჩემს თვალწინ შესთავაზა ყენიას ბერლინურ კლუბში გადმოსვლაო...

"ჰერტა" ერთია, მაგრამ "ზენიტი" სულ სხვაა. ყენიას ტრანსფერიც გაჯანჯლდა.

ნაბიჯი უკან - გადაწყვეტილების მიღების ხელოვნება თურმე ასეთ სტრატეგიასაც გულისხმობს. შოთა არველაძემ ბოლო რეინჯერსული სეზონი რომ ითამაშა, აიბროქსელთა დამრიგებელ ალექს მაკლიშს ის თითქმის ჩამოწერილი ფეხბურთელი ეგონა მუხლის ქრონიკული ტრავმის გამო.

შოთა "რეინჯერსიდან" "ალკმაარში" გადავიდა. ეს ორი კლუბი, თავიანთი ისტორიით, მნიშვნელობითა და ფილოსოფიით ერთმანეთთან ვერ მივა, მაგრამ გადაწყვეტილებამ გაამართლა - ტყუპისცალი "ალკმაარის" ლიდერი გახდა, გოლები ჰოლანდიაშიც შეყარა და ევროსარბიელზე მაკლიშის გაწვრთნილ შოტლანიის ნაკრებსაც გაუტანა "ჰემპდენ პარკზე"...

ყენიას ახლა, ალბათ, მთელი საქართველო გულშემატკივრობს. მას ბევრი არ უთამაშია, მაგრამ ასეც შეაყვარა თავი ქართველ ქომაგს. ნაბიჯი უკან, თუნდაც "ჰერტაში" - ვინ იცის, იქნებ ეს უკეთესი ყოფილიყო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლუჩანო სპალეტი ლევან ყენიას პირისპირ უნდა დაელაპარაკოს

ლუჩანო სპალეტი: ლევან ყენიას თამაშის ორი წლის წინანდელი ჩანაწერები ვნახე

ლუჩანო სპალეტი: ლევან ყენია ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ...

ლევან ყენია: ტრავმა უკვალოდ გაქრა და მიხარია, რომ "ზენიტში" ვარ!

რუსები ლევან ყენიაზე - სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" სასირცხვილო არაფერი აქვს

• chala

და რატო გეცოდებათ ყენია რუსეთის პირველობისთვის? სუსტი პირველობა აქთ ხო? ააა მივხდი ხელფასს ვერ გადაუხდიან :))))))))))))- არ გახადეთ ეს ყენია ზიდანი და მესი ერთად. გააგიჟეს ეგ ბიჭი ვაი ჟურნალისტებმა და ვაი ფეხბურთის მცოდნეებმა- კი კი ეგრეა

• dato-dato

მეცოდება ყენია რუსეთის ჩემპიონატისათვის

• ilia

ფეხბურთი რუსეთში ქართველების მიმართ ავადმყოფურად პოლიტიზირებულია

• Walkabout

მე ავტორისგან განსხვავებით მიმაჩნია რომ სწორედ ზენიტია ნაბიჯი უკან და ჰერტა ნაბიჯი წინ... ყველა რუსული, უკრაინული და პოსტსაბჭოთა გუნდი ქართველი ფეხბურთელებისთვის იქნება ნაბიჯი უკან, რა გარემოებებშიც არ უნდა ხდებოდეს ეს ტრანსფერი... კობიაშვილის თავის დროზე ფრაიბურგში ტრანსფერიც იყო სწორედ ნაბიჯი წინ და არა უკან, როგორც მიაჩნია ავტორს...

• Burton

კარგი სტატიაა! ლევან, წადი ჰერტაში, ნუ დაიღუპავ რუსეთში თავს!

ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სპორტინგთან" მატჩში?

[VIDEO] კვარაცხელიას ბრწყინვალე გოლმა პსჟ "სპორტინგთან" მარცხისგან ვერ იხსნა

ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის

ოფიციალურად: ტერ შტეგენი კარიერას "ჟირონაში" განაგრძობს

შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს

ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება

„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა

[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში

მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა

ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება

ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია

შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა

"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება

ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა

რაფინია დაბრუნდა, ტორესმა ლაზარეთში გადაინაცვლა - "ბარსელონამ" ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა

მხოლოდ ნახევარი სეზონი გუნდში? - "უდინეზემ" გოგლიჩიძე ტრანსფერზე დააყენა

"არ მომწონს, როდესაც ჩვენი ფანები გვისტვენენ" - ვან დეიკი "ლივერპულის" ქომაგების საქციელზე

ძმის გარდაცვალების გამო კარიერა დაასრულა - კევინ კამპლი ფეხბურთიდან წავიდა

პსჟ ლის გარეშე რჩება? - სამხრეთ კორეელის ესპანეთში დაბრუნების ალბათობა საკმაოდ მაღალია

აფრიკის თასის დასრულების შემდეგ FIFA-მ 2026 წლის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა - შეიცვალა თუ არა საქართველოს ნაკრების მდგომარეობა

ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ქართული დუელით და მატჩები სამ დროს