გალისიელებმა მოძმე პორტუგალიელებისგან იჯარით აიყვანეს 21 წლის ცენტრალური მცველი როდერიკ მირანდა და 20 წლის ფორვარდი ნელსონ ოლივეირა

ლა ლიგაში დაბრუნებული ლა კორუნიის "დეპორტივო" ორი პორტუგალიელი ფეხბურთელით გაძლიერდა - გალისიელებმა მოძმე პორტუგალიელებისგან (კერძოდ კი, "ბენფიკადან") იჯარით აიყვანეს 21 წლის ცენტრალური მცველი როდერიკ მირანდა და 20 წლის ფორვარდი ნელსონ ოლივეირა.

უკანასკნელი, ალბათ, გეცნოთ, მან ახლახან ევრო 2012-ზე ითამაშა - გერმანიის ნაკრებთან მატჩში 20 წუთი იყო მოედანზე.

ორივე ფეხბურთელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და ისინი "რიასორზე" წარადგინეს. როდერიკ მირანდამ გასული სეზონი შვეიცარიულ "სერვეტში" გაატარა იჯარით.

ჩაიშალა

კატალონიის ფეხბურთის ფედერაციამ ვერაფრით მოაბა თავი კატალონიის სუპერთასის გამართვას. ჯერ "ბარსელონამ" უგანა ამ ტურნირს და ახლა "ესპანიოლმა".

ბოლოს სუპერთასის გამართვის თარიღად 26 სექტემბერი დაასახელეს, მაგრამ "ესპანიოლის" წარმომადგენლებმა უარი თქვეს. გადაწყდა, რომ წლეულს კატალონიის სუპერთასი აღარ გაიმართება.

ბოლო დღეებში ლა ლიგაში განხორციელებული ტრანსფერები

31 ივლ როდერიკ მირანდა (პორ) ბენფიკა დეპორტივო იჯარა

31 ივლ ნელსონ ოლივეირა (პორ) ბენფიკა დეპორტივო იჯარა

31 ივლ აპონიო მალაგა სარაგოსა 0,5 მლნ. ევრო

1 აგვ ხავი ტორესი მალაგა ხეტაფე 0,9 მლნ. ევრო

1 აგვ ედუარდო სალვიო (არგ) ატლეტიკო ბენფიკა 10 მლნ. ევრო

1 აგვ ხოსება ლორენტე სოსიედადი ოსასუნა იჯარა

1 აგვ ლუკას პორკარი ვილიარეალი II სარაგოსა თავ. აგენტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა