ვაჟთა შორის მრავალჭიდში, როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, იაპონელმა კოჰი უშიმურამ გაიმარჯვა
ვაჟთა შორის მრავალჭიდში, როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, იაპონელმა კოჰი უშიმურამ გაიმარჯვა. მან ჯამში 92,690 ქულა დააგროვა და ქულანახევრით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ გერმანელ მარსელ ნგუიენს, რომელსაც პრიზიორთა შორის არავინ ელოდა.

კვალიფიკაციის შემდეგ ნათელი გახდა, რომ იაპონელთა ჯილას კონკურენციას ამერიკელები დანიელ ლეივა და ჯონ ოროსკო გაუწევდნენ. პირველი შესარჩევ ეტაპზე 91,265 ქულით საუკეთესო იყო, მეორე კი მეოთხე ადგილს დასჯერდა. ცხადი იყო, რომ მედლისთვის იბრძოლებდა რუსი დავიდ ბელიავსკი და გერმანელი ფაბიენ ჰამბუჰენი, რომელიც კვალიფიკაციაში მესამე გახლდათ.

როგორც ყოველთვის, პროგნოზებმა ნაწილობრივ გაამართლა. უშიმურამ ასპარეზობა ტაიჭით დაიწყო - იმ იარაღით, რომლითაც გუნდური ასპარეზობა დაასრულა და მსაჯების მიერ შეცვლილი გადაწყვეტილების გამო დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია (მაშინ იაპონიის ნაკრებს დაკარგული ვერცხლი დაუბრუნეს). ამჯერად უშიმურას უხეში შეცდომა არ დაუშვია და ინდივიდუალურ მრავალჭიდში თავიდანვე დაწინაურდა.

უშიმურას კვალდაკვალ მიჰყვა მისი თანამემამულე კაზუჰიტო ტანაკა, რომელიც თითქმის ბოლომდე ინარჩუნებდა მეორე ადგილს, მაგრამ ღერძზე ვარჯიშისას თავი ვეღარ შეიმაგრა და იარაღიდან ჩამოვარდა. შედეგად ტანაკა 89,407 ქულით მე-6 ადგილს დასჯერდა.

ბოლოს უშიმურამ თავისუფალი ვარჯიში შეასრულა და 15,100 ქულა დაიმსახურა, რითაც ნათელი გახდა, რომ მდევრებისთვის მიუწვდომელი შეიქნა.

ვერცხლის მედლის მოპოვების შანსი ამერიკელ დანიელ ლეივას გაუჩნდა. ღერძზე შესანიშნავად იასპარეზა, 15,166 ქულა მიიღო. თუმცა სრულიად მოულოდნელად, ბოლო მომენტში სტაბილურად მოასპარეზე გერმანელმა მარსელ ნგუიენმა გაუსწრო. ამერიკელს 90,698 ქულა დაუგროვდა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. გერმანელმა 91,031 ქულა დააგროვა და ვერცხლი ირგუნა.

კაცები

მრავალჭიდი

ინდივიდუალური

1. კოჰეი უჩიმურა (იაპ) 92.690

2. მარსელ ნგიენი (გერ) 91.031

3. დანელ ლეივა (აშშ) 90.698

4. მიკოლა კუკსენკოვი (უკრ) 90.432

5. დავიდ ბელიავსკი (რუს) 90.297

6. კაზუჰიტო ტანაკა (იაპ) 89.407

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
უეფას სამართალი - "რეალთან" მატჩის წინ პრესტიანი და შესაბამისად "ბენფიკაც" დასაჯეს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა