ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლომერ ჟორჟოლიანი უხერხულ მეტოქეებში

ლომერ ჟორჟოლიანი უხერხულ მეტოქეებში

2 აგვისტოს ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველთაგან მედლისთვის მხოლოდ ძიუდოისტი ლომერ ჟორჟოლიანი იბრძოლებს
იმედია, ღმერთი არ გამწირავსო, ლონდონში წასვლის წინ ამ სიტყვებით დაასრულა ჩემთან საუბარი ლომერ ჟორჟოლიანმა.

ღმერთმა მართლაც ნუ გასწიროს, მაგრამ ოლიმპიადაზე წილისყრამ დიდად არ გაუმართლა. პირველ წრეში შედარებით სუსტი მეტოქე კი ჰყავს - რუმინელი დანიელ ბრატა, ვისაც პეკინის ოლიმპიადაზეც მოუგო, მაგრამ მეორე წრეში სავარაუდო მეტოქედ ყაზახი მსოფლიოს ექს-ჩემპიონი მაქსიმ რაკოვი ელოდება, ვისთანაც უარყოფითი ბალანსი აქვს.

ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობთ, ყაზახს მანამდე აზერბაიჯანელ მსოფლიოს პრიზიორ ელმარ გასიმოვის დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს.

ჟორჟოლიანი რაკოვს კარიერაში ორჯერ შეხვდა, ორივეჯერ წლეულს და ორივე წააგო - ალმატიში მასტერსზე და დიუსელდორფში "დიდ პრიზზე".

ნებისმიერ ტურნირზე მთავარი რომ იმ კონკრეტული შეჯიბრებისთვის მომზადებაა და არა რეიტინგი ან სტატისტიკა, ეს ლონდონში ლაშა შავდათუაშვილმაც (100) დაამტკიცა, მაგრამ ჟორჟოლიანისთვის მსგავსი მონაცემები მნიშვნელოვანია, რადგან განწყობის ფალავანია. თვითონვე თქვა, ამ წონაში თითქმის ყველა ლიდერთან მომიგია და ასევე თითქმის ყველასთან წამიგიაო და მართალიცაა.

ხშირად მომხდარა ხოლმე (თუნდაც მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზე), როცა შეჯიბრება ძლიერად დაუწყია და ისეთები გაუკრავს ბეჭებზე, გვეგონა, მისი შემჩერებელი არავინ იქნებოდა, მაგრამ მერე მოულოდნელად შედარებით სუსტთან წაუგია.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეს ისიც ართულებს, რომ წილისყრა 19 ივლისს ჩატარდა და ჟორჟოლიანმა მას შემდეგ იცის თავისი მძიმე ხვედრის შესახებ, ანუ მთელი ეს დღეები დაძაბულია.

წილისყრა კი მართლაც ძლიერი შეხვდა და განგებამ მის ჯგუფში კიდევ რამდენიმე სოლიდური ფალავანი მოახვედრა - კორეელი მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ჰე-ტაე ჰვანგი და ბოსნიელი ევროპის ჩემპიონი ამელ მეკიჩი, ვისთანაც შარშან ევროპის ჩემპიონატის ფინალი წააგო. ეს წონა თანაბრადაა დაბალანსებული - აქ ლიდერთა საკმაოდ დიდი ჯგუფია და არა თითო-ოროლა ათლეტი, რომლებიც ყველა ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. ყველგანაა 2-3 ასეთი გამორჩეული მოჭიდავე, მაგრამ ჟორჟოლიანთან მაინცდამაინც მისთვის ყველაზე უხერხულები მოხვდნენ.

აქ არ ვგულისხმობთ ბოსნიელს, რომელსაც რევანში შარშანვე აუღო მსოფლიოს პირველობაზე, მაგრამ რაკოვის მსგავსად, კორეელთანაც ყველა ბრძოლა წაუგია - სამიდან სამივე, რაც მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლაა მისთვის! ამ წონაში სულ 3-4 ძიუდოისტია, ვისთანაც ჩვენებურს მკვეთრად უარყოფითი ბალანსი აქვს, ანუ 2-ზე მეტი შეხვედრა წაუგია და არცერთი მოგება არ აქვს, მათ შორის კი, ეს აზიელებიც არიან.

ჰვანგი ძიუდოს ქართველ ქომაგს ისედაც არ გვახსოვს კარგად - 2003 წელს ოსაკაში გამართული პლანეტის პირველობის ფინალში ზურაბ ზვიადაური დაგვიმარცხა, როცა ჩვენებურმა იჩქარა და მოგებული შეხვედრა დათმო. მას შემდეგ ჰვანგმა 100-ში გადაინაცვლა და ისეთივე წარმატება ვეღარ გაიმეორა, მაგრამ წონის ლიდერებში კი მყარად დამკვიდრდა.

ჟორჟოლიანს უჭირს მის სტილთან შეგუება, რასაც კორეელის პროვოკაციული ჭიდაობაც ემატება - თუ დასჭირდა, არც უხეშობას ერიდება. ოღონდ ჰვანგი და მეკიჩი პირველ წრეში ერთმანეთს ხვდებიან და ჩვენებურს მათგან ერთ-ერთი ნამდვილად ასცდება. მათ შორის გამარჯვებულთან შეხვედრამდე კი რაკოვის პრობლემაა მოსაგვარებელი...

მეხუთე კაცი

ჟორჟოლიანი თვითონაც ჯერ მხოლოდ 24 წლისაა, მაგრამ ძიუდოისტთა ახალგაზრდულ გუნდში ყველაზე სტაჟიანი და გამოცდილია - მხოლოდ მას უჭიდავია ოლიმპიადაზე.

პეკინში მან პირველ წრეში იმხანად მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, ბრიტანელი პეტერ გუსინსი დაამარცხა, მერე კი აზერბაიჯანელთა მომავალ ოლიმპიურ პრიზიორ მოვლუდ მირალიევთან წააგო. დამამშვიდებელში სამი მოგების შემდეგ (ბრატასაც იქ აჯობა) ბრინჯაოსთვის ორთაბრძოლა ჰოლანდიელ ევროპის ჩემპიონთან, მსოფლიოს ორგზის ვერცხლისმედალოსანსა და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ ჰენკ ხროლთან დათმო (ამას შარშან პარიზში მსოფლიოზე დამაჯერებლად აუღო რევანში) და მეხუთეზე დარჩა.

ეს მისთვის უცხო არ იყო, რადგან იმ წლებში "სტაბილურ მეხუთედ" იქცა - ოლიმპიადამდე დამამშვიდებლის ფინალები წააგო ევროპის ჩემპიონატზე (2007 წელს ბელგრადში - ებრაელ ევროპის ორგზის გამარჯვებულთან, მსოფლიოს ვერცხლისა და ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსან არიელ ზეევთან) და მსოფლიოს პირველობაზე (ისევ 2007-ში რიო დე ჟანეიროში - კუბელ მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოსან ორეიდის დესპაინესთან).

2007 წელსვე უკავშირდება მისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვებაც - თბილისის მსოფლიოს თასის ფინალში იაპონელთა მომავალი მსოფლიოს ჩემპიონი ტაკამასა ანაი ბრწყინვალედ დააიპონა და ფრიად პერსპექტიული ახალგაზრდის მითი რეალობად აქცია.

მზადება ოლიმპიადისთვის

სამწუხაროდ, ჟორჟოლიანი ამ ოლიმპიადას მთლად ჯანმრთელად ვერ შეხვდა.

"ბოლო შეკრებაზე გავცივდი. კიდევ კარგი, ფილტვების ანთებას გადავურჩი, მაგრამ მთელი კვირა გამიცდა ვარჯიში. ის განვაახლე და მერე ფეხის ფრჩხილი ვიტკინე. ახლა ამის გამო ვერ ვვარჯიშობდი.

არადა, წინა მოსამზადებელი ეტაპები კარგად გავიარე და კარგ ფორმაშიც ვიყავი. ცუდად არც ახლა ვარ მომზადებული, მაგრამ ფაქტია - პრობლემები მქონდა", - ამბობს სპორტსმენი.

ტრავმების მიუხედავად, მისი მდგომარეობა ნაკრების მწვრთნელმა გიორგი ვაზაგაშვილმა დამაკმაყოფილებლად მიიჩნია და აღნიშნა, რომ ეს ტრავმა მზადებაში ხელს არ შეუშლიდა. აი, რა გვითხრა მან ლონდონში წასვლამდე:

"წინ კიდევ რამდენიმე დღეა და ვიდრე ჭიდაობა მოუწევს, ეს თითიც მოურჩება. ცხადია, ტრავმა სასურველი არაა, მაგრამ ახლანდელი იქნებ წაადგეს კიდეც - ის ბოლო ეტაპზე მიიღო, ამ დროს კი სპორტსმენები ისვენებენ, იმდენად არ იტვირთებიან.

მას დასვენება ისედაც სჭირდებოდა და ეს გაცდენილი დღეებიც ამაში ჩაეთვლებოდა. აქვე განვმარტავ, რომ მთელი დატვირთვით ვერ ვარჯიშობდა, თორემ წვრთნა არ შეუწყვეტია, სპეციალურ ვარჯიშებს ასრულებდა. როგორც გუნდის სხვა წევრები, ისიც მზადაა ოლიმპიადისთვის".

ჟორჟოლიანი ერთ-ერთი ყველაზე გვიან შევიდა ოლიმპიურ გუნდში. ლიცენზია კი გაინაღდა ადრევე, მაგრამ დაყოვნების მიზეზი შიდა კონკურენცია იყო, სადაც უძლიერესი კონკურენტი ჰყავდა - მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე. მათი დაუსწრებელი მეტოქეობა დიდხანს გაგრძელდა, რაც ლომერისთვის ფსიქოლოგიურად იოლი არ იყო, მაგრამ ამას მათ პირად ურთიერთობაზე არ უმოქმედია.

აწ უკვე ორგზის ოლიმპიელი ამბობს, რომ ის და ცირეკიძე მეგობრები არიან.

"ჩემს წონაში არაა ისეთი გამოკვეთილი ლიდერი, როგორიც, მაგალითად, თავის წონაში რინერია. აქ დაახლოებით 8-10 მოჭიდავეა, რომლებსაც თანაბრად შეუძლიათ ჩემპიონობა. ნებისმიერთან მიჭიდავია, თითქმის ყველასთან მომიგია და ასევე თითქმის ყველასთან წამიგია.

თუმცა დაუმარცხებელი არავინაა, ოლიმპიადაზე კი სუსტი მეტოქე არ არსებობს - იქ ყველა შეხვედრა საბრძოლველია და ყველასთან უნდა იბრძოლო", - გვითხრა ჟორჟოლიანმა.

დოსიე

ლომერ ჟორჟოლიანი: ძიუდო (100).

დაიბადა: 1988 წლის 20 იანვარს.

საქართველოს ჩემპიონი (2010); ევროპის ორგზის ვერცხლისმედალოსანი (2011; 2012); საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული და მედალოსანი.

პირველი მწვრთნელი: თენგიზ ნავერიანი; მწვრთნელი: გურამ მოდებაძე.

ჰობი: ნადირობა.

II ოლიმპიადა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• GGG

რაღაც ძაან მალე იღლებიან ჩვენი მოჭიდავეები და ~ჟილკაც~ აკლიათ. ასეთი შთაბეჭდილება რჩება, იმედია დღეს გაგვახარებს.

• tazo

თავიდანვე მანდრაჟი?ასე ვერავინ მოიგებს,სადაა ქართული სული,რა დაემართად ამ ხალხს,ყველამ გადამწყვეტ მომენტში როგორ უნდა ჩაისვაროს?თან ყველა ტრავმირებული და გადაღლილი როგორაა?მინისტრიდან დაწყებული ყველას პასუხი უნდა აგებინო,ამით ხალხს დაცინიან და გულს უხეთქავენ!

• kukuri

ნეტა თედიაშვილისთვის თუ იყო ვინმე უხერხული ან ძლიერი მეტოქე ამათ კიდევ დასაწყისში აქვთ ყურები ჩამოყრილი მიდი მიცხე შე ჩემის თვრამეტიანო

ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა