საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ბოლო წლების ლიდერი "კლერმონი" 3 აგვისტოს სტუმრად საკონტროლო მატჩს "ლიონთან" გამართავს
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ბოლო წლების ლიდერი, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" 3 აგვისტოს სტუმრად საკონტროლო მატჩს გამართავს გურამ კავთიძის "ლიონთან".

"ვულკანებისთვის" ეს პირველი თამაში იქნება ჩემპიონატისთვის მიმდინარე მზადების პერიოდში. გუნდის ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა იმ 29 მორაგბის სია გააცხადა, რომლებიც ლიონში საასპარეზოდ გაემგზავრებიან.

მათ შორის ვერ მოხვდა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი. კოტერმა თან იახლა ხუთი ისეთი მორაგბე, რომლებიც ესპუართა გუნდიდან არიან.

"ლიონთან" მატჩში, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი. ჯერჯერობით უცნობია, რა შემადგენლობას დაახვედრებენ მეტოქეს ლიონელები.

შეგახსენებთ, რომ "ლიონი", რომელიც წლეულს ელიტური პირველი დივიზიონიდან მეორეში დაქვეითდა, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მეორეხაზელებით გაძლიერდა. ესენია: ლიონელ ნალე და სებასტიან შაბალი.

კლერმონი

შერკინება: ჟულიენ ბონერი, დამიენ შული, ჯიმი კუდმორი, ვენსან დებატი, ნათან ჰინესი, ლუკ ჟაკე, ბენიამინ კაისერი, დანეილ კუცია, ჯონი ლორდლეტი, ტიი პაოლო, ჟულიენ პიერი, არტურ რულინი, ელვის ვერმულენი, დავით ზირაქაშვილი.

უკანა ხაზი: მარკ ბენეტი, ჟან-მარსელ ბუტინი, ჟულიენ ფარნო, ენტონი ფლოში, ბრუკ ჯეიმზი, რეგან კინგი, კონორ მაკკენი, ჟულიენ მალზიო, ნოა ნაკატაჩი, მორგან პარა, ლუდოვიკ რადოსლავოვიჩი, ორელიან რუჟერი, სიტივენი სივივატუ, დავიდ სკრელა, გევენ ვილიამსი.

ლიონთან "ვიტო" არ იქნება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა