ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ნანა ძაგნიძემ ფიდეს რეიტინგში მაჩვენებლები შეინარჩუნა

ნანა ძაგნიძემ ფიდეს რეიტინგში მაჩვენებლები შეინარჩუნა

ფიდეს გადაწყვეტილებით, პირველი ივლისიდან მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა მაჩვენებლები ყოველთვიურად ეუწყებათ ქომაგებს
უწინ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგლისტებს ორ თვეში ერთხელ აქვეყნებდა. ფიდეს გადაწყვეტილებით, პირველი ივლისიდან მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა მაჩვენებლები ყოველთვიურად ეუწყებათ ქომაგებს.

პირველი აგვისტოსთვის მანდილოსანთა ასეულს ისევ უნგრელი იუდით პოლგარი უდგას სათავეში, ოღონდ ამ ერთი თვის განმავლობაში მან 9 პუნქტი დაკარგა. ამჟამად მისი მაჩვენებელია 2698 პუნქტი.

მეორე ადგილს სლოვენიელი ანა მუზიჩუკი (2606) ინარჩუნებს. მესამე ადგილზეა ჩინელი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი (2603). ათეულში მომდევნო ადგილებზე მოდიან: ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2593), ჟაო სიუ (ჩინეთი, 2549), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2547), კატერინა ლაგნო (უკრაინა, 2542), ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2530), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2528), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2524).

ქალთა პირველ ასეულში, ძაგნიძის გარდა, კიდევ 10 წარმომადგენელი გვყავს. ესენი არიან: 14. ბელა ხოტენაშვილი (2509), 2. ლელა ჯავახიშვილი (2458), 39. ნინო ხურციძე (2444), 45. ნინო ბაციაშვილი (2432), 53. სოფიკო გურამიშვილი (2418), 65. სალომე მელია (2403), 68. სოფიკო ხუხაშვილი (2396), 70. ნაზი პაიკიძე (2394), 81. მერი არაბიძე (2379), 94. მაია ლომინეიშვილი (2363).

ერთი თვის განმავლობაში ქართველ ქალთაგან საკუთარი მაჩვენებლები შეინარჩუნა ნანა ძაგნიძემ.

ხოტენაშვილმა მონაგარი 4 პუნქტით გაიმდიდრა და ორი ადგილით დაწინაურდა და ახლა საუკეთესო ათეულამდე ოთხი ადგილიღა აშორებს. 18 პუნქტი მოიმატა გურამიშვილმა და 13 საფეხურით წინ წაიწია.

ვაჟთა რეიტინგს სათავეში უწინდებურად ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი უდგას სათავეში 2837 პუნქტით. აქვე გვინდა შევნიშნოთ, რომ ბილის საერთაშორისო ტურნირში მოთამაშე კარლსენს Live-რეიტინგით 2846 პუნქტი აქვს და ბოლო ორ ტურში ჰოლანდიელი ანიშ გირისა და ფრანგი ეტიენ ბაკროს დამარცხებით გარი კასპაროვის სარეკორდო რეიტინგს (2851) მოხსნიდა. ამჯერად ნორვეგიელი ამას ვერ მოახერხებს, რადგან გუშინ იგი ანიშ გირის დაუზავდა და შანსი ხელიდან გაუშვა.

ფიდეს მიერ გამოქვეყნებული რეიტინგლისტის მიხედვით, კარლსენს 16 პუნქტით ჩამორჩება მეორე ადგილზე მყოფი ლევონ არონიანი (სომხეთი, 2821). ათეულში მომდევნო ადგილებზე არიან: ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2797), თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2788), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2785), მსოფლიოს ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2780), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2778), ფაბიანო კარუანა (იტალია, 2773), ალექსანდრ მოროზევიჩი (რუსეთი, 2770), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა, 2769).

ქართველთაგან პირველ ასეულში ისევ ორი დიდოსტატია - ბაადურ ჯობავას 2730 პუნქტით 21-ე ადგილი უკავია, მიხეილ მჭედლიშვილმა 2659 პუნქტით 91-ე ადგილზე გადაინაცვლა.

20-წლამდელ გოგონათა ასეულს ჰოუ იფანი მეწინავეობს. 2394 პუნქტით ნაზი პაიკიძე მეხუთეა, მერი არაბიძეს მე-8 ადგილი (2379) უკავია. აქ კიდევ ორი წარმომადგენელი გვყავს: 22. ქეთი წაწალაშვილი (2279), 27. მარიამ დანელია (2252).

20-წლიან ვაჟებში საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს - საუკეთესო ასეულში ქართველთა გვარს ვერ ამოიკითხავთ.

საპრიზო ადგილების შანსს ინარჩუნებენ

ვაშინგტონში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირის ბოლო ორ ტურში ლიდერებმა მონაგარს თითო ქულა შესძინეს: გატა კამსკი (აშშ) სერგეი აზაროვსა (ბელარუსი) და თანამემამულე ალექსანდრ შაბალოვს დაუზავდა, ხოლო ალექსანდრ ონიშჩუკმა თამაზ გელაშვილთან (საქართველო) და ტიმურ გარეევთან (უზბეკეთი) გაიყო ქულა. ამ უკანასკნელმა მე-7 ტურში ტომაშ ბარტელს (აშშ) აჯობა და, კამსკისა და ონიშჩუკის მსგავსად, 6 ქულას მოუყარა თავი. 7 მოჭადრაკეს 5,5 ქულა აქვს.

მათ შორის არიან თამაზ გელაშვილი და მიხეილ კეკელიძე. გელაშვილმა, ონიშჩუკის გარდა, აზაროვთანაც ზავს მოაწერა ხელი. კეკელიძემ კი ზედიზედ ორი გამარჯვება მიითვალა, შესაბამისად, იან ტომსონთან (ინგლისი) და კევინ ვანგთან (აშშ).

საპრიზო ადგილების ბედს ბოლო ტურის პარტიები გადაწყვეტს. აქ კი მეწინავეთაგან ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: გატა კამსკი - ჯოელ ბენჯამინი, ალექსანდრ ონიშჩუკი - სერგეი აზაროვი, თამაზ გელაშვილი - ტიმურ გარეევი, მიხეილ კეკელიძე - ალექსანდრ შაბალოვი, ადამ ჰუნთი - ჯოშუა ფრიედელი.

ვაშინგტონის ტურნირის მსვლელობისას მოჭადრაკეებმა ბლიცშიც მოსინჯეს ძალები. 10-10 ქულით პირველ-მეორე ადგილები გატა კამსკიმ და თამაზ გელაშვილმა გაინაწილეს. ორივეს 400-400 დოლარი ერგო. 9 ქულით მესამე ადგილი (200 დოლარი) ტიმურ გარეევს ხვდა. მიხეილ კეკელიძემ 8 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა.

კოეფიციენტით მეხუთე ადგილი ერგო

1 აგვისტოს ბერძნულ კავალაში დამთავრდა მოჭადრაკეთა 21-ე საერთაშორისო ფესტივალი. მთავარ ტურნირში საქართველოს 4 წარმომადგენელი მონაწილეობდა. ბოლო ტურში ლიდერთა 4 პარტია ყაიმით დასრულდა.

შოთა აზალაძე ერთპიროვნულ ლიდერ აბჯით გუფთას (ინდოეთი) დაუზავდა. ასევე, მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს ალესიო ვალსეჩი (იტალია) - ჯაიარამ აშვინი (ინდოეთი), იოანის პაპაიოანუ (საბერძნეთი) - მარინ ბოსიოჩიჩი (ხორვატია), ალოიზიუ იანკოვიჩი (ხორვატია) - სურია განგული (ინდოეთი).

ბრანკო დამლანოვიჩმა (სერბეთი) სერგეი ვოლკოვი (რუსეთი) დაამარცხა, ხოლო სეთურამანმა (ინდოეთი) დავით მაღალაშვილს (საქართველო) აჯობა. საქართველოს ექს-ჩემპიონმა თორნიკე სანიკიძემ სოტირიოს მალიკენზოსს (საბერძნეთი) მოუგო, ხოლო სალომე ხაჟომია პოლონელ დიდოსტატ იოლანტა ზავადსკას დანებდა.

ცხრა შესაძლებლიდან 7,5 ქულით პირველი ადგილი გუფთამ დაიკავა. ექვსი მოჭადრაკე მას თითო ქულით ჩამორჩა, მათ შორის - აზალაძე, რომელსაც კოეფიციენტით მე-5 ადგილი ერგო.

6 ქულით სანიკიძე მე-11 ადგილზე გავიდა. 22. მაღალაშვილი (5). 48. ხაჟომია (4 ქულა). სალომემ ქალებში ზავადსკას, სტოიანოვიჩისა და ეკატერინი ფახირიდუს (საბერძნეთი) შემდეგ მე-4 ადგილი დაიკავა.

20-წლიანები საათებს დღეს ჩართავენ

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გუშინ საზეიმოდ გაიხსნა 20 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ოთხი წარმომადგენელი იასპარეზებს: მერი არაბიძე, ნანი უნაფქოშვილი, შალვა ნადირაშვილი, დიმიტრი კვარაცხელია (დელეგაციის ხელმძღვანელია დიდოსტატი ლაშა ჯანჯღავა).

გოგონებში რეიტინგფავორიტია სანკტპეტერბურგელი ანასტასია ბოდნარუკი (2407), მეორე ადგილზეა ამ ასაკში პერუელი მსოფლიოს ჩემპიონი დეიზი კორი (2386), მესამე პოზიცია კი 18-წლიანებში მსოფლიოს ჩემპიონ მერი არაბიძეს უკავია, ნანი უნაფქოშვილი 48-ეა.

ვაჟებში შალვა ნადირაშვილი და დიმიტრი კვარაცხელია, შესაბამისად, მე-100 და 112-ე ადგილებზე იმყოფებიან. პირველ-მესამე ადგილებს აქ ჩინელები - ლირენ დინი (2695), იანი იუ (2629) და უკრაინელი იაროსლავ ჟერებუხი (2629) ინაწილებენ.

20-წლიანთა მსოფლიოს ჩემპიონატი გოგონათა და ვაჟთა შორის შვეიცარიული სისტემით 13 ტურად გაიმართება. პირველი ტურის პარტიები 2 აგვისტოს გათამაშდება. 9 აგვისტო დასვენების დღეა.

გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ საქართველოდან 20-წლიანთა მსოფლიოს პირველობა მოგებული აქვთ ქეთევან არახამიას (1985 წელს), ქეთევან კახიანს (1989, 1990), ნინო ხურციძესა (1993, 1995) და ნანა ძაგნიძეს (2003).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• sano

აი ეს სულ სხვა საქმეა,მადლობა

• sano

იქნებ შეასწოროთ მე-14 და მე-18 ადგილებს შორის განსახვავებაა 1 Polgar, Judit g HUN 2698 12 1976 2 Muzychuk, Anna g SLO 2606 0 1990 3 Hou, Yifan g CHN 2599 23 1994 4 Koneru, Humpy g IND 2593 11 1987 5 Zhao, Xue g CHN 2549 22 1985 6 Dzagnidze, Nana g GEO 2547 0 1987 7 Lahno, Kateryna g UKR 2542 11 1989 8 Kosintseva, Tatiana g RUS 2530 0 1986 9 Ju, Wenjun wg CHN 2528 22 1991 10 Kosintseva, Nadezhda g RUS 2524 11 1985 11 Sebag, Marie g FRA 2521 0 1986 12 Cmilyte, Viktorija g LTU 2520 13 1983 13 Zatonskih, Anna m USA 2512 0 1978 14 Khotenashvili, Bela m GEO 2509 16 1988 15 Gunina, Valentina m RUS 2507 18 1989 16 Cramling, Pia g SWE 2503 16 1963 17 Harika, Dronavalli g IND 2503 13 1991 18 Stefanova, Antoaneta g BUL 2502 18 1979 19 Ruan, Lufei wg CHN 2492 11 1987 20 Zhu, Chen g QAT 2491 0 1976

"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას

საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს

ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა

შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"

საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა

მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა

2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა

მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა

საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს

ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა

[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"

ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს

[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე

"თოფურია ყალბია. ის ქართველიც კი არ არის, გერმანიაში დაიბადა და გერმანელია" - პიმბლეტმა Marca-ს ეთერიდან თოფურია გამოიწვია

[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას

"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს

ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს

"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა

გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა

ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს