გადაწყვეტილი ამბავია, რომ სერჯო ფლოკარი "ლაციოს" დატოვებს და კარიერას რომელიმე სხვა გუნდში გააგრძელებს
გადაწყვეტილი ამბავია, რომ სერჯო ფლოკარი "ლაციოს" დატოვებს და კარიერას რომელიმე სხვა გუნდში გააგრძელებს. დაინიშნა თუ არა "ბიანკოჩელესტეს" მთავარ მწვრთნელად ვლადიმირ პეტკოვიჩი, პირველი, რაც გააკეთა, შავი სიის შედგენა გახლდათ, რომელშიც ფლოკარის გვარიც შევიდა.

ერთი სიტყვით, იტალიელი ფორვარდი ტრანსფერზე დააყენეს და შედეგმაც არ დააყოვნა, მისი გადაბირების სურვილი ოფიციალურად უკვე ოთხმა გუნდმა დააფიქსირა: "პარმამ", "ბოლონიამ", "ფიორენტინამ" და "უდინეზემ".

აქვე ვთქვათ, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარში ფლოკარი სწორედ "პარმაში" ასპარეზობდა იჯარის წესით და მიუხედავად იმისა, რომ ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვიტავს, მისი გამოსყიდვა ემილიელებს მაინც სურთ...

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ყველაზე მეტად უდინელები აქტიურობენ და ფეხბურთელთან საქმიანი შეხვედრის გამართვაც მოახერხეს. სერჯო კმაყოფილი დარჩენილა შეთავაზებული პირობებით და მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე მოუთხოვია.

მეორე საკითხია, მოახერხებენ თუ არა ფრიულელები რომაული გუნდის მესვეურებთან შეთანხმებას - გამომდინარე იქიდან, რომ დედაქალაქელები ფლოკარის მოშორებაზე არიან, წესით, მასში დიდი თანხა არ უნდა მოითხოვონ.

კულუარული ინფორმაციით, 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ, რომაელები 30 წლის ფორვარდს დაუფიქრებლად გაასხვისებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა