წყალში ხტომის ტურნირზე დასრულდა სინქრონული ხტომები და ერთდღიანი შესვენება გამოცხადდა
წყალში ხტომის ტურნირზე დასრულდა სინქრონული ხტომები და ერთდღიანი შესვენება გამოცხადდა.

ბოლო მედალი, რომელიც აკვატიკ-ცენტრში გათამაშდა, მამაკაცებისა იყო - 3-მეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონული ხტომები. ისევე, როგორც წინა სამ დისციპლინაში, განსაკუთრებული ბრძოლა არც აქ ყოფილა - ჩინელებმა იუტონ ლუომ და კაი კინმა თავიდანვე ერთიმეორეზე ულამაზესი ნახტომების შესრულება დაიწყეს.

ექვსი ცდიდან მხოლოდ ორში ვერ შეძლეს მათ საუკეთესო ნახტომის შემოთავაზება: მეოთხეზე მექსიკელებმა აჯობეს, მეექვსეზე - რუსებმა.

ჩინელთა მეხუთე ნახტომი ნამდვილი შედევრი იყო და იმდენად აღაფრთოვანა პუბლიკა და მსაჯები, რომ ტაბლოსკენ გახედვა საჭირო არ იყო (იქ იმ საღამოს სარეკორდო ციფრები დაიწერა - 104,88 ქულა). ცხადი გახდა, რომ ჩინელებს ვერავინ დაეწეოდა. კონკურენტებს ოქრო მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდებოდათ, თუ ლუო და კინი მეექვსე ცდაზე ტრამპლინიდან გადავარდებოდნენ, თანაც არასინქრონულად.

როგორც გითხარით, მეექვსე ცდაზე ყველაზე მაღალი შეფასება რუსებმა - კუზნეცოვმა და ზახაროვმა დაიმსახურეს, რისი წყალობითაც ამერიკას გაასწრეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს. აშშ-ს ბრინჯაოთი დაკმაყოფილება მოუწია.

წყალში ხტომაში კიდევ ოთხი მედალია გასათამაშებელი და ჩინელები პეკინის შედეგს უმიზნებენ - რვა შესაძლებლიდან რვა ოქრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა