მსოფლიოს ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული ლონდონის ოლიმპიადაზე განცდილი კრახის შემდეგ ერთი წლით დიდი სპორტიდან წასვლას აპირებს
პეკინის თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული ფედერიკა პელეგრინი ლონდონის ოლიმპიადაზე განცდილი კრახის შემდეგ ერთი წლით დიდი სპორტიდან წასვლას აპირებს. ცნობილ მოცურავეს დასვენება და ძალების მოკრება აქვს გადაწყვეტილი.

23 წლის იტალიელი ქვეყნის მოცურავეთა ნაკრების მთავარი იმედი იყო, მაგრამ თავის საყვარელ დისციპლინებში - თავისუფალი სტილით 200 და 400 მეტრ დისტანციებზე მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა.

არადა, მსოფლიოს ბოლო ორ ჩემპიონატზე პელეგრინი ზედიზედ იგებდა ოქროებს ამ სახეობებში.

"ძალიან დამწუხრებული არ ვარ, რადგან ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, - აღნიშნა პელეგრინიმ. - ჩემი მომზადება ისეთივე იყო, როგორიც წინა წლებში, მაგრამ სპორტში ასეთი რამ ხდება. იმედია, მოვახერხებ 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროში გამგზავრებას, მაგრამ შემდეგ სეზონში არ ვაპირებ სტარტებზე გასვლას. ცხადია, რომ ახლა დასვენება მესაჭიროება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა