ფარიკაობაში დასრულდა ინდივიდუალური პირველობები და 2 აგვისტოს გუნდური შეჯიბრებები დაიწყო
ფარიკაობაში დასრულდა ინდივიდუალური პირველობები და 2 აგვისტოს გუნდური შეჯიბრებები დაიწყო.

ინდივიდუალურის ბოლო ორ დისციპლინაში სერიოზული მოულოდნელობები ვიხილეთ. უფრო მეტიც, კაცებს შორის დაშნით ასპარეზობის საბოლოო შედეგს ნამდვილი სენსაცია უნდა ვუწოდოთ.

1968 წელს ფრანსისკო როდრიგესმა ვენესუელას ოლიმპიადების ისტორიაში ერთადერთი ოქროს მედალი მოუტანა. მას შემდეგ ამ ქვეყანას ზაფხულის თამაშებზე გამარჯვება არ ღირსებია და 44-წლიანი პაუზის შემდეგ ნავსი გატეხა მოფარიკავე რუბენ ლიმარდომ.

გზად ფინალამდე ლიმარდომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვესტონ კელსი დაამარცხა, ფინალში კი იქ ასევე მოულოდნელად გასულ ნორვეგიელ ბარტოშ პიასეცკის მოუგო 15:10.

ოქროს მედლის მოპოვება ჰქონდა დაგეგმილი რუსეთის ნაკრებს ქალებს შორის ხმლით ასპარეზობაში. მათი იმედები ამბიციური გვარის მქონე სოფია ველიკაიას უკავშირდებოდა, რომელიც მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია.

რუსი მოფარიკავე ფინალამდე ამართლებდა ფავორიტის სტატუსს, მაგრამ იქ კორეელ ჟიეონ კიმს ვერაფერი მოუხერხა. პირველი წარმატებული ჩხვლეტა ველიკაიას ჰქონდა, მაგრამ შემდეგ კორეელი დომინირებდა. მან ზედიზედ ხუთი ქულა აიღო და მართალია, რუსმა ერთხელ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ ეს მისი დროებითი წარმატება აღმოჩნდა. კიმი ისევ წინ გაიჭრა და 15:10 მოიგო ფინალური ორთაბრძოლა.

ასე რომ, რუსეთის ნაკრებს ფარიკაობაში საქმე მთლად კარგად არ მისდის. ამ გუნდს ექვსი მედალი ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის, ორი ოქროსი, მაგრამ ჯერჯერობით მის აქტივში მხოლოდ თითო ვერცხლი და ბრინჯაო მოდის.

2 აგვისტოს რუსებმა თავიანთი მონაგარი კიდევ ერთი მედლით შეავსეს - ვერცხლი რაპირისტთა გუნდურ ასპარეზობაში. მეტის მიღების შანსი მათ არ ჰქონდათ, რადგან აქ უკონკურენციოდ იყო იტალიის ნაკრები.

ალბათ გახსოვთ, რომ ამ დისციპლინაში ინდივიდუალურ პირველობაზე პოდიუმის სამივე საფეხური იტალიელმა ქალებმა დაიკავეს - ჩემპიონი ელისა დი ფრანჩესკა გახდა, მეორე იყო არიანა ერიგო და მესამე - ვალენტინა ვეცალი. მათ გუშინ ყველა ბრძოლა უდიდესი უპირატესობით მოიგეს და დამსახურებულად გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები.

მაჟორულ ნოტაზე ასრულებს კარიერას ლეგენდარული ვეცალი - მან რიგით მეცხრე ოლიმპიური მედალი მოიპოვა, თანაც, ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ქალები

რაპირა. გუნდური

1/8-ფინალი

ბრიტანეთი-ეგვიპტე 45:34.

1/4-ფინალი

რუსეთი-იაპონია 45:17; კორეა-აშშ 45:31; საფრანგეთი-პოლონეთი 42:31; იტალია-ბრიტანეთი 42:14.

1/2-ფინალი

იტალია-საფრანგეთი 45:22; რუსეთი-კორეა 44:32.

მე-3 ადგილისთვის

კორეა-საფრანგეთი 45:32.

ფინალი

იტალია-რუსეთი 45:31

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა