ევროპალიგა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი
ორი დარტყმა მეტოქის კარის ჩარჩოში, ხუთი გაფრთხილება და ერთი გაძევება - ასეთია გორის "დილას" სტატისტიკური მონაგარი კვიპროსულ "ანორთოსისთან" საშინაო დაპირისპირებაში.

თამაშის სურათს რაც შეეხება, ვინც მას თვალი ტრიბუნიდან ან ტელეეთერიდან მიადევნეთ, ვეჭვობთ, მატჩის პერიპეტიების გახსენების სურვილი გქონდეთ; ხოლო ვისაც შეხვედრა არ გინახავთ, საერთოდ არაფერი დაგიკარგავთ.

საქართველოს თასის მფლობელმა, მართალია, საკმაოდ სიმპათიურ, მაგრამ ევროპული საზომით საშუალო დონის მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და მას უღიმღამო თამაშის გარდა, ვერაფერი დაუპირისპირა.

საქართველოში გასული სეზონი ისეთი შფოთიანი გამოდგა, თითქოს ლოგიკურიც არის, რომ ყოველივე ამის შემდეგ ქართულმა კლუბებმა ევროასპარეზზე ვერაფრით გვასახელეს.

დანიური "ორჰუსის" დამაჯერებელმა ძლევამ "დილას" წარმატების იმედი მაინც შემოგვიტოვა, მაგრამ კვიპროსულ გუნდთან მატჩმა დაგვანახა, რომ ეს იმედი უსაფუძვლოა.

ძალიან გვინდა, ვცდებოდეთ და ერთ კვირაში საქართველოს თასის მფლობელი ისე გარდაიქმნას, რომ სტუმრად ვითარება სათავისოდ შეატრიალოს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს თითქმის შეუძლებლად მიგვაჩნია.

მინიმალური ანგარიშით მარცხი ტრაგედია არ არის, მაგრამ ვიმეორებთ, "დილას" თამაშის ხარისხი არ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს.

დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოსაზრებას გულშემატკივრებიც იზიარებენ - თამაშის დასრულებამდე საკმაო დრო იყო დარჩენილი, როცა ხალხმა "მიხეილ მესხის" ტრიბუნების დატოვება დაიწყო და მსაჯის საფინალო სასტვენისას ქომაგთა ნახევარზე მეტი უკვე სტადიონიდან შორს იყო.

ეს არ იყო იმ ტიპის შეხვედრა, რომლის ბედიც ერთი ადამიანის შეცდომას შეიძლებოდა გადაეწყვიტა, მაგრამ როგორ არ ვთქვათ, რომ "დილას" გოგიტა გოგუამაც "წააშველა" ხელი.

გოგუა და გაძევება - დიდი ხანია, ეს ერთმანეთთან განუყრელ ცნებებად იქცა და იმის მაგივრად, რომ ეს სტერეოტიპი დაამსხვრიოს, უკვე საკმაოდ გამოცდილი შუახაზელი ყოვლად გაუმართლებელი წითელ-ყვითელი ბარათების მიღებას აგრძელებს.

ძალიან დასანანია - ფეხბურთელი, რომლისგანაც გულშემატკივართა საკმაო ნაწილი ბოლო დრომდე ბევრს ელოდა და მის ნაკრებში დაბრუნებასაც ითხოვდა, 28 წლის ასაკშიც ვერ ახერხებს თავის ხელში აყვანას.

"დილას" ძირითად შემადგენლობაში ორი ცენტრალური თავდამსხმელი ვიხილეთ და სტუმრებმა ორივე გაანეიტრალეს.

"ანორთოსისს" ნახევარდაცვაში გოგუას გაძევებამდეც ჰქონდა რიცხობრივი უმრავლესობა, ათკაციან "დილას" კი კიდევ უფრო შემოუჭირა მარწუხები და ლოგიკურადაც დაჯაბნა.

"ანორთოსისმა" მასპინძლებს არცთუ მაღალი ტემპი შესთავაზა და თითქოს მეტოქის შეცდომის მოლოდინში იყო, მაგრამ წინა ხაზზე დროდადრო მაინც აქტიურობდა.

ბევრს შრომობდა სტუმართა სასტარტოში მყოფი ერთადერთი კვიპროსელი, გამოცდილი ფორვარდი იოანის ოკასი, რომელიც შეხვედრის დებიუტში "დილას" საჯარიმოში დაეცა, მაგრამ არბიტრმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა.

0:0-ზე მეტი აქტიურობა "დილას" მართებდა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა შესვენებისას შოთა გრიგალაშვილის ნაცვლად თამაშში მარჯვენაფლანგელი კახა ალადაშვილი ჩართო, გოგუა კი ფლანგიდან ცენტრში გადასწია.

"ანორთოსისს" დაწინაურება მეორე ტაიმის პირველივე წუთზე შეეძლო, როცა რიკარდო ლაბორდემ "დილას" საჯარიმომდე სოლორეიდით ჩააღწია, თანაგუნდელს "კედელი" გაუთამაშა, მაგრამ უხეიროდ დაარტყა.

69-ე წუთზე ოკასს კუთხურისას ხელი ვერავინ შეუშალა და მან თავისიანები თავურით დააწინაურა.

ქართველები ამის შემდეგ შედარებით გამოცოცხლდნენ - 70-ე წუთზე დავით კვირკველიას ძლიერი დარტყმა "ანორთოსისის" მეკარემ მოიგერია. შეხვედრის მიწურულს კი სანდრო გურულმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.

78-ე წუთზე კი კვიპროსელებს ანგარიშის სხვაობის გაზრდა შეეძლოთ - ბრანკო ილიჩის უძლიერესი დარტყმა ხარიხას მოხვდა.

არა იმდენად ანგარიშმა, არამედ მატჩის შინაარსმა კიდევ ერთხელ გაგვიჩინა უიმედობის განცდა - ბევრად მეტს ველოდით იმ გუნდისგან, სადაც საქართველოს ნაკრების არაერთი წევრი და კანდიდატი თამაშობს.

ევროპალიგა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი

02.08. თბილისი. მ.მესხი. 7 000 მაყურებელი

დილა-ანორთოსისი 0:1 (იხილეთ ვიდეო და ფოტორეპორტაჟი)

გოლი: 0:1 ოკასი (69)

დილა ანორთოსისი

4-4-2 4-1-4-1

სკენდერი ბლაჟიჩი

შაშიაშვილი ილიჩი

სალუქვაძე პაულუ ჟორჟე

გ. ონიანი კოლინი

კვირკველია ბონავენტურა

გურული ალექსა

ბეჭვაია კალვო

შ. გრიგალაშვილი ლაბანი

გოგუა სპადასიო

ვაწაძე ლაბორდე

მოდებაძე ოკასი

მწვრთნელები

თ. შალამბერიძე რ. ლევი

დილა

46. გრიგალაშვილი - ალადაშვილი

62. მოდებაძე - გვალია

77. ბეჭვაია - კაციტაძე

სათადარიგოები: შეყრილაძე, ახალკაცი, ნ. ჯიშკარიანი, შ. კაშია

ანორთოსისი

65. ლაბანი - რონკატო

75. ოკაზი - რეზეკი

78. კალვო - ოჰაიონი

სათადარიგოები: მასტრუ, ანდიჩი, სიელისი, იულა

გაფრთხილება: ოკასი (15), მოდებაძე (24), შაშიაშვილი (26), გოგუა (29), ბეჭვაია (45), კოლინი (45), რონკატო (67), კაციტაძე (80), ალექსა (80), ილიჩი (86)

გაძევება: გოგუა (57)

არბიტრი: კ. იონსენი (ნორვეგია)

მატჩის შემდეგ

თემურ შალამბერიძე (დილა):

- ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე გუნდს უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით დავრჩით, რასაც მარცხი მოჰყვა.

ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორება ვეღარ შეძლეს. ვიბრძოლებთ სტუმრადაც და გამარჯვებას იქ შევეცდებით.

- "დილას" ფეხბურთელებმა კვლავ გააგრძელეს დიდი რაოდენობით გაფრთხილებების მიღება...

- ემოციური ფონი იყო და ჩვენმა მოთამაშეებმა თავი ვერ შეიკავეს. ამაზე საუბარი აუცილებლად გვექნება.

- თქვენი გუნდის თამაშის ხარისხი გაკმაყოფილებთ?

- ზაფხულში გუნდის შემადგენლობაში ბევრი ცვლილება მოხდა და თამაშის სასურველი ხარისხის მისაღწევად დროა საჭირო.

რონი ლევი (ანორთოსისი):

- პირველ რიგში, მადლობა ქართველებს გულთბილი მასპინძლობისთვის. ძალიან რთული მატჩი იყო. მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, მაგრამ მისი ძლევა მაინც შევძელით.

დღეს გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. საბოლოო წარმატების მისაღწევად შინაც შედეგიანი თამაში დაგვჭირდება.

- "დილას" წინა შეხვედრას თქვენი ასისტენტი დაესწრო. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციები თუ დაგეხმარათ გამარჯვებაში?

- რა თქმა უნდა. "დილა" კარგად შევისწავლეთ და მისი ძლიერი მხარეები შევზღუდეთ, სისუსტეები კი საჩვენოდ გამოვიყენეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lelo
რა შეცვლები გაკეთდა საერთოდ? გრიგალას გამოჰვანა ან ის კაციტატზე ვინაა საერტოდ? შეპირებული ლამაზი Pეხბურტი კიდე? ტრენერმა ცააგო ეგ თამაში ან ვინ დაბრალა მაგას საერტოდ ტრენერობა? ეგ არის უბედურობა ბიზაშვილობიტ რომ ხდება Hველაპერი.
jemo
საქართველოში ფეხბურთს არაფერი ესშველება თუ ძირეული ცვლილებები არ მოხდება,მთლიანად არის შესაცვლელი ფედერაცცის შემადგენლობა და ფეხბურთელებიც,რომლებიც ხელფასის აღემის მეტს არაფერს აკეთებენ ან ფეხბურთისგან ძალინ შორს არიან,ბურთის უაზრო თრევა 50-იანი წლების დროინდელი ფინტებით,პასი მაგათ არ იციან და სირბილიც ეზარებათ,ფიზიკურ მონაცემებზე ხო ლაპარაკი ზედმეტია,უნდა მოხდეს საბავშვო მწვრთნელების გადამზადება რომ სწორად აღარდონ ბავშვები.
lsd
რა სისწრაფეზე და გამძლეობაზე ლაპარაკი ფენოვან ხაჭაპურებზე გაზრდილი ბავშვები თAმაშობენ.......... და + ბავშვთა სტადიონები გვაქვს შკურკასავით ერთი პადკატი = 1 ტრამვა
zura
ხვედელიძე. დაცვას მიხედე, დაცვას - ანუ ბავშვთა მწვრთნელების კვალიფიკაცია + ბავშვთა ფეხბურთი + სწორი საფეხბურთო მეურნეობა + ბევრი კვალიფიციური მწვრთნელი + გულმხურვალე და გონიერი მეცენატები = ბევრ მაყურებელს, წარმატებულ გამოსვლებს, შემოსავალს და ა.შ და ა.შ.სხვანაირად ა რ ა ფ ე რ ი ა რ გ ა მ ო ვ ა ა ა ა ა ა რ ა ა ა !!!
Tornike
უშანგი და ლევან, გეთანხმებით 100%!
უშანგი
გოგუას პრობლემა თავის ხელში ვერ აყვანა კი არა, უტვინობაა! რაც შეეხება მომავალს - ბავშვთა ფეხბურთია მისახედი: 1. საფეხბურთო სკოლებში სიარული უფასო უნდა იყოს 2. მწვრთნელების კვალიფიკაცია მნიშვნელოვნად უნდა ამაღლდეს 3. ბავშვების გაყვანა ხელოვნურ საფარზე კატეგორიულად უნდა აიკრძალოს 4. საფეხბურთო სკოლების წარმატებულობა უნდა განისაზღვროს არა ბავშვთა ტურნირებში გამარჯვებებით, არამედ აღხრდილი ბიჭების დონით
levani
საშინელმა ტენდენციაგაჩნდა საქართველოში ყველა ტრაბახობს თუ პატარა შესაძლებლობა მიეცემა პრეზიდენტი ფეხბურთელი მწვრთნელი მოკლედ ყველა,დილას მწვრთნელი იძახის თანაბარი ბრძოლა იყოო არა დადილა საერთოდ ცენტრს ვერ ცილდებოდა.ფეხბურთელები რას აკეთებდნენ თვითონაც არ იცოდნენ.სირცხვილია
papuna
დიდიხანია სტადიონზე არ ვყოფილვარ და ნეტავ გუსჰინ არც წავსულიყავი........ ტამასჰი მე თუ მკითხავ მწვრთნელმა წააგო როცა ერთადერთი ტექნიკური ნახევარმცველი (გრიგალაშვილი)და ყვითელ-წითლების მოყვარული (უკვე ყვითლიანი) გოგუა ცენტრში!!! გადაწია ფრთიდან, მთელი სტადიონი ეხვეწებოდა :) გოგუას არ გაგაგდონო, ცოტა ადრეც გააგდებნენ მასპინძელი დილა რო არ ყოფილიყო!!! მაგრამ მარტო გოგაუას ბრალი ნამდვილად არაა. 7-8 ნაკრების ფეხბურთელით მგონი უკეთესი ფეხბურთი უნდა ითამაშოს გუნდმა !!!!!!!!!!!!!!!!!!
Tornike
მე თუ მკითხავთ, აუცილებელია ძირფესვიანად შეიცვალოს სიტუაცია ქართულ ფეხბურთში და კვალიფიციური მწვრთნელები და სპეციალისტები მოიყვანონ, რომლებიც ბავშვებს ასწავლიან თანამედროვე ფეხბურთს. თუმცა ამას ჭირდება ძლიერი ნება ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან. სხვანაირად არაფერი გამოვა, მგონი ამაში საბოლოოდ დავრწმუნდით.
Zviadi
კიდე იტყვიან ქეცბაიამ გოგუა რატომ მოკვეთა ნაკრებიდანო. აგერ გამოჩნდა, თურმე ამ კაცის ნდობა არ შეიძლება, ფეხბურთი გუნდური თამაშია, ხუშტურები შეინახოს თავისთვის, ან დანარჩენებს სად აქვთ თავმოყვარეობა
alx
ხო რა სწრაფი კონტრშეტევები ვერ დავამუღამეთ...
ramo
კვიპროსელები ბევრად გვჯობდნენ. მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა ყველა ქართველისთვის არის დაბალი სისწრაფე. სისწრაფეში გვჯობს ყველა. ბავშვების გაზრდაზე ყოველთვის უნდა იზრუნო, მაგრამ საკითხავია ვინ გაზრდის ბავშვებს? იგივენი?
თემო
გორის "დილა"-ს დონე ამჟამად უტოლდება საბჭოთა კავშირის დროს В ჯგუფის დონეს. ხოლო ამ დონით ევროპაში კი არა მეზობელ ქვეყნებსაც (სომხეთი, აზერბაიჯანი)ვერ მოუგებთ, რისი ნათელი მაგალითია ”ზესტაფონის” თამაში ”ნეფტჩისთან”. თუ გვინდა რამეს მივაღწიოთ უნდა მივხედოთ ბავშტაფეხბურთს, და შედეგი გვექნება 15 წლის შემდეგ.
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა