25 წლის ქუთაისელი ათლეტი ლონდონის ფიცარნაგზე ძალებს 3 აგვისტოს, 13:00 სთ-იდან მოსინჯავს
ლონდონის ოლიმპიურ ფიცარნაგზე გრძელდება ძალოსანთა რკინასთან ჭიდილი. 3 აგვისტოს ვაჟთა 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძალებს მოსინჯავს ქუთაისელი რაულ ცირეკიძე. 25 წლის ათლეტი 15 წელიწადია, ძალოსნობაში ვარჯიშობს.

სპორტის ამ სახეობას მამამ - ყოფილმა ძალოსანმა გია ცირეკიძემ აზიარა. 2004 წლიდან ვანო გრიქუროვთან იმაღლებს ოსტატობას. 2007 წელს ახალგაზრდების ევროპის პირველობაზე ორჭიდში ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე 143 კილოგრამი აიტაცა, მერე მხარი დაიზიანა და შეჯიბრებაც ამით დაასრულა.

ნაოპერაციები ორი წლის შემდეგ დაუბრუნდა ფიცარნაგს და 23-წლამდელთა ევროპის პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა. 2010 და 2011 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე საქართველოს ნაკრებს სალიცენზიო ქულები შესძინა და ძალოსანთა ლონდონის 3 საგზურის მოპოვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას წლეულს მიაღწია - ანტალიის ევროპის ჩემპიონატიდან დიდი ოქროს მედლით დაბრუნდა: ატაცში 165 კილოგრამი დაძლია და მცირე ვერცხლის მედალი ერგო - ერთი კილოგრამით თურქმა თაფიხ ბაიდარიმ აჯობა. აკვრისას 200-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და ორჭიდში 365 კილოგრამით ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.

- რაულ ცირეკიძემ ანტალიაში ოფიციალური შეჯიბრებებიდან თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა, - გვითხრა ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რამაზ გურგენიძემ. - თუმცა ეს ზღვარი არ არის, რადგან ვარჯიშებზე ატაცში 170 და აკვრაში 205 კილოგრამი აქვს დაძლეული. წინასწარ განაცხადში ჩვენც ეს შედეგი ვაჩვენეთ.

85 კილოში ოლიმპიადაზე გამომსვლელთა შორის ეს მე-13 მაჩვენებელია. თუმცა რაულმა თავისი შესაძლებლობები ბოლომდე თუ გამოავლინა, შესაძლოა, საუკეთესო ექვსეულში მოხვდეს, საპრიზო ადგილებზე გასვლა კი ძალიან გაუჭირდება, რადგან ლონდონში ბევრი და ძლიერი ათლეტი გამოვა...

ერთ-ერთ ფავორიტად ათენისა და პეკინის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, 2006-07 წლების მსოფლიოს და 2006 წლის ევროპის ჩემპიონი ანდრეი რიბაკაუ (ბელარუსი) მიიჩნევა. მართალია, მისი წინასწარი განაცხადი 390 კილოგრამია, მაგრამ სწორედ ბელარუსს ეკუთვნის მსოფლიო რეკორდები ატაცსა (2007 წელს, 187 კგ) და ორჭიდში (2008 წლის პეკინის თამაშები, 394 კგ); ასევე, ოლიმპიური რეკორდები ატაცსა (185) და ორჭიდში (394). ჩინეთის დედაქალაქში ორჭიდის ჯამში რიბაკაუს მიღწევა გაიმეორა ჩინელმა ლუ იონგმა, რომელიც პირადი წონით ბელარუსზე ნაკლები აღმოჩნდა და ოლიმპიური ჩემპიონობაც მას ერგო.

აქვე გეტყვით, რომ აკვრაში მსოფლიოს რეკორდი - 218 კილოგრამი ჩინელ ჟან იონგს (1998 წ.) ეკუთვნის, ხოლო ოლიმპიური მიღწევა - 215 კილო - სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ პიროს დიმასს (საბერძნეთი), რომელიც მან 2000 წელს სიდნეის თამაშებზე დაამყარა.

ჩემპიონობის რეალური კანდიდატია ჩინელი ოლიმპიური ჩემპიონი, 2009 წლის მსოფლიოს და 2010 წლის აზიის ჩემპიონატების გამარჯვებული ლუ იონგი, რომლის სავარაუდო მაჩვენებელია ორჭიდში 395 კილოგრამი. ასეთივე წონა აქვს ნაჩვენები 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონ კიანუშ რუსტამს (ირანი), 391 კილოგრამი - პოლონელ ადრიან ედვარდ ზელინსკის, 390 კილო - ირანელ სუარაბ მორადის...

თუმცა ოლიმპიურ თამაშებზე წინასწარ ნაჩვენები შედეგები ყოველთვის როდი მართლდება. ყოველ შემთხვევაში, ლონდონის ფიცარნაგზე საინტერესო პაექრობები გველის.

რაულ ცირეკიძე B ჯგუფში იასპარეზებს, სადაც შეჯიბრება თბილისის დროით 13 საათზე დაიწყება. A ჯგუფის 12 წარმომადგენელი კი მედლებისთვის 22 საათიდან იბრძოლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
არა რა ჩაისვარა რას ამბობთ
beqa
ეეე ჩაისვარა ამანაც ფუ რა არ უნდა ვიბლატაოთ ხოლმე წინასწარ რა ! ცირეკიძეც ნული
ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" "ბენფიკას" ფრედ ეთამაშა
"სპერციანი ვიტინიასთან და ნევეშთან კონკურენციაში?" - საფონოვმა კომენტარი გააკეთა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] უმოტივაციოთა უხვგოლიანი მატჩი ბათუმში! "კოლხეთს" დრო აღარ დარჩა...
"კვარა"? თქვენ ხვიჩაზე არ ინერვიულოთ" - რა უპასუხა ლუის ენრიკემ ჟურნალისტს
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
"სხვა ფეხბურთელის მეგობარ გოგონას ვწერ" - "ნოტინგემ ფორესტის" მცველის აღიარება საბავშვო შოუში
"ბავშვობა ყინულზე, ახლა – პოემა ასფალტზე: ფერსტაპენის გენიალური სეზონი და მეხუთე ჩემპიონობის მოლოდინში...
რასპადორი სერია A-ში ბრუნდება - ჯაკომომ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა
არაბული კლუბი სალაჰისგან პასუხს ელოდება - რას გადაწყვეტს ეგვიპტელი?
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები
"სტატისტიკას ყურადღებას არ ვაქცევ, ფეხბურთით ვცხოვრობ და ვტკბები" - ლიონელ მესი
"ჩემი სახლი ვეგასი კი არა, საქართველოა!" - დვალიშვილის პრესკონფერენცია
[VIDEO] მამუკელაშვილის 37 წუთი, ჰაჩიმურას გმირობა და ლებრონის 18-წლიანი სერიის დასასრული - "ლეიკერსმა" "ტორონტო" ბოლო წამებზე დაამარცხა
მარსელო: კვარაცხელიას დრიბლინგი მომწონს
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
ლაპორტა: პუტინის და მადუროს მსგავსი არ ვიქნები
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა