საკონტროლო მატჩი მთლიანობაში საინტერესოდ წარიმართა და გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა მეკარეები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე
საკონტროლო მატჩი მთლიანობაში საინტერესოდ წარიმართა. გოლის გატანის შესაძლებლობა ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში მეკარეები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე.

ეს, უპირველესად, ითქმის ქუთაისელთა კარის დარაჯზე, ომარ მიგინეიშვილზე, რომელმაც ჯერ პაპუნა ფონიავას დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი ნოდარ დემეტრაშვილს არ მისცა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა.

მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ: დასამახსოვრებელია შეცვლაზე შემოსული ელგუჯა გრიგალაშვილის შესანიშნავი გადაცემა გრიგოლ დოლიძის მისამართით, თუმცა ამ უკანასკნელმა ბურთი დიდი მანძილით ააცილა ჯონი შეროზიას კარს, რითაც დიდად გაანაწყენა ადგილობრივი ქომაგები.

სხვათა შორის, აღსანიშნავია ისიც, რომ მრავლისმნახველი ქუთათური გულშემატკივარი დიდი ოვაციებით შეხვდა მერანელთა უბერებელ ფეხბურთელს გივი დიდავას, რომელსაც თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში "ტორპედოშიც" უთამაშია.

ევროპის ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ქუთაისის "ტორპედოში" ბევრი რამ შეიცვალა და გუნდი ამჟამადაც როტაციის პროცესშია. "მერანთან" მატჩში ითამაშეს ახალგაზრდა ფეხბურთელებმა: აზერბაიჯანმოვლილმა აკაკი წყაროზიამ (რომელმაც პირველი ტაიმის შუაწელს ტრავმა მიიღო) და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრმა ნიკოლოზ სანდოხაძემ.

შეგახსენებთ, რომ სანდოხაძემ "ტორპედოსთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

სიახლეებია მარტვილის "მერანშიც": "ტორპედოსთან" შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პოტენციურმა ახალწვეულებმა დავით ხარძეიშვილმა, ნოდარ დემეტრაშვილმა და გიორგი ჩიკვაიძემ. გაგრძელდება თუ არა კლუბთან მათი თანამშრომლობა, ჯერ უცნობია.

მომდევნო ტესტმატჩს "ტორპედო" საკუთარ მოედანზე 5 აგვისტოს საჩხერის "ჩიხურასთან" გამართავს, ხოლო "მერანი" 7 აგვისტოს მარტვილში "სამტრედიას" უმასპინძლებს.

ტორპედო-მერანი 0:0

ტორპედო: მიგინეიშვილი, კვახაძე, ზ. ჭელიძე, წყაროზია, გ. გურული, გიგაური, ფირცხალავა, ვ. ბოლქვაძე, დოლიძე, საბანაძე, ბერიაშვილი

შეცვლაზე შემოვიდნენ: ქვილითაია, სანდოხაძე, ტაბატაძე, ე. გრიგალაშვილი, ფანცულაია, იოსელიანი, შერგელაშვილი, მარკოზაშვილი, გ. დათუნაიშვილი, ტუღუში, რიგვავა

მთავარი მწვრთნელი: გ. გეგუჩაძე

მერანი: შეროზია, გეგეჭკორი, ქარქუზაშვილი, იობაშვილი, დიდავა, მჭედლიშვილი, ფონიავა, ნ. ნოზაძე, ამბროლაძე, ს. ლომია, ტაპე

შეცვლაზე შემოვიდნენ: მელიავა, ბ. ჩხეტიანი, გ. ჩხეტიანი, ც. ბუკია, ხარძეიშვილი, დემეტრაშვილი, ჩიკვაიძე, კიკალიშვილი

მთავარი მწვრთნელი: მ. ჟვანია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა