IFFHS-ის მორიგ საკლუბო რეიტინგში ამჯერად, სამის ნაცვლად, უკვე ოთხი ქართული კლუბია წარმოდგენილი
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის ფედერაციის (IFFHS) მორიგ საკლუბო რეიტინგში ამჯერად, სამის ნაცვლად, უკვე ოთხი ქართული კლუბია წარმოდგენილი.

რეიტინგში პირველად მოხვდა გორის "დილა", რაც არც არის გასაკვირი - საქართველოს თასის მოპოვების შემდეგ ხომ შიდაქართლური კლუბი ევროპის ლიგაზე გავიდა და იქ მეორე რაუნდი წარმატებით დაძლია.

ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მწარე მარცხის მიუხედავად, საქართველოს წარმომადგენელთაგან საუკეთესო პოზიცია "ზესტაფონს" უკავია - ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი 224-ეა, თუმცაღა წინა რეიტინგში 152-ე ადგილზე იმყოფებოდა.

მას რუსთავის "მეტალურგი" მოსდევს, რომელიც 234-ედან 241-ე საფეხურამდე დაქვეითდა; "დილა" 251-ე ადგილზეა, ხოლო თბილისის "დინამო", რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში ქართულ კლუბებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა, 145-ედან 394-ე ადგილამდე ჩამოვიდა.

გასაკვირი არც ეს არის - IFFHS განსაკუთრებით დიდ სარეიტინგო ქულებს ევროტურნირების მონაწილე კლუბებს არიცხავს, "დინამომ" კი ევროსარბიელზე ვერ გააღწია.

რეიტინგის საუკეთესო სამეული არ შეცვლილა, ზეათეული კი ასე გამოიყურება:

1. ბარსელონა (ესპანეთი)

2. უნივერსიდად დე ჩილე (ჩილე)

3. რეალი (ესპანეთი)

4. ბაიერნი (გერმანია)

5. ატლეტიკო (ესპანეთი)

6. ბოკა ხუნიორსი (არგენტინა)

7. ჩელსი (ინგლისი)

8. ლიბერტადი (პარაგვაი)

9. კორინთიანსი (ბრაზილია)

10. ველეს სარსფილდი (არგენტინა)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა