ყველაზე ცნობილ ბელარუს ფეხბურთელს ნაკრების მწვრთნელთან კონფლიქტი აქვს და შესაძლოა, 7 სექტემბერს თბილისში არც ჩამოვიდეს
ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა. ცხადია, სასურველი იქნებოდა, ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდს რაც შეიძლება შორს გაეღწია და 7 სექტემბერს, როდესაც თბილისში გვესტუმრება, ფეხბურთელები გადაღლილები ყოფილიყვნენ, მაგრამ რაც არის, ეს არის.

გიორგი კონდრატიევის გაწვრთნილებმა ახალ ზელანდიასთან დმიტრი ბაგას გოლით გაიმარჯვეს (1:0), ბრაზილიასთან (1:3, ბრესანი) და ეგვიპტესთან (1:3, ვორონკოვი) წააგეს, ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავეს და ტურნირს გამოეთიშნენ.

ცნობილი გახდა, რომ ბორისოვოს "ბატეში" გააგრძელებს კარიერას ყველაზე ცნობილი ბელარუსი ფეხბურთელი ალექსანდრ გლები. "შტუტგარტის", "არსენალისა" და "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი სამარის "კრილია სოვეტოვში" ისინჯებოდა, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა ის "ბატეს" მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაში დაეხმარება, გუნდის გამოვარდნის შემთხვევაში კი "ჰამბურგში" გადასვლას აპირებს.

ბელარუსული მედიის ინფორმაციით, გლები ფორმაში არ არის. ამის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დებრეცენის" წინააღმდეგ გლებმა "ბატეს" ძირითადში 74 წუთი ითამაშა და ამბობს, რომ ფორმის აღდგენას იმედოვნებს.

თუმცა გაზეთ "პრესბოლში" გამოქვეყნებული გლების კომენტარიდან ირკვევა, რომ მას გიორგი კონდრატიევთან კონფლიქტი აქვს:

"ახლა მთლიანად "ბატეს" თამაშებზე ვფიქრობ. ნაკრები კი ამ ეტაპზე ჩემთვის მეორეხარისხოვანი საკითხია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ეროვნული ნაკრები სალუქსემბურგოდ მზადებას 13 აგვისტოს დაიწყებს

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა