კლასი და გამოცდილება ბევრს ნიშნავს - მოსკოვის "ლოკომოტივიდან" 8 თვის წინ გაშვებული დავით მუჯირი თბილისის "დინამოში" ფორმიდან აშკარად ამოვარდნილი მივიდა და საუკეთესო კონდიციებისთვის დღემდე არ მიუღწევია...

კლასი და გამოცდილება ბევრს ნიშნავს - მოსკოვის "ლოკომოტივიდან" 8 თვის წინ გაშვებული დავით მუჯირი თბილისის "დინამოში" ფორმიდან აშკარად ამოვარდნილი მივიდა და საუკეთესო კონდიციებისთვის დღემდე არ მიუღწევია. ამის მიუხედავად, ეროვნული პირველობის ერთ-ერთ ლიდერ "ვიტ ჯორჯიასთან" "დინამომ" სწორედ მისი მონაწილეობით შექმნა ყველა სახიფათო მომენტი - ჯერ მარტო დონალდ ჯუისი მეკარესთან ოთხჯერ დატოვა პირისპირ, გია კვარაცხელიას კი მთლად საგოლე გადაცემა გაუკეთა...

32 წლის ნახევარმცველმა "დინამოსთან" კონტრაქტი დეკემბრამდე გააფორმა, თუმცა უფრო ხანგრძლივი ვადით დარჩენასაც არ გამორიცხავს...

- თბილისის "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში დიდი ხნის პაუზის შემდეგ ითამაშეთ...

- ჯერ იმას ვიტყვი, რომ "ვიტ ჯორჯიასთან" გამარჯვებამ ძალიან გამახარა. ორმაგად ბედნიერი ვარ, თბილისის "დინამოს" ძირითადში თამაშით, რადგან თითქმის ერთწლიანი იძულებითი შესვენება მქონდა.

- "ვიტ ჯორჯიასთან" რამდენჯერმე გამოიჩინეთ თავი, მაგრამ საუკეთესო ფორმაში ჯერ ნამდვილად არ ხართ. უგუნდობის პერიოდში არ ვარჯიშობდი?

- გაჩერებული არ ვყოფილვარ, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ ინდივიდუალური ვარჯიში საკმარისი არ არის. ბედნიერი ვარ, მთავარმა მწვრთნელმა "ვიტ ჯორჯიასთან" ძირითადში ჩემი დაყენება საჭიროდ რომ ჩათვალა. ვფიქრობ, გუნდის წარმატებაში წვლილი მეც შევიტანე. რა თქმა უნდა, იდეალური ფორმისგან შორს ვარ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი თამაში მაინც მაკმაყოფილებს. საქმე ისაა, რომ ფორმის აღსადგენად მცირე დრო მქონდა, თანაც, ეს თამაშისა და გუნდთან ერთად ვარჯიშის გარეშე წარმოუდგენელია. ალბათ, ძირითადში დაყენება ვარჯიშებისადმი ჩემი დამოკიდებულებითაც დავიმსახურე. მსურს, რაც შეიძლება მალე აღვიდგინო ფორმა. სამი კვირის განმავლობაში ამას "დინამოს" დუბლშემადგენლობაში ვცდილობდი... ვეცდები, უახლოეს მატჩებს უკეთეს მდგომარეობაში შევხვდე.

- "დინამო" თქვენთვის დროებითი გაჩერებაა?

- ვერ ვიტყვი, რომ აქ დროებით ვთამაშობ. "დინამოს" ხელმძღვანელობას შევხვდი და ამ თემაზე ველაპარაკე... 8 თვე გამიცდა და ამხელა შესვენების შემდეგ "დინამო" მესვეურები ჩემს შესაძლებლობებში უნდა დამერწმუნებინა. 2010 წელს საერთოდ არ მითამაშია და ფორმაში ვერანაირად ვერ ვიქნებოდი. "დინამოსთან" ხანმოკლე ხელშეკრულებაც იმიტომ გავაფორმე, რომ პირველ რიგში თავად დავრწმუნდე ჩემს შესაძლებლობებში. კლუბის ხელმძღვანელობას ამიტომაც განვუცხადე - წლის ბოლომდე უხელფასოდ ვითამაშებ-მეთქი.

- ეს თემა უყურადღებოდ დარჩა და აუცილებლად უნდა გკითხოთ - გასაგებია, რომ უხელფასოდ თამაში ერთგვარი ჟესტია, მაგრამ ფეხბურთელი ტაშისა და ფულისთვის თამაშობს...

- ცხადია, "დინამოს" ხელმძღვანელობამ გარკვეული ანაზღაურება შემომთავაზა, მაგრამ უხელფასოდ თამაში ჩემი ინიციატივა იყო. ნახავენ, რამდენად გამოვადგები "დინამოს" და თუ თანამშრომლობის გაგრძელება ორივესთვის მისაღები იქნება, შესაძლოა, იანვარში ახალ ხელშეკრულებაზეც დავილაპარაკოთ.

- უცხოეთში წასვლის იმედი დაკარგეთ?

- ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. დასამალი არაფერი მაქვს, ბუბა ტყავაძესაც ვუთხარი, რომ არასაფეხბურთო ქვეყნებიდან შეთავაზებები მქონდა, მაგრამ არ წავედი და არც წავალ.

- ალბათ, აზერბაიჯანში გიწვევდნენ...

- კი, ისევე, როგორც სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყანაში, მაგრამ მაინც საქართველოს ჩემპიონატში უხელფასოდ თამაში ვამჯობინე. რაღაც პრინციპები ხომ არსებობს? ტყავაძეს ვუთხარი - თუ საინტერესო მიწვევა მექნა, ჩემი წასვლა საწყენი არ უნდა იყოს-მეთქი. დარწმუნებული ვარ, ამას გაგებით მოეკიდებიან. თუმცა იმას შევპირდი, რომ "დინამოდან" არასაფეხბურთო ქვეყანაში არ წავალ.

- კიდევ რომელ პოსტსაბჭოურ ქვეყანაში გიწვევდნენ?

- მენეჯერები მთავაზობდნენ, ბელარუსში თუ წახვალო, მოლდოვაში შენზე ვეტყვითო და ასე შემდეგ... რუსეთის პირველი ლიგის კლუბიდანაც დამიკავშირდნენ, მაგრამ მე ასეთ ლიგებში წასვლა არ მსურდა. დღეს ეს სიტუაციაა, მაგრამ რა იქნება ზამთარში, ვერაფერს გეტყვით. კვლავ ანალოგიური შემოთავაზებები თუ იქნა, რა თქმა უნდა, არჩევანს ისევ "დინამოს" სასარგებლოდ გავაკეთებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

bizina
რატომ დაიწუნე ბელარუსი ბატე ცუდი გუნდი ნაღდად არაა.
bizina
რატომ დაიწუნე ბელარუსი ბატე ცუდი გუნდი ნაღდად არაა.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა