გუნდის ექვსმა წევრმა სპორტული რეჟიმი დაარღვია, რისთვისაც მათ მიმართ ადმინისტრაციული სასჯელი გატარდა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ესტონეთში იმყოფებოდა და 29-31 ივლისს ტალინის საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა.

ჭაბუკთა ნაკრებმა პირველ მატჩში ბელარუსი დამატებით დროში - 99:89 დაამარცხა, ხოლო მეორე შეხვედრა ესტონეთთან 61:87 წააგო და ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა.

საქართველოში გამომგზავრებამდე გუნდის ექვსმა წევრმა სპორტული რეჟიმი დაარღვია, რისთვისაც მათ მიმართ ადმინისტრაციული სასჯელი გატარდა.

მთავარი მწვრთნელის, მიხეილ ბერუაშვილის გადაწყვეტილებით, მოთამაშეებს: ნიკა რამიშვილს, ირაკლი მიქელაძეს, ოთარ ბულიავას, ლერი კვანტალიანს, გიორგი ცირეკიძეს და კახა ტომარაძეს პირობითი დისკვალიფიკაცია მიეცათ და მომავალში დისციპლინის დარღვევის პირველსავე შემთხვევისას მოკვეთილი იქნებიან ნაკრებიდან.

დისკვალიფიკაციის შემთხვევაში მოთამაშე ვერ იასპარეზებს ვერცერთ ასაკობრივ ნაკრებში.

ამ საკითხებთან დაკავშირებით, 3 აგვისტოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს დარბაზში 18-წლამდელთა ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართა, რომელზეც მიხეილ ბერუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა:

"ნაკრებმა ესტონეთში ნაყოფიერი შეკრება გაიარა. ჩავატარეთ 2 საკონტროლო მატჩი, რომელთაგანაც 1 მოვიგეთ, მასპინძლებთან კი დავმარცხდით.

ამ მატჩებში კალათბურთელები კარგად შეთამაშდნენ, თუმცა დასახვეწი და სამუშაოც ბევრი გვაქვს. ვეცდებით, ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილ დროში გუნდმა კიდევ უფრო მოუმატოს.

სპორტული რეჟიმის დამრღვევმა მოთამაშეებმა მხოლოდ იმიტომ არ დატოვეს ნაკრები, რომ გუნდს 6 დღეში ევროპის ჩემპიონატი ეწყება.

ამ ექვს კალათბურთელს პირობითი დისკვალიფიკაცია ეძლევა და მომავალში, დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში, მკაცრად იქნებიან დასჯილნი. საქართველოს ნაკრები ჩვენი ქვეყნის სახეა და მისი ყველა წევრი, ჩემით დაწყებული, სამაგალითოდ უნდა იქცეოდეს".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 9-დან 19 აგვისტოს ჩათვლით იასპარეზებს.

ტურნირს ბოსნიის დედაქალაქი სარაევო უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფში მასპინძელ ბოსნიასთან, პორტუგალიასთან, ჰოლანდიასა და ბელგიასთან მოხვდა. მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან 2 საუკეთესო გუნდი გავა.

A დივიზიონის საგზურს ტურნირის 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.

gbf.ge

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა