ევროპალიგა. ბილბაო-სლავენი (ხორვატია) 3:1
ესპანეთში ყველაზე ადრე სეზონი ევროპალიგის შარშანდელი ფინალისტის, ბილბაოს "ატლეტიკის" მატჩით დაიწყო იმავე ტურნირში - ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე ბასკებმა ხორვატიულ "სლავენს" უმასპინძლეს. "სან მამესზე" 28 ათასმა მაყურებელმა ბასკთა არადამაჯერებელი, მაგრამ მაინც სოლიდური გამარჯვება იხილა, ხოლო ისმაელ ლოპესმა დუბლი შეასრულა - 2:1.

ალბათ იკითხავთ, ვინ ისმაელ ლოპესიო - ისმაელ (ისმა) ლოპეს ბლანკო ნავარელი ფორვარდია, ის 22 წლისაა და "ბილბაოში" "ლუგოდან" გადავიდა. ისმა ჯერ "ოსასუნაში", შემდეგ კი "ბილბაოში" იზრდებოდა, თუმცა მერე "სარაგოსას" სარეზერვო გუნდში მოხვდა, ბოლოს კი - "ლუგოში". ამ სეზონის წინ "ბილბაომ" ტალანტი დაიბრუნა და არც შემცდარა მისი გადმობირებით - პირველსავე ოფიციალურ მატჩში ორი გოლი გაიტანა.

"სლავენი" ხორვატიის ჩემპიონატის ლიდერია, თუმცა 90 წუთის განმავლობაში მარსელო ბიელსას გუნდი ერთი თავით სჯობდა სტუმრებს, თუმცა "ბილბაოს" ეტყობოდა, რომ სეზონისთვის მზადება ჯერ არ დასრულებულა. ხორვატებს იმედი მატეას დელიჩმა დაუტოვა, რომელმაც მე-19 წუთზე გორკა ირაისოსის კარი აიღო.

ბიელსამ მხოლოდ ხუთი ისეთი ფეხბურთელი გამოიყვანა სასტარტოში, რომლებიც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებად მოიაზრებიან. მთავარი სიახლე შეტევის მარცხენა ფრთაზე ისმაელ ლოპესის დაყენება იყო.

ბილბაო-სლავენი (ხორვატია) 3:1

ბილბაო (3-4-3): ირაისოსი - ირაოლა, რამალიო (46. ეკიზა), გურპეგი - ი. გომესი (46. ლორენტე), იტურასპე, დე მარკოსი, ი. პერესი - სუსაეტა, ტოკერო (63. გალარეტა), ი. ლოპესი.

გოლები: 1:0 ი. ლოპესი (16), 1:1 დელიჩი (19), 2:1 სუსაეტა (20), 3:1 ი. ლოპესი (68)

ლორენტეს უსტვინეს

მეორე ტაიმში მოედანზე გამოვიდა ევროპის ჩემპიონი ფერნანდო ლორენტე და მისალმების ნაცვლად "სან მამესის" ტრიბუნებიდან სტვენა გაისმა.

ეს კი იმით არის განპირობებული, რომ 27 წლის ფორვარდი ფეხს ითრევს და კონტრაქტის გაგრძელებას არ ჩქარობს.

"ასეთი რამ პირველად ვნახე - გულშემატკივართა ერთი ნაწილი მხარს უჭერდა ფეხბურთელს, მეორე კი უსტვენდა.

ერთი ვიცი, ფერნანდო ძლიერი ადამიანია და ამ სიტუაციიდანაც გამოვა. მოდი, ნუ მივცემთ ამ ინციდენტს დიდ მნიშვნელობას", - განაცხადა მარსელო ბიელსამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა