ლა ლიგა. ამხანაგური მატჩები

კარსონში, "დეპოტ სიტის" სტადიონზე ახალი რეკორდი დამყარდა - 30 ათასზე მეტი მაყურებელი ფეხბურთის სანახავად პირველად მივიდა - ჟოზე მოურინიოს "რეალმა" კი ლენდონ დონოვანის, რობი კინისა და დევიდ ბექჰემის "ლოს ანჯელეს გელექსი" ერთობ დაიბრიყვა - 5:1 მოუგო.

ეს "რეალის" მესამე წინასასეზონო მატჩი იყო. უკვე პირველ ტაიმში 4 გოლი გავიდა, ჯერ დი მარიას პასით გონსალო იგუაინმა გაიტანა, სუფთა არგენტინულ კომბინაციას, ფრანგულ-არგენტინული მოყვა - ლასანა დიარამ დი მარია მოძებმა შეტევის მარჯვენა ფლანგზე.

ამერიკელთაგან ხიფათი დევიდ ბექჰემისგან მოდიოდა - სწორედ მის საჯარიმოს მოყვა დავიდ ლოპესის გოლი. ამის შემდეგ თავი ხოსე კალეხონმა გამოიჩინა, ტაიმის მიწურულს კი იკერ კასილიასს მოუწია რამდენჯერმე კლასის ჩვენება.

მეორე ტაიმი მორატასა და გრანეროს შედეგიანი კომბინაციით დაიწყო. გალაქტიკელთა განადგურება ხესე როდრიგესმა, ევროპის ახალგაზრდული პირველობის ბომბარდირმა დაასრულა.

არადა, "რეალს" კიდევ მეტი გოლის გატანა შეეძლო. კრიშტიანო რონალდომ კი 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენა ბოლოსკენ.

მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ კიდევ ერთხელ თქვა, რომ კაკას შეუძლია "რეალში" დარჩეს, სადაც მას თავისი როლი ექნება. აი, ნური შაჰინისთვის კი ოთხივე მხარეს ხსნილია გზები - თურქს შეუძლია დატოვოს "რეალი", თუკი რომელიმე კლუბს დააინტერესებს.

2 აგვისტო

ლა გელექსი-რეალი 1:5 (იხილეთ ვიდეო)

რეალი: კასილიასი (46. ადანი (81. ხესუსი)) - ნაჩო (41. ალექს ფერნანდესი (46. არბელოა)), ალბიოლი (46. სერხიო რამოსი), ვარანი (46. პეპე), ფ. კოენტრაო (46. შაჰინი) - დიარა (46. ხედირა), ჩაბი ალონსო (46. გრანერო), კაკა (46. იოზილი), დი მარია (46. მორატა (81. ხესე)) - იგუაინი (46. ბენზემა), კალეხონი (46. რონალდო).

გოლები: 0:1 იგუაინი (2), 0:2 დი მარია (11), 1:2 დ. ლოპესი (23), 1:3 კალეხონი (36), 1:4 მორატა (49), 1:5 ხესე (84)

გრონინგენი-ოსასუნა 2:2

ოსასუნა: რიესგო - ბერტრანი, ოიერი, ფლანიო, ეჩაიდე - ლოე, ტიმორი - სეხუდო, მასუდი, ლამა - კიკე სოლა.

გოლები: 0:1 მასუდი (41), 1:1 ზეეფუიკი (42), 1:2 ტიმორი (50-პენ), 2:2 ვან დიიკი (70)

პერუჯა-ლევანტე 0:2

ლევანტე: კ. ნავასი - პ. ლოპესი, ბალესტეროსი, როდასი, ნიკოსი - იბორა, დიოპი - მიჩელი, სერანო, ელ ჟარი - კონე.

შეცვლაზე შევიდნენ: როხერი, ივანი, დ. ნავარო, რიოსი, ხუანლუ, რუბენი, ხუანფრანი, ხერო და ბარკერო.

გოლები: 0:1 კონე (39), 0:2 ხუანლუ (77)

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა