...როცა ბურთი კალათს არ სცდება
იყო დრო, ოლიმპიადებზე ამერიკელებს მოყვარულები გამოჰყავდათ და მაინც ყველას უგებდნენ. დღეს ოლიმპიადებზე პროფესიონალები თამაშობენ, მაგრამ საკითხავია, თუ ნიგერიელები პროფესიონალბი არიან, მაშ რა შეიძლება ეწოდოთ აშშ-ს ნაკრების კალათბურთელებს?

A ჯგუფი

აშშ-ნიგერია 156:73

"ოცნების გუნდმა" ნიგერიასთან საოცნებო კალათბურთი უჩვენა და რეკორდი რეკორდზე დაამყარა.

ყველაფერი კი პირველი პერიოდიდან დაიწყო, რომელშიც გუნდებმა 74 ქულა ჩააგდეს, საიდანაც 49 ამერიკისა იყო. საფინალო სირენამდე 4:27 წუთით ადრე ტაბლოზე 139:68 დაიწერა, რაც ოლიმპიური რეკორდის დამხობას ნიშნავდა - ყველაზე მეტი, 138 ქულა 1988 წლის ოლიმპიადაზე ბრაზილიას ჰქონდა მოგროვილი (ეგვიპტელთა წინააღმდეგ).

ამერიკელებმა პირველ ტაიმში 78 ქულა ჩააგდეს და 1988 წლის ბრაზილიელთა რეკორდი (ჩინელთა წინააღმდეგ) ექვსი ქულით გააუმჯობესეს.

შესაძლოა, დაუჯერებლად ჩანდეს, მაგრამ კარმელო ენტონიმ 14.29 წუთში 37 ქულა მიითვალა (12-დან 10 სამქულიანი). 37 ბალი ოლიმპიური საკალათბურთო ისტორიის საუკეთესო მაჩვენებელია. კარმელომ თანამემამულე სტეფონ მარბერის 31 ქულიანი შედეგი გააუმჯობესა.

...და კიდევ ერთი რეკორდი: აქამდე ყველაზე დიდი სხვაობა 72 ქულა იყო (1956 წელს აშშ-მ ტაილანდს 101:29 აჯობა), ამიერიდან კი ამერიკის მიერ ნიგერიასთან ნაჩვენები სხვაობა იქნება ოლიმპიური რეკორდი - +83.

- როცა სროლა მიგვდის, ეს მეტოქისთვის პრობლემაა. ხოლო, როცა ამერიკის ნაკრების ყველა მოთამაშე უშეცდომოდ სტყორცნის, ეს ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის უდიდესი პრობლემაა, - განაცხადა კობი ბრაიანტმა.

ამერიკელთა თამაშის შემყურე ნებისმიერ ქომაგს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოლიმპიადაზე მისი შემჩერებელი არავინაა. დაველოდოთ პლეი ოფს და ვნახოთ, გვატყუებს თუ არა ჩვენი "შთაბეჭდილება".

საფრანგეთი-ლიტვა 84:74

- დღევანდელი მარცხის მიუხედავად ჯგუფიდან გასვლის იმედი არ დაგვიკარგავს. ამისთვის მინიმალური შანსი უნდა გამოვიყენოთ. თუმცა ასეთი თამაშით წარმატების მიღწევა გაგვიჭირდება, - ასეთი იყო ლიტველთა თავკაცის, კესტუტის კემზურას შეფასება.

მისი გუნდი საფრანგეთს 30 წუთის განმავლობაში კარგად მისდევდა, მაგრამ ბოლო მეოთხედში მიზანი გაუმრუდდა. ასეთ დროს დაცვამ უნდა თქვას თავისი სიტყვა. ვერ თქვა, რადგან მოწინააღმდეგის რიგებში ტონი პარკერი იყო (27 ქულა), რომელსაც, მოხუცების ენაზე რომ ვთქვათ, "მუხლი მისდევდა"...

- პირველი მატჩისგან განსხვავებით ფეხებში ძალას ვგრძნობდი, შემეძლო სირბილი, დრიბლინგი, არც სროლის სიზუსტით ვარ კმაყოფილი, - როგორც მიხვდით, ეს ტონის სიტყვებია.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში ფრანგების მეტოქე აშშ იყო.

არგენტინა-ტუნისი 92:69

საფრანგეთთან ერთად არგენტინამაც მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. თუმცა მომდევნო ეტაპის საგზური ჯერ ოფიციალურად არ გაუნაღებია (ოთხი ნაკრები გადის).

არგენტინა-ტუნისის შეხვედრა სენსაციურად დაიწყო, პირველი მეოთხედი აფრიკელებმა 28:14 მოიგეს. თუმცა ამ ეპიზოდშიც კი ტოტალიზატორებში არგენტინის მოგებაზე ფსონი არ გაზრდილა. ყველამ კარგად იცოდა, რომ ემანუელ ჯინობილი ტუნისს გამარჯვებას არ დაუთმობდა.

ასეც მოხდა - მანუ მეორე პერიოდიდან ჩვეული სიმძლავრით დაიქოქა, თამაშიც შემოატრიალა და მატჩის ბომბარდირიც გახდა - 24 ქულა. მის ანგარიშზე 4-დან 4 სამქულიანია. ორმაგი დუბლი მიითვალა ლუის სკოლამ - 20 ქულა, 10 მოხსნა.

ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, არგენტინის ნაკრებში უმეტესად 30-წელს გადაცილებულები იმიტომ თამაშობენ, რომ მომავალი თაობა არ უვარგათ. ამ მოსაზრების სიმცდარეში დაგვარწმუნა 21 წლის კამპასომ, რომელმაც 39 წუთი ითამაშა, 12 ქულას 9 მოხსნა და 7 პასი "შეაწება".

B ჯგუფი

ავსტრალია-ჩინეთი 81:61

ჩინელები საწყის ორ შეხვედრაში, ესპანეთთან და რუსეთთან ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ. ამიტომ, ავსტრალიასთან გამარჯვებასაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კუნძულელები ოლიმპიადაზე მწყობრ, გააზრებულ, დაბალანსებულ კალათბურთს უჩვენებენ.

ასეთ გუნდს კი ჩინეთმა ბოლომდე ვერ გაუძლო და მეოთხე პერიოდში ღონემიხდილი დაეცა.

ბრაზილია-რუსეთი 74:75

2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებმა თავი ბრძოლისუნარიანობით დაგვამახსოვრა.

მაკედონიასთან საოცარი სანახავი იყო უკანასკნელ წამზე სერგეი მონიას მიერ ჩაგდებული გამარჯვების მომტანი სამქულიანი.

თითქმის იგივე განმეორდა ლონდონში, ოღონდ ამჯერად მთავარი გმირი ვიტალი ფრიდზონი იყო: სირენამდე 26 წამით ადრე ბრაზილიელთა შეტევა დაიწყო მარსელინიო უერტასმა, რომელიც ჯერ დროის გასვლას დაელოდა, შემდეგ კი ორქულიანით სამხრეთამერიკელები 74:72 დააწინაურა.

რუსებს სრულყოფილი შეტევის გასავითარებლად დრო არ ჰქონდათ, მოედნის კიდესთან ბურთი ფრიძონმა მიიღო, დაუფიქრებლად ისროლა და 75:74.

- ასეთი გამარჯვებები გუნდს თავდაჯერებას მატებს. მსოფლიოს დავანახეთ, რომ არასოდეს ვნებდებით, - გახარებული იყო ვიტალი.

ესპანეთი-ბრიტანეთი 79:78

- ყურადღების მოდუნება წამითაც არ შეიძლება. კონცენტრაციის დაკარგვის გამო ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება წააგო, მითუმეტეს ბრიტანეთთან, - შეშფოთებული იყო ესპანელთა თავკაცი სერხიო სკარიოლო, რომლის გუნდმა დიდ ბრიტანეთთან ბოლო წამებზე იმარჯვა.

მასპინძლების რიგებში როგორც მოსალოდნელი იყო, ლუოლ დენგი და ჯოელ ფრილანდი გამოირჩნენ.

პირველმა 26 ქულას მოუყარა თავი, მეორემ - 25-ს. თუმცა გაცილებით ღირებული იყო ესპანელი ხოსე კალდერონის 19 ქულა, საიდანაც 8 ქულა მან ბოლო წუთზე მიითვალა (ექვსი ზუსტი საჯარიმო, ერთი ორქულიანი).

ამ მოგებით პირენეელებმა მეოთხედფინალის საგზური ნაადრევად მოიპოვეს. მათთან ერთად მომდევნო ეტაპზე გავიდა რუსეთი. შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს