წინასწარვე იყო ცნობილი, რომ მიქსტში პირველობა ჩინეთს დარჩებოდა, რადგან ფინალში ამ ქვეყნის ორი წარმომადგენელი იყო გასული
პირველი მედალი გათამაშდა ბადმინტონისტთა ტურნირზე. წინასწარვე იყო ცნობილი, რომ მიქსტში პირველობა ჩინეთს დარჩებოდა, რადგან ფინალში ამ ქვეყნის ორი წარმომადგენელი იყო გასული.

ფავორიტად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები - ჟაო და ჟანგი მიიჩნეოდნენ, თუმცა ბევრი ექსპერტი ფინალში დიდ ბრძოლას ვარაუდობდა.

მათ არასწორი პროგნოზი გააკეთეს. ფავორიტებმა ორივე სეტი შესანიშნავად დაიწყეს და შემდეგ მათი მეტოქეები (ჩენ სუ და იინ მა) დაწევას ვეღარ ახერხებდნენ.

პირველ პარტიაში სუპერსტარტის შემდეგ, ანგარიში 12:5 იყო, მეორეში კი ჟაო და ჟანგი 8:0 გაიქცნენ. ასეთი უპირატესობა მართლაც გასაკვირი იყო, რადგან ჟაო ტრავმირებული მუხლით თამაშობდა ფინალს.

მესამე ადგილისთვის მატჩში დანიურმა დუეტმა ფიშერისა და პედერსენის შემადგენლობით ინდონეზიური დუეტი (აჰმადი/ნატსირი) დაამარცხა.

გუშინვე გამოვლინდნენ ფინალისტები ქალებს შორის ერთეულთა თანრიგში და იქაც ერთი ინდონეზიელი გამოეთიშა ბრძოლას.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ეს ქვეყანა მედლის გარეშე დარჩა. თანაც 1992 წლიდან მოყოლებული, ინდონეზია მინიმუმ ერთ ოქროს მაინც იღებდა. სწორედ ეს არის ბადმინტონის ტურნირის მთავარი სენსაცია.

მიქსტი

მე-3 ადგილისთვის

ი. ფიშერი/კ. პედერსენი (დან)-ტ. აჰმადი/ლ. ნატსირი (ინდონეზ) 21:12, 21:12.

ფინალი

ნ. ჟანგი/ი. ჟაო (ჩინ)-კ. სუ/ი. მა (ჩინ) 21:11, 21:17.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა