ფედერერმა მარათონული მატჩი მოუგო დელ პოტროს და ფინალში მიურეიზე გავიდა

3 აგივსტოს, ალბათ, ყველა ოლიმპიური მოვლენა დაჩრდილა მამაკაცთა საჩოგბურთო ტურნირის ნახევარფინალმა როჯერ ფედერერსა და ხუან მარტინ დელ პოტროს შორის.

ეს მარათონი ნამდვილად არ დატოვებდა გულგრილს ჩოგბურთისა და მთლიანად სპორტის ყველა მოყვარულს.

შვეიცარიელს ძალიან გაუჭირდა თავის საყვარელ საფარზე, რომელზეც დელ პოტრო ადრე არასოდეს ბრწყინავდა. როჯერმა წააგო პირველი სეტი, მეორეში მხოლოდ ტაი-ბრეიკზე მიაღწია მიზანს, პირველად მეტოქის მოწოდებაზე გეიმი კი მესამე სეტში აიღო, როცა ანგარიში გეიმებში 9:9 იყო.

მაგრამ ფედერერმა 10:9-ზე ვერ შეძლო მატჩზე ჩაწოდება - თავისი გეიმი "მშრალი" ანგარიშით წააგო.

როჯერმა ძალიან ბევრ გამოცდას გაუძლო და დაამტკიცა, რომ ის მართლაც უდიადესია. 12:13-ზე მან 0:3-დან გადაარჩინა თავისი გეიმი. არ მაშინ გატყდა, როცა მეტოქის მოწოდებაზე 40:0-ს იგებდა, მაგრამ გეიმი დათმო.

ასევე სამი ბრეიკ-პოინტი მიიღო მან 17:17-ზე და ამჯერად შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. შემდეგ მატჩზეც ჩააწოდა და თავის კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო. შეგახსენებთ, რომ ფედერერს კოლექციაში ერთადერთი ჯილდო აკლია - ოლიმპიური ოქრო ერთეულთა თანრიგში.

ამ ოცნების ასრულებისთვის შვეიცარიელმა ფინალში ენდი მიურეი უნდა დაამარცხოს - ჩოგბურთელი, რომელსაც დაახლოებით ერთი თვის წინ უიმბლდონის გადამწყვეტ მატჩში მოუგო.

მიურეიმ გუშინ, მეტ-ნაკლებად იოლად გაიარა ნოვაკ ჯოკოვიჩის ბარიერი. ორსაათიან მატჩში ენდიმ თითო სეტის ბოლოს თითო ბრეიკი გააკეთა, თავად კი სერბის ოთხივე ბრეიკ-პოინტი მოიგერია და 7:5, 7:5 გამარჯვა. ეს იყო ბრიტანელის მეექვსე მოგება ჯოკოვიჩთან რიგით მე-14 მატჩში.

ფედერერს შეუძლია ერთდღიანი პაუზით ისარგებლოს და ფინალის წინ ძალები მოიკრიბოს. შეგახსენებთ, რომ როჯერი წყვილთა თანრიგში აღარ გამოდის, რადგან მან და სტანსილას ვავრინკამ ადრეულ ეტაპზე დათმეს პეკინის ტიტული. მიურეის კი დასასვენებლად არ სცალია, რადგან ის და ლორა რობსონი მიქსტის ტურნირის მეოთხედფინალში არიან გასულები.

ასევე გაირკვა გუშინ ქალთა ფინალის მონაწილეები. ფანტასტიკური ფორმის დემონსტრირებას ახდენს უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი სერენა უილიამსი.

მან საერთოდ არ შეიმჩნია ბელარუსი ვიქტორია აზარენკას წინააღმდეგობა და საათსა და 3 წუთში მოამთავრა საქმე. ამ დროის განმავლობაში, ამერიკელმა 5 ბრეიკი გააკეთა, მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა, 12 ეისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია. სერენამ მეათედ ითამაშა აზარენკას წინააღმდეგ და მეცხრედ დაამარცხა ის. ბოლოს ეს წლევანდელი უიმბლდონის ნახევარფინალში მოხდა.

უფრო ადრე გაიმართა რუსული დერბი ორი მარიას - შარაპოვასა და კირილენკოს მონაწილეობით.

კირილენკო ამ ოლიმპიადას შესანიშნავ ფორმაში შეხვდა და ნახევარფინალში გავიდა როგორც ერთეულების, ასევე წყვილების ტურნირში. მან იდეალური თამაში აჩვენა მეოთხედფინალში უიმბლდონის შარშანდელი ჩემპიონის, ჩეხი პეტრა კვიტოვას წინააღმდეგ. რუსმა მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთი უნებლიე შეცდომა დაუშვა.

მაგრამ გუშინ, კირილენკოს ბევრი არაფერი გამოუვიდა შარაპოვას წინააღმდეგ. ამ უკანასკნელისთვის ერთადერთი რთული მომენტი მატჩში - მეორე სეტის დასაწყისი იყო, როცა კირილენკო ბრეიკით დაწინაურდა - 3:2, მაგრამ შემდეგ ხანგრძლივი გეიმი დათმო და მისი თამაში საბოლოო მოიშალა. ზედიზედ ოთხი გეიმის აღებით შარაპოვამ თავის სადებიუტო ოლიმპიადაზე ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

კაცები. ერთეულები

1/2 ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 1)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 8) 3:6, 7:6, 19:17; ენდი მიურეი (ბრიტ, 3)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2) 7:5, 7:5.

ქალები. ერთეულები

1/2 ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 4)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1) 6:1, 6:2; მარია შარაპოვა (რუს, 3)-მარია კირილენკო (რუს, 14) 6:2, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა