მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევ ციკლში ჩვენი მეტოქე ბელარუსის ნაკრები 15 აგვისტოს ერევანს ესტუმრება და სომხეთის ნაკრებს შეხვდება
მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევ ციკლში ჩვენი მეტოქე ბელარუსის ნაკრები 15 აგვისტოს ერევანს ესტუმრება და სომხეთის ნაკრებს შეხვდება.

ჩვენს მეზობლებთან შეხვედრა სლავური ქვეყნის ნაკრებისთვის 7 სექტემბერს თბილისში დანიშნული ოფიციალური შეხვედრისთვის გენერალური რეპეტიცია იქნება.

ბელარუსების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი კონდრატიევმა ერევანში გასამგზავრებელთა შემადგენლობა დაასახელა:

მეკარეები: იური ჟევნოვი ("ზენიტი, რუსეთი), სერგეი ვერემკო ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), ალექსანდრ გუტორი (ბატე) ;

მცველები: დმიტრი ვერხოვცევი ("კრილია სოვეტოვი"), ალექსანდრ მარტინოვიჩი ("კრასნოდარი", რუსეთი), მაქსიმ ბორდაჩევი (ბატე), ოლეგ ვერეტილო ("დინამო, მინსკი), დენის პოლიაკოვი (ბატე).

ნახევარმცველები: ანტონ პუტილო ("ფრაიბურგი", გერმანია), სერგეი კისილიაკი ("კრასნოდარი"), იან ტიგორევი ("ლოკომოტივი", მოსკოვი, რუსეთი), ვიტალი ტრუბილო ("სლავია", ჩეხეთი), სტანისლავ დრაგუნი ("დინამო", მინსკი), პაველ ნეხაიჩიკი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი), მაქსიმ ჟავრენჩეკი ("ყუბანი", რუსეთი), რენან ბრესანი (ბატე), სერგეი ბელანოვიჩი ("შახტიორი", სოლიგორსკი;), დმიტრი ბადა (ბატე) ;

თავდამსხმელები: სერგეი კორნილენკო ("კრილია სოვეტოვი"), დმიტრი მოზოლევსკი (ბატე), დმიტრი კომაროვსკი ("შახტიორი", სოლიგორსკი).

კონდრატიევის სიაში მოხვდა შვიდი ის მოთამაშე, რომლებმაც ახლახანს ლონდონის ოლიმპიადაზე ასპარეზობა ჯგუფურ ეტაპზე დაასრულეს (მათი გვარები გაშავებულია).

როგორც ხედავთ, სიაში არ არის ყველაზე ცნობილი ბელარუსი ფეხბურთელი ალექსანდრ გლები, რომელიც კარიერას დროებით ბორისოვოს "ბატეში" აგრძელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა