მოლოდინისამებრ, ადამ ოქრუაშვილმაც წარუმატებლად დაასრულა გამოსვლა ლონდონის ოლიმპიადაზე
მოლოდინისამებრ, ადამ ოქრუაშვილმაც წარუმატებლად დაასრულა გამოსვლა ლონდონის ოლიმპიადაზე - ჩვენებური პირველივე წრეში გერმანელ ევროპის ჩემპიონთან და მსოფლიოს ორგზის ვერცხლის მედალოსან ანდრეას ტოლცერთან წმინდად დამარცხდა (იხილეთ ვიდეო).

ამ წყვილში ურთიერთშეხვედრაში ხუთივე ბრძოლის მომგები გერმანელი მიიჩნეოდა და ოქრუაშვილსაც ეტყობოდა სიფრთხილე.

ამით იპონს მართლაც გადაურჩა, მაგრამ მსაჯმა ზედიზედ სამი გაფრთხილებაც მისცა, გერმანელს - ერთი. ქართველს აშკარად ეტყობოდა, რომ მთელი აქცენტი დაცვაზე ჰქონდა გადატანილი, როგორმე არ მიეცა ჩავლება და გაჰქცეოდა, რასაც ერთხანს ახერხებდა კიდეც, ორჯერ შეტევასაც გადაურჩა, მაგრამ შეხვედრის შუაში გერმანელმა თავისი დომინირება შებოჭვით დაასრულა.

ამდენად, საქართველოს ნაკრებმა ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლა ერთი ოქროთი დაასრულა - მას 66 კილოგრამში 20 წლის ლაშა შავდათუაშვილი დაეუფლა. ოქრო ძალიან კარგია, მაგრამ ცუდია, რომ დანარჩენი წონების წარმომადგენლებმა სუსტად იასპარეზეს - მეორე წრეს ვერც ერთი ვერ გასცდა.

რინერის ზეობა და ტონგის დაცემა

გუშინ ძიუდოისტთა ტურნირის მთავარი მოულოდნელობა ქალთა შორის მოხდა, სადაც ჩინელი ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს შვიდგზის გამარჯვებული ვენ ტონგი მარცხი იყო ნახევარფინალში, თორე, ვაჟებში ფრანგი ტედი რინერის გამარჯვებაში გასაკვირი არაფერია...

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჩინელი მთა-ქალი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მეორედ დამარცხდა და რა გასაკვირია, მისი წამქცევი კუბელი იდალის ორტისი ჩემპიონიც თუ გახდა. არადა, შარშან მსოფლიოს პირველობაზე ჩინელმა მტკივნეულით მოუგო ორტისს - ხელი კინაღამ მოაძრო.

იმის მიუხედავად, რომ ქალთა ფინალში გამარჯვებული მსაჯთა გადაწყვეტილებით გაირკვა, შედეგი სავსებით ლოგიკურია - კუბის დროშის დარი ათეულობით თმის სამაგრი სამფეროვანი ბაფთებით უცნაურად აჭრელებული ორტისი იაპონელ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ მიკა სუგიმოტოზე აქტიური იყო.

ამ წონაში ჩინელთან ერთად კვარცხლბეკზე მასპინძელი კარინა ბრიანტი ავიდა და ტრიბუნებს ტირილითაც მიესალმა.

ამ 33 წლის ქალმა პირველი ოლიმპიური ჯილდო მოიპოვა, თუმცა ტატამიდან ისე მიდის, დიდი ტიტული ერთხელაც ვერ მოიგო. არადა, მსოფლიოს ფინალში 5-ჯერ გავიდა, მაგრამ ყველა წააგო.

მოლოდინისამებრ, რინერიმ იოლად გაიმარჯვა, თუმცა ფინალში რუს ალექსანდრ მიხაილინს მხოლოდ გაფრთხილებებით მოუგო. ოღონდ სამივე მათგანი დაიმსახურა - მთელი შეხვედრა უფრო აქტიური იყო და ილეთის მცდელობაც მხოლოდ მას ჰქონდა.

ფრანგმა სამი გაფრთხილებით ნახევარფინალშიც იმარჯვა კორეელ სუნგ-მინ კიმთან და სულ პირველ შეხვედრაშიც პოლონელ იანუშ ვოინაროვიჩთან, კუბელი ოსკარ ბრისონი და ტუნისელი ფაიცელ ჯაბალანი კი დაიპონა.

ის რომ ძალიან უბრალო ადამიანის, 2007-ში მსოფლიოს პირველობაზე თავადაც დავრწმუნდი და ახლაც ფინალის შემდეგ დიდხანს ესალმებოდა ტრიბუნებს, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ დავიდ დუიეს, საფრანგეთის ფედერაციის პრეზიდენტ ჟან-ლუი რუჟეს და სხვებს, ქომაგთა ლამის ყველა ჯგუფთან მივიდა და მედალზე კოცნის საშუალება მისცა, მანამ კი მთავარი მწვრთნელის ოქროსფერ ფეხსაცმელს ეამბორა.

32 წლის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ მიხაილინს პირველად ეღირსა ოლიმპიადაზე გამოსვლა და მიზნამდე არც ისე ბევრი დააკლდა. ცხადია, ის ფინალის შედეგით უკმაყოფილო იყო და ერთ მომენტში რინერის ჩამორთმევის ნაცვლად ხელი უდიერადაც აუქნია, რაც აფექტის ბრალია, თორემ გულღრძო მოჭიდავე არაა.

2009 წელს თბილისში, ევროპის ჩემპიონატზე ვალერი ლიპარტელიანმა ფინალი რომ წააგო და გასახდელში ვერ ამშვიდებდნენ, ამ დროს მიხაილინი გვერდით ოთახში ბრინჯაოსთვის საჭიდაოდ ემზადებოდა, მაგრამ გავიდა და დაამშვიდა ახალგაზრდა კოლეგა... მისი ხასიათი იმაშიც ჩანს, რომ სამი შვილის მამამ ობოლი ბავშვი იშვილა...

მოლიდინისამებრ, იაპონია ოქროს მედლის გარეშე დარჩა, თუმცა გუშინ ოქროს ვინ დაეძებდა, მედალი საერთოდ ვერ მოიპოვეს - 2010 წელს ტოკიოში გამართული მსოფლიოს აბსოლუტური პირველობის ფინალში რინერის მსაჯთა დახმარებით მძლეველი დაიკი კამიკავა მეორე შეხვედრაში ბელარუს ოლიმპიურ ჩემპიონ იჰარ მაკარაუსთან დამარცხდა.

ამდენად, ვაჟთა ტურნირმა რუსთა დომინირებით ჩაიარა, რომლებმაც მოიგეს ყველა პარამეტრით - მედლების საერთო რაოდენობითაც და ოქროებითაც. მათ ანგარიშზე 3 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო. კიდევ ერთი კაცი მეხუთეზე გავიდა ანუ 7-დან 6-მა მედლისთვის იჭიდავა და მხოლოდ ერთი გავარდა ნაადრევად.

მეორეზე კორეაა 2 ოქროთი და 1 ბრინჯაოთი. დარჩენილი ორ მედალი ჩვენ და საფრანგეთმა გავინაწილეთ, თუმცა "მამლებს" 1 ბრინჯაოც აქვთ. იაპონიამ 2-2 ვერცხლ-ბრინჯაო ირგუნა (მათ ქალებში კი ირგუნეს 1 ოქრო). კუბას მხოლოდ ერთი ვერცხლი აქვს აქტივში, ბრაზილიას - ორად ორი ბრინჯაო.

იმის მიუხედავად, რომ იმ ერთი ოქროთი ასეთ ძლიერ ქვეყნებს მოვექეცით თავში, ოლიმპიადაზე ჩვენი გუნდის გამოსვლას წარმატებულს მაინც ვერ დავარქმევთ. დაველოდოთ მოჭიდავეთა გამოსვლას, რომელიც ხვალ იწყება და ვიქონიოთ უკეთესის იმედი.

კვარცხლბეკი. ვაჟები.

+100 კგ. 1. ტედი რინერი (საფრანგეთი), 2. ალექსანდრ მიხაილინი (რუსეთი); 3. რაფაელ სილვა (ბრაზილია), ანდრეას ტოლცერი (გერმანია).

ქალები

+78 კგ. 1. იდალის ორტისი (კუბა); 2. მიკა სუგიმოტო (იაპონია); 3. კარინა ბრიანტი (ბრიტანეთი), ვენ ტონგი (ჩინეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"ეს წარმოუდგენელია!" - "ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?" - ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა
"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
როგორია ჩაკვეტაძის მდგომარეობა? - "უოტფორდის" მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
[VIDEO] შოთა ნონიკაშვილმა უკრაინის პრემიერლიგაში გაიტანა!
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO] ..."დილას" იტალიელმა მწვრთნელმა ქურთუკი გაიძრო და საჩხუბრად მოემზადა... დიდი გაწევ-გამოწევა გორში!
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO] გოლი და რა გოლი - მიქაუტაძემ გაიტანა, "ვილიარეალი" წინ მიიწევს
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა