"ვიტ ჯორჯიამ" თურქული შეკრება ქვეყნის პირველი ლიგის ბინადარ "ბოლუსფორთან" სპარინგით დაასრულა და 0:0 დაუზავდა
"ვიტ ჯორჯიამ" თურქული შეკრება ქვეყნის პირველი ლიგის ბინადარ "ბოლუსფორთან" სპარინგით დაასრულა და 0:0 დაუზავდა.

ვეტერინართა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შეხვედრა "ბოლუსფორის" საწვრთნელ ბაზაზე, კარაჩიერში ჩატარდა.

მატჩს 2 000-მდე გულშემატკივარი დაესწრო. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, 40-ე წუთზე გიორგი კორიფაძის პასის შემდეგ, ბესიკ ჩიმაკაძეს რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.

59-ე წუთზე რევაზ ღანიაშვილმა საჯარიმო დარტყმით ბურთი ძელს მოარტყა, 62-ეზე კი ჩიმაკაძემ არაზუსტად დაარტყა. 69-ე წუთზე ხარიხას უკვე "ბოლუსფორის" ფეხბურთელმა მოარტყა ბურთი.

ერთ ეპიზოდში კარგად ითამაშა "ვიტ ჯორჯიას" მეკარე ნიკა დაუშვილმა, რომელმაც მეტოქის თავური დარტყმა მოიგერია. 80-ე წუთზე ლობჯანიძეს შეეძლო გამარჯვების გოლის გატანა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. მატჩის ბოლო წუთზე გურეშიძის დარტყმული ოდნავ ასცდა მიზანს.

ამით "ვიტ ჯორჯიას" შეკრება დასრულდა. მერაბ კოჭლაშვილის გუნდი თბილისში 3 აგვისტოს გამოემგზავრა.

ბოლუსფორი-ვიტ ჯორჯია 0:0

ვიტ ჯორჯია: დაუშვილი - ხურცილავა, გოგიაშვილი (81. დავლაშელიძე), ტეტუნაშვილი (46. კასრაძე), ღანიაშვილი - გეთიაშვილი, ვასაძე, გურეშიძე - კორიფაძე (61. ზაქრაძე), ჯანელიძე (61. ჯუღელი) - ჩიმაკაძე (61. ლობჯანიძე)

ნულოვანი ფრე მასპინძელთან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა