ომარ თეთრაძემ რუსეთი ჩემპიონატის პირველი ლიგის "ხიმკი" ჩაიბარა
ომარ თეთრაძემ პირველი ლიგის "ხიმკი" ჩაიბარა. შესაძლო შეთანხმებაზე ინფორმაცია 3 აგვისტოს რუუსლმა მედიამაც გაავრცელა: მახაჩყალის "ანჟისა" და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მოსკოვის ოლქის კლუბთან მოლაპარაკება დაიწყო, - იუწყება რუსული გამოცემა "სპორტ-ექსპრესი".

რუსეთის პირველ ლიგაში უკვე ოთხი ტური ჩატარდა, 17-გუნდიან ჩემპიონატში "ხიმკი" მე-16 ადგილზეა, მხოლოდ 1 ქულა აქვს და ასეთი ცუდმა სტარტმა კლუბის ხელმძღვანელებიც აღაშფოთა. მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ტარხანოვმა კი ინამუსა და თანამდებობიდან გადადგა.

კომენტარისთვის ომარ თეთრაძეს 3 აგვისტოს რუსეთში დავუკავშირდით:

"დიახ, ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილია, "ხიმკი" 3 აგვისტოს ჩამაბარეს, 4 აგვისტოს მედიასთან წარმადგენენ, 16 საათზე გუნდთან კრებას ჩავატარებ, 18 საათზე კი პირველად ვავარჯიშებ.

რა თქმა უნდა, პირველი ტურების შემდეგ გუნდში მისვლა ძნელი საქმეა, შემადგენლობა დაკომპლექტებულია, ფეხბურთელები სხვა მწვრთნელის მომზადებულია. მაგრამ მიმაჩნია, რომ მწვრთნელს სირთულეების არ უნდა შეუშინდეს.

ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ მხოლოდ ამბიციურ კლუბს ჩავიბარებ. მიუხედავად ცუდი სტარტისა, "ხიმკი" სწორედ ასეთი კლუბია. ჯერ პრემიერლიგაში გადასვლის იმედი არ დაგვიკარგავს. საქმეს შევუდგები და ნელ-ნელა გუნდს ჩამოვაყალიბებ".

"ხიმკის" მოსკოვის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ბორის გრომოვი პატრონობდა, მაგრამ ბოლო დროს გუნდი უყურადღებოდ დატოვა და კინაღამ პირველი ლიგიდანაც გავარდა.

"ხიმკის" გაძლიერებით მისი შემცვლელი, რუსეთის საგანგებო საქმეთა ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ დაინტერესდა.

2018 წლამდე, როდესაც რუსეთი მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა ფეხბურთის განვითარების გეგმა შეადგინეს, ამ გეგმის განხორციელებაში კი მოსკოვს და მოსკოვის ოლქს განსაკუთრებით მნიშვნელობა ენიჭება.

ომარის ჩაყვანა "ხიმკიში" იმიტომაც სურდათ, რომ მისი სახელით სპონსორების მოზიდვას იმედოვნებენ.

სეზონის დაწყებამდე 43 წლის სპეციალისტს მოსკოვის "ტორპედოს", ნალჩიკის "სპარტაკისა" და გროზნოს "ტერეკის" გაწვრთნაც შესთავაზეს, მაგრამ თეთრაძემ "ხიმკი" ამჯობინა - ეს, ფაქტობრივად, მოსკოვის კლუბია, და ამ ტრამპილინიდან უფრო მაღალ სიმაღლეზე გადახტომაა შესაძლებელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა