ლონდონის "ჩელსი" ქვედალიგელ "ბრაიტონთან" 3:1 დამარცხდა
ქვედალიგელი "ბრაიტონისა" და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ჩელსის" შეხვედრაზე იმის თქმა შეგვიძლია, რომ მწვრთნელის რანგში ერთმანეთს მეგობრები დაუპირისპირდნენ.

რობერტო დი მატეო და გუსტავო პოიეტი "სტემფორდ ბრიჯზე" მხარდამხარ წლების განმავლობაში თამაშობდნენ და მატჩის დასრულების შემდეგ სავახშმოდაც ერთად წავიდნენ.

იქამდე კი, ვიდრე ბოთლ ღვინოს შეუკვეთავდნენ, დი მატეომ თავისი გუნდის მზადება შეაფასა. აი, რა თქვა მან:

"ჩემი გუნდისგან უფრო სწრაფ თამაშს და მეტ აქტიურობას ველოდი, მაგრამ ნამდვილად ვერ ვნახე ის, რისთვისაც ვემზადებოდით.

მეტისმეტად ჩაკეტილები ვიყავით, არასაკმარისად აგრესიულები და ყველაზე ცუდი ის არის, რომ დიდ დროს ვხარჯავდით ბურთის ართმევაში. როცა ბურთს ვაკონტროლებდით, ნაკლებად ვმოძრაობდით.

ერთი სიტყვით, ძალიან ბევრ რამეს არ ვაკეთებდით ისე, როგორც საჭირო იყო. აუცილებელია, რომ უფრო კონცენტრირებულები ვიყოთ და შეტევაში მიზანმიმართულად გავისარჯოთ.

ჩემს განკარგულებაში ჯერ კიდევ არ არის ყველა ფეხბურთელი. ვიღაცისთვის ეს 21-ე დღეა მოსამზადებელ შეკრებაზე, ვიღაცისთვის შეიძლება მე-16 იყოს, ან მე-9, ზოგიერთი კი ჯერ კიდევ ნაკრებშია. ასე რომ, სრულყოფილ მოსამზადებელ შეკრებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია".

ბრაიტონი-ჩელსი 3:1

ჩელსი: ჩეხი (ტერნბული 65), ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი (ლუისი 61), კოული, ესიენი, ლემპარდი, რამირესი, მეირელეში (მიკელი 46), აზარი, ტორესი (ლუკაკუ 79)

გოლები: 0:1 ლემპარდი (35), 1:1 ვისენტე (37), 2:1 ბარნსი (44), 3:1 კროფტსი (86)

31 მილიონი გერმანელში

"ჩელსის" "უიგანთან" ვიქტორ მოზესის ტრანსფერზე შეთანხმება არ გამოსდის.

"დეილი მირორის" ინფორმაციით, "ლურჯები" ძველ, ბევრად უფრო ძვირ ვარიანტს დაუბრუნდნენ და "ლევერკუზენიდან" გერმანიის ნაკრების 21 წლის გარემარბის, ანდრეა შიურლეს გადაბირება ხელახლა მოინდომეს.

ლონდონელები მზად არიან, "ფარმაცევტებს" 31,56 მილიონი ევრო (25 მლნ ფუნტი) გადაუხადონ. ეს წინადადება ბევრად გულუხვია, ვიდრე წინა. რომან აბრამოვიჩის კლუბი აქამდე მხოლოდ 25 მილიონ ევროს (20 მლნ ფუნტზე ცოტა ნაკლები) იმეტებდა შიურლეში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა