სერია A-ს გუნდები აგრძელებენ ახალი სეზონისთვის მზადებას და ამხანაგურ შეხვედრებსაც მართავენ
სერია A-ს გუნდები აგრძელებენ ახალი სეზონისთვის მზადებას და ამხანაგურ შეხვედრებსაც მართავენ.

"ნაპოლი" რომ თამაშს თამაშზე იგებს, ადრეც არაერთხელ გაცნობეთ და დღეს ამ ფაქტის კიდევ ერთხელ აღნიშვნა გვიწევს. ვალტერ მაცარის შეგირდებმა პორტუგალიური "ბრაგა" დაიბრიყვეს და მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვეს.

"ნაპოლი" კიდევ ერთხელ წარსდგა 3-5-2 ტაქტიკით და არა 3-4-2-1-ით, რომლითაც გასულ სეზონში ასპარეზობდა - როგორც ჩანს, ესეკილ ლავეცის წასვლამ მაცარის რაღაც ცვლილებებისკენ უბიძგა და სპარინგმატჩებში 3-5-2-ზე აქცენტის გაკეთება ამის ერთ-ერთი მაგალითია. მარეკ ჰამშიკი კიდევ ერთხელ იყო სრულფასოვანი ნახევარმცველი, შეტევის წინა ხაზზე კი გორან პანდევი და ედუარდო ვარგასი მოქმედებდნენ.

განსაკუთრებულად აქტიური ისევ პანდევი გახლდათ და ორი გოლიც მიითვალა აქტივში. პანდევი იმდენად ნაყოფიერია, რომ თუ სეზონიც ასევე ჩაატარა, ედინსონ კავანის ღირსეულ კონკურენციას გაუწევს გუნდის მთავარი მეგოლის სტატუსზე.

"იუვენტუსი" ესპანურ ‘მალაგას" დაუპირისპირდა და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა; ორივე გოლი ალესანდრო მატრის ანგარიშზეა, რომელიც ბოლო პერიოდში კრიტიკას ვერ აუდის.

შვებულება დაასრულა ანდრეა პირლომ და პირველი საკონტროლო შეხვედრაც გამართა - თუ იტალიელ ჟურნალისტებს ვენდობით, საერთოდ არ შეტყობია ხანგრძლივი უქმობა და ისე ითამაშა, თითქოს გახურებული სეზონი მიმდინარეობს.

აქტიური იყო სებასტიან ჯოვინკო, რომელმაც ნამატჩევს აღიარა, რომ ალესანდრო დელ პიეროს 10-ნომრიანი მაისურის მორგება სურს... აქვე, ანტონიო კონტეს მოვუსმინოთ, რომელიც ესპანელებზე გამარჯვებით კმაყოფილი იყო:

"იდეალურ ფორმაში ნამდვილად არ ვართ, მაგრამ ეს არ მაშინებს, რადგან სეზონის გახსნამდე დიდი დროა დარჩენილი. პირიქით, ძალიან კმაყოფილი ვარ შეგირდთა გარჯით და ვფიქრობ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. რაც მთავარია, ახალწვეულებმა მნიშვნელოვნად გაგვაძლიერეს და ამაში სეზონის მსვლელობისას დარწმუნდებით".

"მილანი" სოფიის "ოლიმპიას" ეპაექრა და მეტოქე უპრობლემოდ დაამარცხა, 3:1. ლომბარდიელთაგან ორი გოლი ანტონიო ნოჩერინომ გაიტანა, რომელიც აგრძელებს შედეგიან ასპარეზობას და როგორც ჩანს, არც მომდევნო სეზონში აპირებს გაჩერებას.

ერთი გოლი რობინიოს ანგარიშზეა, რომელიც სხვა ფორვარდების არყოფნაში "მილანის" მთავარი დამრტყმელი ძალა გახლავთ; ბრაზილიელი ფორვარდი რომ იტალიაში რჩება და "სანტოსში" არ გადადის, გადაწყვეტილი ამბავია - შესაბამისად, მისი კარგ ფორმაში ყოფნა მასიმილიანო ალეგრისთვის მნიშვნელოვანია. ბოლოს სწორედ ალეგრის მოვუსმინოთ:

"ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ. გაძლიერება სასურველია, მაგრამ ისედაც დიდი ძალა ვართ, რაშიც დღითიდღე ვრწმუნდები. არაერთი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ საკმაოდ მაღალი ხარისხის ფეხბურთს ვაჩვენებთ, თანაც, მოსამზადებელი ეტაპის შუა პერიოდში.

ახალწვეულებით ძალიან კმაყოფილი ვარ. აჩერბიმ უშეცდომოდ ითამაშა და დაგვარწმუნა, რომ მისი შეძენა აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო. თუმცა მთავარი გამოცდა მას წინ ელის და ეს კარგად აქვს გაცნობიერებული. ახალ სეზონს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდებით, ამაში დარწმუნებული ვარ".

მილანი-ოლიმპია 3:1

მილანი (4-3-1-2): ამელია (64. პაცალი) - აბატე (46. დე შილიო), ბონერა (64. იოტი), აჩერბი, ანტონინი (46. მესბა) - კოსტანტი (46. ემანუელსონი), მონტოლივო (55. კრისტანტე), ნოჩერინო - კასანო - რობინიო (64. ბალოტი), ელ შაარავი (80. პროსენიკი).

გოლები: 1:0 რობინიო (24), 2:0 ნოჩერინო (37), 3:0 ნოჩერინო (44), 3:1 (72).

ნაპოლი-ბრაგა 3:1

ნაპოლი (3-5-2): დე სანკტისი - კამპანიარო (73. გამბერინი), კანავარო (73. ფერნანდესი), ბრიტოსი - მაჯო, ბერამი (71. დოსენა), ინლერი (73. დონადელი), ჰამშიკი (78. ნოვოტნი), ცუნიგა (84. ფორნიტო) - პანდევი (64. ჯემაილი), ვარგასი (84. ბარიტი).

გოლები: 1:0 პანდევი (5), 2:0 პანდევი (15), 3:0 ცუნიგა (62), 3:1 (82).

პალერმო-ვერონა 1:0

პალერმო (4-4-2): უიკანი (46. ბენუსი) - პიზანუ (46. ლაბრინი), მუნიოსი, სეტო (46. მილანოვიჩი), მანტოვანი (78. გარსია) - ბერტოლო (78. სანსოვერინო) - ბარეტო (89. ვასკესი), დონატი (46. კურტიჩი), ბრიენცა (79. ბუდანი) - ილიჩიჩი (72. ვიოლა), მიკოლი (57. დიბალა).

გოლი: 1:0 მიკოლი (45).

იუვენტუსი-მალაგა 2:0

გოლები: 1:0 მატრი (3), 2:0 მატრი (51).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა