ორი დღის განმავლობაში სამი რეკორდი დამყარდა ძალოსნობის ტურნირზე
ორი დღის განმავლობაში სამი რეკორდი დამყარდა ძალოსნობის ტურნირზე. მამაკაცებს შორის 94 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ გამოვიდა ყაზახი ილია ილინი.

ატაცში მან ვერ შეძლო კონკურენტებზე სერიოზული უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, აკვრაში მსოფლიოს რეკორდი დააფიქსირა და მის მიერ ორი ცდის ჯამში დაფიქსირებული შედეგი - 418 კილოგრამი ასევე ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია.

სხვათა შორის, ილინმა შეინარჩუნა პეკინის ოლიმპიადაზე მოპოვებული ტიტული. ეს ყაზახეთის დელეგაციის მეხუთე მედალი იყო ლონდონის თამაშებზე და ხუთივე ოქროს სინჯისა გახლავთ.

5 აგვისტოს ქალებმა დაასრულეს გამოსვლა ოლიმპიადაზე. მათი ბოლო დისციპლინა სუპერმძიმე წონა იყო და აქ ძალიან დრამატულად განვითარდა მოვლენები.

ისტორიული შედეგი დაფიქსირდა აკვრაში - რუსი ტატიანა კაშირინა გახდა პირველი ქალი, ვინც ამ ხერხით 150 კილოგრამი დაძლია. შესაბამისად, მან მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და პირველი დისციპლინის შემდეგ ლიდერი გახდა.

მაგრამ ყველაფერი ატაცში შეიცვალა. ახლა უკვე ჩინელმა გიგანტმა ლულუ ჟუომ (კაშირინაზე 28 კილოგრამით მძიმე იყო) დაამყარა რეკორდი - თავის წინა მიღწევას ხუთი კილოგრამი დაუმატა, ორი ცდის ჯამშიც რეკორდსმენი გახდა და რაც მთავარია, ერთი კილოგრამით გაუსწრო რუს კონკურენტს. ჩინელი შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

კაცები

94 კგ

1. ილია ილინი (ყაზ) 418 (185+233) (მ.რ.)

2. ალექსანდრ ივანოვი (რუს) 409 (185+224)

3. ანატოლი ჩირიკუ (რუმ) 407 (181+226)

4. ანდრეი დემანოვი (რუს) 407 (182+225)

5. ს. მოჰამად პურკარკარაგი (ირან) 402 (183+219)

6. იტიკამ ზაიროვი (აზე) 397 (182+215)

ქალები

+75 კგ

1. ლულუ ჟოუ (ჩინ) 333 (146+187) (მ.რ.)

2. ტატიანა კაშირინა (რუს) 332 (151+181)

3. ჰრიპსიმ ხურშუდიანი (სომ) 294 (128+166)

4. მი-რან ჟანი (ს. კორ) 289 (125+164)

5. ნალა რამადანი (ეგვ) 277 (122+155)

6. ელე ოპელოგე (სამ) 267 (117+150)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა