პლაჟბურთის ტურნირის მეოთხედფინალური მატჩები ქალთა წყვილების შეხვედრებით გაიხსნა
პლაჟბურთის ტურნირის მეოთხედფინალური მატჩები ქალთა წყვილების შეხვედრებით გაიხსნა.

ცხადია, ამ ეტაპზე ყველა უძლიერესი იყრის თავს, თუმცა მათ შორისაც არსებობს მეტ-ნაკლებობა.

წესით, მე-3 და მე-7 ნომრად განთესილ წყვილებს შორის დიდი განსხვავება არ უნდა იყოს, თუმცა ეს ასე არ არის.

პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებული წყვილი, ამერიკელები მისტი მეი და კერი ველში ლონდონშიც ყველაზე უკეთ გამოიყურებიან.

მე-3 ნომრად განთესილნი სწორედ ისინი არიან, მათი მეტოქე კი ოლიმპიური თამაშების დებიუტანტები, იტალიელები მარტა მენეგატი და გრეტა ჩიკოლარი იყვნენ. ამერიკელების უპირატესობა კლასში იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ აშკარად მზარდმა იტალიურმა წყვილმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. შესაბამისად, ტურნირის მთავარმა ფავორიტებმა ორ სეტში იოლად მოიგეს - 21:13, 21:13.

"ვგრძნობ, რომ მატჩიდან მატჩამდე ვუმატებთ. ოლიმპიადაზე ძალიან დიდი კონკურენციაა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდეგი თამაში ბევრად უფრო რთული იქნება" - თქვა ნამატჩევს კერი ველშმა.

მხოლოდ პირველ სეტში გაუჭირდა მეორე ნომრად განთესილ ჩინურ დუეტს სი ჟანგსა და ჩენ სუეს მე-15 ნომრად განთესილი ავსტრიელების, დების დორის და სტეფანი შვაიგერების დამარცხება - 21:18. მეორე სეტში ჩინელებმა მადაზე მოსული ავსტრიელების გატეხვა მაინც შეძლეს და 21:11 დაამარცხეს.

ნახევარფინალში ჩინური დუეტი ოლიმპიურ ჩემპიონებს მისტი მეისა და კერი ველშს დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
ქამბექი და მოგება - საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ევროპირველობაზე ითამაშებს
ბრაზილიური საფრენბურთო გოგონათა კლუბის წევრები დაქორწინდნენ
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის