6 აგვისტოს ლონდონში ქართველი ბერძენ-რომაელებიდან რევაზ ლაშხი (60), ვლადიმერ გეგეშიძე (84) და გურა ფერსელაძე (120) გამოვლენ
6 აგვისტოს ლონდონში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მორიგი სამი წონითი კატეგორიის ფალავნები იჭიდავებენ - 60, 84 და 120.

წინასწარ გეტყვით, რომ 5 აგვისტოს საღამოს გამართულმა წილისყრამ ჩვენთვის არცთუ კარგი ხვედრი გვარგუნა.

ევროპის ჩემპიონი რევაზ ლაშხი (60) ეგვიპტელ საიედ აბდელმონემ ჰამედის ხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი, სავარაუდოდ, რუსთა ავარელი მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი ზაურ კურამაგომედოვი ელოდება.

ალბათ, კურამაგომედოვი არაა დაუძლეველი ზღუდე, მაგრამ ლაშხს ნახევარფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის ორი უპრინციპულესი მეტოქე ელოდება - აზერბაიჯანელი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ჰასან ალიევი და კორეელი მსოფლიოს პრიზიორი ჯი-ჰიუინ იუნგი.

აზერბაიჯანელს ლაშხმა შარშან ევროპის პირველობის ნახევარფინალში მოუგო, კორეელთან კი ბოლო ორ წელიწადში ორჯერ წააგო მსოფლიოს პირველობებზე.

რუსის, აზერბაიჯანელის და კორეელის გარდა, ბადის ამავე ნახევარშია ნორვეგიელი ევროპის ვიცე-ჩემპიონი სტიგ-ანდრე ბერგე, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ბადის მეორე ნახევარი სუსტია, რადგან იქ მსოფლიოს შარშანდელი პირველობის სამი მედალოსანია - ფინალისტები, ირანელი ომიდ ჰაჯი ნოოროზი და ყაზახი ალმატ კებისპაიევი და ბულგარელი ბრინჯაოსმედალოსანი ივო ანგელოვი.

მათთანაა იმ საოცარი "მფრინავი ილეთის" ამერიკელი ავტორი იან კოლემანსი, რომელსაც ზურაბ დათუნაშვილი იყენებს.

საინტერესოა, რომ ოთხივე მათგანი ერთ ჯგუფშია მოხვედრილი. ამავე მხარეს არიან იაპონელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი რუიტარო მაცუმოტო და ვენესუელელი ლუის იგნასიო ლიენდო, რომელმაც მსოფლიოზე შარშან ბრინჯაოსთვის იჭიდავა.

რევაზ ლაშხი ასპარეზობას თბილისის დროით 16:45 სთ-იდან იწყებს.

რუსისა და აზერბაიჯანელის გარემოცვაშია ვლადიმერ გეგეშიძეც 84-ში. ის ტურნირს სულაც აზერბაიჯანელთან შეხვედრით იწყებს - პირველ წრეში ირანიდან გადმობირებულ ქურთ მსოფლიოს პრიზიორ სამან აჰმან ტახმასების ეჭიდავება.

მასთან წარმატების შემთხვევაში (არადა, ირანელს ბოლო ხანებში კრიზისი ჰქონდა და იქნებ მისი დამარცხება რეალურია), სავარაუდოდ, უკრაინელი ევროპის ჩემპიონი ვიტალი რაშიბა ელოდება.

ამ ორი წრის შემდეგ ნახევარფინალია და რუსთა ოსი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ალან ხუგაევი იქ თუ შეხვდება, ოღონდ მან ჯერ იქ უნდა გააღწიოს - პირველ წრეში ბელარუსთა მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ ალიმ სელიმაუს ხვდება, ნახევარფინალისკენ მიმავალ გზაზე კი ბულგარელ ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი ხრისტო მარინოვიც ეღობება.

ამ ჯგუფიდან ნახევარფინალში მართლაც რომ ძლიერი ფალავანი გავა.

ვლადიმერ გეგეშიძე ასპარეზობას თბილისის დროით 16:36 სთ-იდან იწყებს.

მძიმე წონაში გურამ ფერსელიძე თავიდან სუსტ მეტოქეს ხვდება - ჩილელ ანდრეს ანტონიო აიუიბ ვალენსუელას, მაგრამ მომდევნო წრეში სავარაუდო მეტოქედ კუბელი მიჯაინ ლოპეს ნუნესი ელოდება.

კუბელი მსოფლიოს ოთხგზის და პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონია, ვისაც პლანეტის კიდევ ორი პირველობის ფინალი წაუგია.

ამათგან ბოლო ფინალი მსოფლიოს შარშანდელი პირველობა იყო, რომელიც, ცოტა არ იყოს და, სტამბულში საეჭვო ვითარებაში დათმო თურქ რიზა კაიაალპთან - შეუჩერებელ კუბელს, რომელიც მსოფლიოს ზედიზედ მესამე ფინალს ჭიდაობდა, წინა შეხვედრებში ნაჩვენები შემართების კვალიც არ ეტყობოდა, ისე უნიათოდ წააგო.

დიდი შანსია, ისინი ახლა ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. ასევე დიდი შანსია, კუბელმა იმარჯვოს, რაც ფერსელიძეს სანუგეშო წრის კარს გაუღებს, თუმცა იქ კაიაალპის წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს.

გურამ ფერსელიძე ასპარეზობას თბილისის დროით 16:36 სთ-იდან იწყებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიცენზიანტი. რევაზ ლაშხი - ჩემპიონი ბორჯომის ხეობიდან

ლიცენზიანტი. ვლადიმერ გეგეშიძე - თავისუფლიდან - ბერძნულ-რომაულამდე

სოსო
ისე ბერძნულ რომაულში ბელარუსის სახელით კახელი იოსებ ჩუგოშვილი გამოდის. ჩვენ მოჭიდავეებს საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგები შეხვდათ და შანსი წარმატების სამწუხაროდ ნაკლებია
ia
ცოტა ამ ბიჭებმა თუ არ იყოჩაღეს, მთელი დელეგაცია მიშას პანღურს ვერ დაიმსახურებს!
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
ერთი კატალონიური გუნდიდან მეორეში - ტერ შტეგენს მუნდიალამდე სათამაშო პრაქტიკა სჭირდება
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] ალისონი ისევ არადამაჯერებელია - "ლივერპულმა" "ენფილდზე" აუტსაიდერს ვერ მოუგო
[VIDEOS] "რეალის" ფანების პროტესტსა და სტვენაზე პერესმა სიცილი ვერ შეიკავა - "ბლანკოსმა" ორმატჩიანი მოუგებელი სერია "ლევანტესთან" დაასრულა
[VIDEO] ქერიკის ბრწყინვალე დებიუტი - "იუნაიტედმა" მანჩესტერულ დერბიში დამაჯერებლად გაიმარჯვა
[VIDEO] ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" ერთ-ერთ ლიდერს თამაში შემოუტრიალა
"თავი ვინ ჰგონიათ?!" - კონტემ ამორიმი გააკრიტიკა
"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლუის ენრიკეზე უარი ამის გამო თქვა" - რას წერს ბრიტანული პრესა ესპანელ სპეციალისტზე?
მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება