საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მცველმა არსენ ვენგერის "საგრაფოში" პირველად ივარჯიშა
რამდენიმე დღის წინ "ლელო" წერდა, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები, ცენტრალური მცველი ნიკა ჭანტურია და თავდამსხმელი დავით ჯიქია, სააგენტო Fa Players-ის დახმარებით, გერმანულ "ფრაიბურგში" ვარჯიშობდნენ.

გერმანელთა 19-წლამდელთა გუნდში თბილისის "ლოკომოტივის" წევრებს ივლისის დასაწყისში აკვირდებოდნენ, თუმცა სინჯები დასრულდა და ორივე თბილისში დაბრუნდა.

Fa Players-ის წარმომადგენლის, გუგა კაჭახიძის თქმით, გერმანელებს ორივე ჩვენებური მოეწონათ და ასაკობრივი და სავიზო პრობლემები თუ მოგვარდება, შესაძლოა, "ფრაიბურგში" კვლავ ვიხილოთ ქართველი ფეხბურთელები.

თუმცა ამ შემთხვევაში "ტრადიციულ" პრობლემას ვაწყდებით: ევროკავშირის ქვეყნის გუნდებს არასრულწლოვან არაევროკავშირელთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ეკრძალებათ. თუმცა, სანამ გერმანელები რაიმეს მოიფიქრებენ, შესაძლოა, ორი ქართველი ჭაბუკიდან მხოლოდ ერთის აყვანა მოახერხონ, რადგანაც ჭანტურია 5 აგვისტოს ინგლისში ჩაფრინდა.

ახლა მიზეზს აღარ იკითხავთ? ნიკა ჭანტურიათი ევროპული ფეხბურთის გრანდის, ლონდონის "არსენალის" სკაუტები დაინტერესდნენ, კლუბის ხელმძღვანელობის თანხმობა მიიღეს და 5 აგვისტოს საღამოს ნიკამ არსენ ვენგერის "საგრაფოში" პირველად ივარჯიშა.

"ლონდონში დღეს ჩამოვფრინდით და საკითხი შეთანხმებულია: ნიკას "არსენალში" 18 აგვისტომდე დააკვირდებიან და გასინჯვის შედეგად პასუხს იტყვიან.

ჭანტურია ივარჯიშებს არა რომელიმე ასაკობრივ კლუბში, არამედ "არსენალის" რეზერვში, რადგან მის მიმართ ინტერესი დიდია", - ამბობს გუგა კაჭახიძე.

იმედია, ჭანტურია მოახერხებს თავს გამოჩენას და წლების შემდეგ ინგლისის პრემიერლიგაში ქართველი კვლავ ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დაიტოვებს "ფრაიბურგი" ნიკა ჭანტურიას და დავით ჯიქიას?

"ფრაიბურგი" ქართველ ფეხბურთელებს ისევ იწვევს

vova
სასიამოვნო ინფორმაციაა მაგრამ თუ გერმანიაში ვიზის პრობლემა იყო ინგლისი მანგლისი ხომ არ არის?!
gizog
ძალიან სასიხარულოა, ამ დონის გუნდში ახალგაზდა ფეხბურთელის მიწვევა, თუნდაც სიჯებზე. მთავარია თვითონ, როგორ გამოიყენებს ამ შეთხვევას. წარმატებას გისურვებ ნიკა
kartveli
სასიამოვნო ინფორმაციებია,წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა