"ყვითელი წყალქვეშა ნავი" "ვილიარეალი" პრიმერადივიზიონიდან გავარდა და გუნდიც "დაიშალა"
აგვისტოში ლა ლიგაში ჯერ არ დაფიქსირებულა საინტერესო ტრანსფერი, ცვლილებები მინიმალურია და მათში ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანური ფეხბურთიდან წასვლას უკავშირდება.

"ყვითელი წყალქვეშა ნავი" "ვილიარეალი" პრიმერადივიზიონიდან გავარდა და გუნდიც "დაიშალა" - ვალენსიური კლუბის ვარსკვლავთა დიდმა ნაწილმა თავი სხვა კლუბებს შეაფარა.

ორმა მათგანმა კარიერის ტოსკანაში, "ფიორენტინას" შემადგენლობაში გაგრძელება არჩია - 28 წლის არგენტინელი ცენტრალური მცველი გონსალო ხავიერ როდრიგესი და 27 წლის ესპანელი ნახევარმცველი ბორხა ვალერო ამიერიდან "ვიოლასთვის" გაირჯებიან.

"ფიორენტინა" სატრანსფერო ბაზარზე შესამჩნევად გააქტიურდა. ამ ორი ფეხბურთელის გარდა, მათ ვივიანო და აკვილანი დაიმატეს. მოკლედ, ტოსკანელებს სერია ა-ში სერიოზული ამბიციები უჩნდებათ. ბორხა ვალერო იტალიურ კლუბს 7 მილიონი ევრო დაუჯდა, გონსალო როდრიგესი - მილიონი.

"ესპანიოლმა" ორი ფეხბურთელი გაუშვა სეგუნდა დივიზიონის "ალკორკონში" - 21 წლის გარემარბი დანი ნიეტო თავისუფალი აგენტის სტატუსით, ხოლო 20 წლის ურუგვაელი შემტევი ნახევარმცველი ადრიან ლუნა იჯარით.

ლუნასი სამომავლოდ ეიმედებათ და მას ესპანურ ფეხბურთს აჩვევენ - შარშან ურუგვაელი "საბადელსა" და "ხიმნასტიკში" იყო განათხოვრებული, თუმცა ამ გუნდებში თავი ვერაფრით გამოიჩინა. დანი ნიეტო შარშან "ხირონაში" იყო განათხოვრებული.

22 წლის ასტურიელმა მარცხენა მცველმა ხოსე ანხელ ვალდესმა შარშანდელი სეზონი "რომაში" გაატარა.

ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა წევრმა "მარადიულ ქალაქში" 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ "რომადან" ლუის ენრიკეს წასვლის შემდეგ მასაც მოუწია ესპანეთში დაბრუნება - ხოსე ანხელი "რეალ სოსიედადმა" იჯარით აიყვანა.

"ჩური ურდინში" ხოსე ანხელი სეზონის ბოლომდე დარჩება, შემდეგ კი ბასკებს მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.

კიდევ ერთი ესპანელი ფეხბურთელი გააგრძელებს კარიერას საზღვარგარეთ - მომდევნო ოთხ სეზონს "რეალის" 22 წლის ფორვარდი ხოსელუ გერმანულ "ჰოფენჰაიმში" გაატარებს.

"სოფლელებს" "რეალის" ტალანტი 6 მილიონი ევრო დაუჯდათ, "სამეფო კლუბი" მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში ფორვარდის გამოსყიდვის უფლებას ინარჩუნებს.

ბალასტი, "ესპანიოლის" მსგავსად, მადრიდის "ატლეტიკომაც" მოიცილა - 21 წლის ურუგვაელი მცველი ლეანდრო კაბრერა და 22 წლის კატალონიელი ნახევარმცველი ფრან მერიდა "ერკულესში" გაუშვა.

პირველი კვლავ იჯარით გაუშვეს (შარშან "ნუმანსიაში" იყო განათხოვრებული), მეორეს კი სულ დაემშვიდობნენ. მერიდა მომდევნო 4 სეზონს ალიკანტეში გაატარებს. არადა, ლაპარაკია ტალანტზე, რომელზეც ერთ დროს დიდ იმედებს ამყარებდნენ ესპანეთში. "ბარსელონას" აღზრდილი და ლონდონის "არსენალში" ნათამაშები მერიდა, შარშან "ბრაგაში" იყო განათხოვრებული. როგორც ჩანს, მერიდას ვარსკვლავობაზე ყველამ ხელი ჩაიქნია...

ბოლო დღეებში ლა ლიგაში განხორციელებული ტრანსფერები

1 აგვ ხავი ტორესი მალაგა ხეტაფე 0,9 მლნ. ევრო

1 აგვ ედუარდო სალვიო (არგ) ატლეტიკო ბენფიკა 10 მლნ. ევრო

1 აგვ ხოსება ლორენტე სოსიედადი ოსასუნა იჯარა

1 აგვ ლუკას პორკარი ვილიარეალი II სარაგოსა თავ. აგენტი

1 აგვ ბორხა ვალერო ვილიარეალი ფიორენტინა 7 მლნ. ევრო

1 აგვ დავიდ დე კოსი გრანადა ლუგო იჯარა

2 აგვ დანი აკინო ვალიადოლიდი ოვიედო თავ. აგენტი

2 აგვ ფრან მერიდა ატლეტიკო ერკულესი თავ. აგენტი

2 აგვ ლეანდრო კაბრერა (ურუ) ატლეტიკო ერკულესი იჯარა

3 აგვ გონსალო როდრიგესი (არგ) ვილიარეალი ფიორენტინა 1 მლნ. ევრო

3 აგვ ხოსე ანხელ ვალდესი რომა სოსიედადი იჯარა

3 აგვ კიკო ოლივასი ვილიარეალი კორდობა თავ. აგენტი

4 აგვ გორკა ერანია ბილბაო ბარაკალდო იჯარა

4 აგვ დანი ნიეტო ესპანიოლი ალკორკონი თავ. აგენტი

5 აგვ ხოსელუ რეალი II ჰოფენჰაიმი 6 მლნ. ევრო

5 აგვ ადრიან ლუნა (ურუ) ესპანიოლი ალკოკრონი იჯარა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის