კიეველთა შემადგენლობაში მოედანზე ერიკ მატუკუ გავიდა, რომელმაც დისკვალიფიკაცია ბოლომდე არ მოიხადა
კიევის "არსენალს", რომელშიც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე ირიცხება, შესაძლოა ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში 0:3 წაგება ჩაუთვალონ.

შეგახსენებთ, რომ სლოვენიურ "მურასთან" შეხვედრა უკრაინის დედაქალაქში გაიმართა და მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

თუმცა, ამის მიუხედავად, უეფამ შესაძლოა ეს ანგარიში გააუქმოს და "არსენალს" 0:3 წაგება დაუფიქსიროს.

მიზეზი კი ისაა, რომ კიეველთა შემადგენლობაში მოედანზე ერიკ მატუკუ გავიდა, რომელმაც დისკვალიფიკაცია ბოლომდე არ მოიხადა.

მატუკუ 2010 წელს ბელგიური "გენკის" შემადგენლობაში გამოდიოდა და "პორტუსთან" მატჩში მოედნიდან გააძევეს, რის გამოც მან ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ამის შემდეგ ფეხბურთელმა მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა და შესაბამისად, არ ჰქონდა უფლება, კიეველთა შემადგენლობაში მოედანზე გასულიყო.

თავად კიევის "არსენალის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე კლუბმა განცხადება დადო, სადაც ნათქვამია, რომ მათ 3 აგვისტოს უეფასგან მიიღეს ცნობა ერიკ მატუკუს ორმატჩიანი დისკვალიფიკაციის შესახებ.

უეფას განცხადების მიხედვით, მატუკუს დისკვალიფიკაცია ბოლომდე არ ჰქონდა მოხდილი და ამიტომ კიევის "არსენალის" განაცხადში არ უნდა ყოფილიყო.

უეფას დისციპლინარული კომიტეტი 2012 წლის 7 აგვისტოს აღნიშნული საკითხის განხილვას დაიწყებს.

როგორც თავად უკრაინული კლუბი იუწყება, "არსენალმა" უეფას ყველა ის საბუთი წარუდგინა, რომელიც ამტკიცებს, რომ მათ უეფასგან მატჩის დაწყებამდე არანაირი წერილი არ მიუღიათ მატუკუს დისკვალიფიკაციის შესახებ.

"არსენალის" ცნობით, ფეხბურთელის მონაცემებში დისკვალიფიკაციის შესახებ არაფერი ეწერა.

მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, კიევის "არსენალი" მომხდარის გამო პასუხისმგებლობას არ იხსნის და იმედი აქვს, რომ მათ მიერ უეფასთვის წარდგენილი დოკუმენტები ყველანაირ გაუგებრობას მოუღებს ბოლოს.

dato-dato
თუ ბათუმის დინამოს 1996 წელს ზუსტად ესეთ დარღვევაზე წაგება ჩაუთვალეს კიევის არსენალს რატომ უნდა დაინდონ წითელი კოჭია
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა