ფიფას ოფიციალური საიტი მარტინესთან ინტერვიუში, უპირველესად, ლუის მილიას გუნდის ბრიტანული ფიასკოთი დაინტერესდა
ბილბაოს "ატლეტიკისა" და ესპანეთის ნაკრების წევრ ხავი მარტინესისთვის 2011/12 წლების სეზონი განსხვავებული ხასიათის ემოციებით იყო დახუნძლული.

საკლუბო დონეზე "ლოს ლეონესის" უნივერსალმა ორ ფინალში ითამაშა - კოპა დელ რეის და ევროპალიგის და ორივეგან მარცხის სიმწარე იგემა.

მარტინესი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში იყო პოლონეთსა და უკრაინაში, სადაც გუნდმა ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიცვა, მაგრამ თავად "ლა როხას" ტრიუმფის მხოლოდ 25 წუთი შეხვდა. შემდეგ იყო ლონდონის ოლიმპიადა, სადაც ბასკი ესპანეთის ნაკრების კაპიტანი გახლდათ. გუნდმა კი ეს ტურნირი ჩააგდო, ჯგუფური ეტაპიდან სამარცხვინოდ გამოვარდა.

ფიფას ოფიციალური საიტი ხავი მარტინესთან ინტერვიუში, უპირველესად, ლუის მილიას გუნდის ბრიტანული ფიასკოთი დაინტერესდა.

- თქვენი აზრით, რა იყო მიზეზი ოლიმპიადაზე გუნდის პირველი ორი მარცხის?

- ხელიდან გავუშვით შესანიშნავი შანსი, რადგან ძალიან კარგი მწვრთნელი და გუნდი გვყავდა ლონდონში.

ფეხბურთი ხანდახან ასეთი ვერაგია. უბრალოდ, ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც შეგვიძლია. ვფიქრობ, რომ ლონდონში მაინც ნორმალურად გამოვედით და ასეთ უიღბლობას არ ვიმსახურებდით.

თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ჰონდურასთან მატჩში კარში 24-ჯერ დავარტყით, ბურთი ძელს სამჯერ გავარტყით და გოლის გატანის ათი ასპროცენტიანი შანსი გვქონდა, ბურთმა კი ერთხელაც არ გადაკვეთა მეტოქის კარის ხაზი.

მეტოქეს ორი შანსი ჰქონდა და ერთი გოლი გაგვიტანა. ჰონდურასთან მატჩში მართლა კარგად ვითამაშეთ, მაგრამ განგებასთან უძლურები აღმოვჩნდით. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ დიდი შრომა ქარს გავატანეთ.

- უიღბლობა და მეტი არაფერი? ნუთუ ესპანეთის ნაკრების წარუმატებლობის სხვა მიზეზები არ არსებობს?

- არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ ხანდახან ფორტუნაც შენს წინააღმდეგაა. ნამდვილად არ ვიმსახურებდით ასეთ შედეგს.

- ესპანეთის ნაკრების წევრებს როგორი შთაბეჭდილებები დაგრჩათ ოლიმპიური სოფლისგან, საზეიმო გახსნისგან, ლონდონისგან?

- ოლიმპიელობა განსაკუთრებული გრძნობაა. ჯერ მარტო ოლიმპიადაზე მოხვედრაა დიდი საქმე, შემდეგ გუნდში დამკვიდრება და მედლისთვის ბრძოლა.

12 წელიწადია, ესპანეთს ოლიმპიადაზე არ უთამაშია. ოლიმპიურ სოფელში ყოფნის დროს ვერასოდეს დავივიწყებ, საოცარი სიტუაციაა იქ. ირგვლივ ამდენი დიდი სპორტსმენია, დავდიოდით და საერთო ფოტოებს ვიღებდით ნბა-ს კალათბურთელებთან და სხვებთან. ახლაც მწყდება გული, რომ ჩემს ფავორიტებს, უსაინ ბოლტს, კობი ბრაიანტსა და ლებრონ ჯეიმსს ვერ შევხვდი იქ.

- თქვენთვის ძალზე დატვირთული ზაფხული გამოდგა. მაშინ, როცა სხვები ისვენებდნენ, თქვენ ევრო 2012-იდან ოლიმპიადაზე გადაერთეთ...

- რამდენიმე დღეღა შემრჩა შვებულებისთვის, გადაღლილი სხეული უნდა დავასვენო. ძალიან გრძელი სეზონი გამომივიდა, ემოციებით გადატვირთული. ცოტა თუ არ დავისვენე, გამიჭირდება ძალიან.

- გასულ სეზონში მარსელო ბიელსამ კლუბი ესპანეთის თასის და ევროპალიგის ფინალში გაიყვანა. რას გეგმავს გუნდი ახალ სეზონში?

- უკეთეს შედეგს, ვიდრე შარშან შევძელით. ფანები კმაყოფილები იყვნენ, რომ "ბილბაომ" ფინალებში ითამაშა, მაგრამ მარცხი მაინც მწარეა. ახლა მოგებები გვსურს.

- როგორ ფიქრობთ, ესპანურ ფეხბურთს კვლავ ეზრდება ტალანტები, რომლებიც შეძლებენ გუნდის რენომეს შენარჩუნებას?

- ოლიმპიურმა მარცხმა ამაში არ დაგაეჭვოთ. ჩვენ ვართ ევროპის ჩემპიონები 19 და 21-წლამდელთა შორის. მუდმივად მწვერვალზე ყოფნა ძალიან ძნელია. ამიტომ მარცხი გაიძულებს, გაჩერდე და დაფიქრდე.

ბევრს ჰგონია, რომ ევროპის ჩემპიონატი იოლად მოვიგეთ. არადა, მსგავსიც არაფერი ყოფილა. წარმატება და წარუმატებლობა ერთმანეთისგან ძალიან შორს არ არის. ეს ოლიმპიადამაც გვიჩვენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა