მონრეალში, ქალთა საერთაშორისო ტურნირში, 22 წლის ქართველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება
მონრეალში (კანადა) გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი როჯერსის თასზე, რომლის საპრიზო ფონდია 2 168 400 დოლარი.

შეჯიბრებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება 22 წლის ქართველი ანა ტატიშვილი, რომელმაც მსოფლიო რეიტინგში 84-დან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ჩვენებურმა სტარტზე მასპინძელი შარონ ფიჩმანი დაამარცხა - 7:5, 6:1, მეორე წრეში ასლეი ვეინჰოლდს (აშშ) სძლია - 6:0, 6:2. მესამეში ურსულა რადვანსკასა (პოლონეთი) და მელანი ოუდინს (აშშ) შორის გამარჯვებულსაც თუ მოუგებს, ძირითად ბადეში გააღწევს, სადაც პირველ ნომრადაა განთესილი ვიქტორია აზარენკა (ბელარუსი), მეორეა აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი), მესამე - მარია შარაპოვა (რუსეთი).

აქვე იასპარეზებენ კაროლინ ვოზნიაცკი (დანია), ელენა იანკოვიჩი, ანა ივანოვიჩი (ორივე-სერბეთი), მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი), სარა ერანი (იტალია) და სხვები. წყვილებში ანა ტატიშვილი სლოვენიელ ანდრეა კლეპაჩთან ერთად ჩია-იუნგ ჩუანგსა და შუაი ჟანს (ჩინეთი) დაუპირისპირდება.

ხმიადაშვილის ოქრო და ვერცხლი

სომხეთის დედაქალაქ ერევანში დამთავრდა ახალგაზრდა ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი "ორანჯ კაპი", რომელშიც საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ჩვენებურთაგან ვაჟებმა იყოჩაღეს.

წყვილებში შესანიშნავად განვლეს ტურნირი მიხეილ ხმიადაშვილმა და შოთა მეფარიძემ. სტარტზე მათ რომან გიგოლაევსა და ბორის რაკს (ორივე - რუსეთი) აჯობეს - 6:3, 7:6. შემდეგ ასევე ჩრდილოელ მეზობლებს - ივან კალინინსა და ტიმურ სალბიევს სძლიეს - 6:3, 7:6, ნახევარფინალში დაძაბულ პაექრობაში დაჯაბნეს სერგეი ბარიშევი და რომან საფიულინი (ორივე - რუსეთი) - 7:6, 7:6.

გადამწყვეტ პაექრობაში ქართველებმა ყატარელთა დუეტი - ჯაბორ მოჰამედ ალი მუტავა და მუსა შანან ზაიედი დაამარცხეს 6:2, 6:4 და პირველი ადგილი დაიკავეს.

ხმიადაშვილმა ერთეულებში ვერცხლსაც გამოჰკრა ხელი. პირველ ნომრად იყო განთესილი. ასპარეზობის სტარტზე ისვენებდა.

მე-2 წრეში ივან დავიდოვს (რუსეთი) მოუგო - 6:4, 6:3, მესამეში იტალიელ ედუარდო ლამბერტის დააყრევინა ფარ-ხმალი - 2:6, 6:4, 6:3, მეოთხედფინალში რამ კარაში (ისრაელი) ჩამოიშორა გზიდან - 6:0, 6:2, ნახევარფინალში თანამემამულე ალექსანდრე ბაკშის აჯობა - 6:3, 6:2, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მე-2 ნომრად განთესილ რომან საფიულინს (რუსეთი) დანებდა და მე-2 ადგილს დასჯერდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა