დიდი ხანია, საუკეთესო ჩოგბურთელთა მოწინავე ასეულში ქართველი არ ყოფილა, თუმცა ახლა სწორედ ის დრო დადგა, როცა ამის შანსი გაჩნდა - 20 წლის ანა ტატიშვილი კარიერაში ყველაზე ახლოსაა საჩოგბურთო ელიტასთან - ის მსოფლიოს 135-ე ჩოგანია და მთელი კარიერა წინ აქვს...

დიდი ხანია, საუკეთესო ჩოგბურთელთა მოწინავე ასეულში ქართველი არ ყოფილა, თუმცა ახლა სწორედ ის დრო დადგა, როცა ამის შანსი გაჩნდა - 20 წლის ანა ტატიშვილი კარიერაში ყველაზე ახლოსაა საჩოგბურთო ელიტასთან - ის მსოფლიოს 135-ე ჩოგანია და მთელი კარიერა წინ აქვს...

მდიდარი ტრადიციების ქართულ ჩოგბურთს ოთხი წარმომადგენელი ჰყოლია მოწინავე ასეულში: 3 ვაჟი და ქალი. ამათგან ყველაზე მაღალი ადგილი რეიტინგ-ლისტში ალექსანდრე მეტრეველს ეჭირა - 1974 წელს მსოფლიოს მე-9 ჩოგანი იყო - ერთადერთი ქართველი ტოპ ათეულში. 1975 წელს თეიმურაზ კაკულია მსოფლიოს 91-ე ჩოგანი გახდა, ხოლო 2004 წელს ირაკლი ლაბაძემ კლასიფიკაციაში 42-ე ადგილი დაიკავა. ქალებში, საამაყოდ ლეილა მესხის მიღწევა გვაქვს - 1991 წელს ლეილა მსოფლიოს მე-12 ჩოგანი იყო.

ქართველ "ასიანთა კლუბში" შესასვლელად ბოლო დროს ორი წარუმატებელი ცდა იყო, ორივე ქალთა შორის. 1995 წელს 18 წლის ნინო ლუარსაბიშვილი პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელთა სიაში 135-ე იყო, მაგრამ ნიჭიერმა ჩოგბურთელმა კარიერა ნაადრევად დაასრულა და მეტს ვეღარ მიაღწია. 2007 წლის ზაფხულში მაკა ჩახნაშვილი მსოფლიოს 134-ე ჩოგანი გახდა. მას მერე მაკა მე-2 ასეულში ადგილის შესანარჩუნებლად უფრო იბრძოდა, ვიდრე წინსვლისთვის, დღეისთვის კი მხოლოდ 270-ეა კლასიფიკაციაში.

ახლა მსოფლიოს ტოპ 100-ეულში მოხვედრის ყველაზე რეალური შანსი ორ ჩვენებურს აქვს: ანა ტატიშვილსა და ოქსანა კალაშნიკოვას (191). განსაკუთრებით, ანას პოზიციაა მყარი. ტატიშვილს დღეისთვის 478 ქულა აქვს, ასეულში შესაღწევად კი, სავარაუდოდ, 700 ქულაა საკმარისი.

ანა ლას ვეგასშია, სადაც 50-ათასიან ტურნირში მე-6 ნომრად განთესეს. ქართველმა შარშან ამ შეჯიბრების პირველივე ეტაპზე დათმო, ახლა კი ეს ეტაპი წარმატებით გაიარა - შვეიცარიელი ამრა სადიკოვიჩი იოლად დაამარცხა - 6:2, 6:2. ანამ 10 სარეიტინგო ქულა და მცირე წინსვლა უკვე დაიბევა, ასეთი ტემპით კი წლის ბოლომდე მიზნის მიღწევა სავსებით რეალურია. შეგახსენებთ, რომ 50-ათასიანი ტურნირის მოგება 70 სარეიტინგო ქულად ფასობს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა