ბადშტუბერმა და ჩანმა კი ვარჯიშზე იჩხუბეს
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელებმა წინა სეზონის პრობლემები გაითვალისწინეს და ახალი სეზონისთვის ორი მაღალი კლასის თავდამსხმელი გადაიბირეს - მარიო მანჯუკიჩისა (ვოლფსბურგიდან) და კლაუდიო პისაროს (ვერდერიდან) სახით, მარიო გომესს გვერდით ორი სერიოზული კონკურენტი დაუყენეს.

შესაბამისად, თამამად ვამბობდით, რომ რეკორდმაისტერის წინა ხაზი იდეალურადაა დაკომპლექტებული, მაგრამ...

გერმანიის ჩემპიონატის დაწყებამდე სამი კვირით ადრე, "ბაიერნს" სამიდან ორი ცენტრფორვარდი დაშავებული ჰყავს: 27 წლის გომესი და 33 წლის პისარო ლაზარეთში აღმოჩნდნენ და ახლა "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის განკარგულებაში მხოლოდ მანჯუკიჩია.

გომესს მცირე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და გარკვეულია, რომ მიუნხენურ გრანდს დაახლოებით ერთი თვე ვეღარ დაეხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნდესლიგის პირველი ტურები მის გარეშე ჩაივლის.

"მარიოს ტრავმამ ყველანი დაგვამწუხრა. ეს ჩვენთვის სერიოზული დარტყმაა და კიდევ კარგი, რომ სატრანსფერო ბაზარზე გავაქტიურდით და ალტერნატივები არსებობს," - აცხადებს ჰაინკესი. თუმცა მრავლობითი ფორმა გადაჭარბებულია, რადგან პისაროც დაშავებულია.

მართალია, პერუელს ოპერაცია არ გაუკეთებია, მაგრამ გამოჯანმრთელება რომც მოასწროს, სეზონის სტარტამდე, მინიმუმ, ფორმის აღდგენას ვერ შეძლებს. შესაბამისად, სეზონის დასაწყისში ჰაინკესის იმედი თავდასხმაში მხოლოდ 26 წლის მანჯუკიჩია - ხორვატი ფორვარდი, რომელსაც გოლების გატანა ნამდვილად ეხერხება.

ბავარიელები კვირას გერმანიის სუპერთასისთვის მოქმედ ჩემპიონ და თასის მფლობელ დორტმუნდის "ბორუსიას" შეებრძოლებიან - "ბაიერნს" "დორტმუნდთან" ზედიზედ ხუთი მატჩი აქვს წაგებული და მიუნხენში ამ მეტად უსიამოვნო სერიის შეწყვეტის იმედი აქვთ. "ბორუსიას" კარის დალაშქვრა კი სწორედ მანჯუკიჩს დაევალება...

დაკა-დაკა ვარჯიშზე

რეკორდმაისტერის გუშინდელ ვარჯიშზე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა: "ბაიერნის" დაცვის ბურჯი ჰოლგერ ბადშტუბერი ახალგაზრდა ემრე ჩანს დაუპირისპირდა. კინკლაობა მას მერე დაიწყო, რაც 23 წლის ბადშტუბერმა 18 წლის ჩანი მოცელა.

ფეხბურთელებმა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მერე კი ბადშტუბერი ჩანს ყელში სწვდა. მომხვდურები კაპიტანმა ფილიპ ლამმა და ფრანგმა ვარსკვლავმა ფრანკ რიბერიმ გააშველეს და ვარჯიში მშვიდად გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ბადშტუბერის წყობიდან გამოსვლის პირველი შემთხვევა - მაისში ჰოლგერმა გერმანიის ნაკრების ვარჯიშის დროს თომას მიულერთან იჩხუბა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა