ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველმა ძალოსანმა (+105) ორჭიდში 433 კგ დაძლია
ლონდონის ოლიმპიურ ფიცარნაგზე 7 აგვისტოს ბოლო პაექრობები გაიმართა. ერთმანეთს მძიმე წონის ძალოსნები დაუპირისპირდნენ.

კარგად დაიწყო შეჯიბრება ირაკლი თურმანიძემ. საგულისხმოა, რომ შარშან ყაზანში, ევროპის ჩემპიონატზე, მან ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა, წლეულს ანტალიაში კი სომეხ ჰაიკ აკობიანის მსგავსად, 195-კილოიანი შტანგა დაიმორჩილა, თუმცა მეტოქეზე პირადი წონით ნაკლები იყო, ამიტომ მცირე ოქროს მედალი ხვდა.

ლონდონში თურმანიძემ 201 კილოგრამი აიტაცა, რაც ამ მოძრაობაში მე-4 შედეგი იყო. პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანმა და ევროპის ჩემპიონატების სამგზის მესამეადგილოსანმა მატიას შტაინერმა (გერმანია) 197 კილოგრამის აწევისას ტრავმა მიიღო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

სამაგიეროდ, იყოჩაღეს 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა და ატაცში მსოფლიო რეკორდსმენმა (214 კგ) ბეჰდად სალმიკორდასიაბიმ (ირანი) და რუსმა ევროპის ჩემპიონმა რუსლან ალბეგოვმა - 208-208 კილოგრამი აიტაცეს.

ქართველ ძალოსანს პირველ მოძრაობაში სამი კილოგრამით გაუსწრო ირანელმა საჯიდ ჰამლაბად ანუშირავანიმ.

აკვრაში თურმანიძემ ორი ცდა გამოიყენა და 232-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, ორჭიდის ჯამში 433 კილოგრამი მოაგროვა და მე-5 ადგილი დაიკავა.

ოლიმპიური ჩემპიონობა 455 კილოგრამით (247 კგ აკრა) სალიმიკორდასიაბიმ მოიპოვა. გამარჯვებულს ექვსი კილოგრამით ჩამორჩა მისი თანამემამულე ანუშირავანი, რომელსაც ვერცხლის მედალი ერგო, 448 კილოგრამით მესამე ადგილი ალბეგოვმა დაიკავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გია მაჭავარიანის დაკარგული შანსი

რაულ ცირეკიძე ოლიმპიადაზე მეცხრეა - მწვერვალზე მსუბუქები ადიან [+VIDEO]

შტანგა
ყოჩაღ ირაკლი, რაც მთავარია მონდომებით და ვაჯკაცურად იბრძოლე.
gizog
ირაკლი ღმერთმა დაგლოცოს, დიდი იმედი გაგვიჩინე ქართველებს, რომ ჩვენც გვეყოლება მსოფლიო გოლიათებში ჩვენი წარმომადგენელი და ხშირად გაგვახარებს თავისი წარმატებებით.
ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა